კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფარული ნიჭი


„რომ წამიღოს და ცოცხლად დამმარხოს“


პრობაციისა და ა. შ. ახალი მინისტრი ქ-ნი კალმახელიძე როლში ისე თავისუფლად შევიდა, მის ბიოგრაფიას რომ არ იცნობდე, გეგონება, ბავშვობიდან გისოსებში იჯდაო. მან ქვეშევრდომებიც გაიცნო და თავისუფლებააღკვეთილებს პირობების გაუმჯობესებასაც დაჰპირდა, თუმცა ისიცაა, რომ ყველაზე მეტ ყურადღებას არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისადმი იჩენს – მათ სულ ახლახან ტელევიზორებიც მიუტანა (როგორც ზემოთ ამბობენ, ხელისუფლებამ ყურად იღო სახალხო დამცველის ბოლო მოხსენებაო). მთლად პირადადაც არ ჩამოუტვირთავს, მაგრამ ტელეკამერების წინ ყუთებს ხელი მაინც შეავლო. ხოლო, მაშინ, როდესაც პრობაციის ახალი მინისტრი როლში შედის, ძველმა მინისტრმა თავის ახალ როლში შესვლა უკვე თითქმის დაასრულა; დაასრულა, ვინაიდან გვამცნეს, რომ განათლების მინისტრი პირადად მუშაობს „ახალი რეფორმის ტალღაზე“, რომელმაც უახლოესი სამი წლის განმავლობაში, ალბათ, უნდა წაგვიღოს (დაახლოებით ასე: „რომ წამიღოს და ცოცხლად დამმარხოს!“). ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით, ასეთი რა ფარული ნიჭის პატრონია ჩვენი განათლების მინისტრი, რომ სასჯელაღსრულების სფეროდან სრულიად ჰარმონიულად გადაერთო განათლებისაზე და, სავარაუდოდ, ვერც ვერასდროს გავიგებთ. მაგრამ, როგორც უნდა იყოს, უკვე წინასწარვეა ცნობილი (ეს „ექსკლუზიური“ ინფორმაცია „ტელეიმედმა“ მოიპოვა), რომ სკოლებში ფიზკულტურის გაკვეთილები გაუქმდება, სამაგიეროდ, ჩვენს მომავალ თაობას სპორტის რომელიმე სახეობას შეასწავლიან; სასკოლო გამოსაშვები გამოცდები აღდგება და ახალ საგნად კულტუროლოგიაც შემოვა. ქართული განათლების მთავარ კერაში ფიქრობენ, რომ ჩვენი ბავშვები უცილობლად უნდა ეზიარონ მსოფლიო კულტურის შედევრებს (და მერე რა, რომ მეათე კლასიდან ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებით უკვე ეზიარებიან). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ეს თითქმის უკვე იყო (სასკოლო განათლების საბჭოთა სისტემა მაქვს მხედველობაში), არ არის გამორიცხული, რომ რეფორმის ბოლოს ისევ იქ დავბრუნდეთ, საიდანაც დავიძარით.


скачать dle 11.3