კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოთხფეხებიდან – ორფეხებზე


„რა ვუყოთ, რომ ძაღლი ვარ“


რადგან დედაქალაქის მერია ყველა სულიერის მერიაა, უყურადღებოდ არც თბილისელი მაწანწალა ოთხფეხები დარჩენია. ჰოდა, რაკი არ დარჩენია, მათი ჰუმანური დაჭერა-იზოლაციისა და ვეტერინარული ზედამხედველობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი კიდევ ერთხელ გამოუცხადებია. ტენდერში გამარჯვებულს ევალება, რომ 2010 წლის ბოლომდე 20 000 უზედამხედველო ძაღლი და კატა (უცნობია, პარიტეტი დაცული იქნება თუ ტენდერში გამარჯვებული შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იხელმძღვანელებს) ჰუმანურად უნდა დაიჭიროს, მისი იზოლაცია უზრუნველყოს და კიდეც მოუაროს, ანუ, ჩინოვნიკურად რომ ვთქვათ, ვეტერინარული ზედამხედველობა განახორციელოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ტენდერი საშურია, მით უფრო, რომ მაწანწალა ოთხფეხები ხშირად კბენენ ჩვენს ორფეხა თანამემამულეებს, ცოფის აცრა კი არცთუ იაფია. მეტიც, მაწანწალა ოთხფეხები, ძირითადად, თბილისური ნაგვით იკვებებიან, ხოლო, რაკი საღამოს თბილისის განუყოფელი შტრიხია ნაგვის ევროპულ კონტეინერებში ბოთლების თუ ნარჩენების მაძიებელი ადამიანები, ოთხფეხებს რომ მიუჰუმანურებს, იქნებ ამ ჩვენს მერიას ჰუმანიზმი უზედამხედველო ორფეხებისთვისაც ეწილადებინა.


скачать dle 11.3