კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დავიცვათ თავი წყევლის მავნე ზემოქმედებისგან და იწვევს თუ არა ავი სიტყვა ადამიანის სიკვდილს

არავინ იცის, როდის მოგვადგება კარს სიკვდილი, როდის აგვიკრავს გუდა-ნაბადს და იმქვეყნად გაგვიყენებს გზას. ეს აზრი, ალბათ, ბევრს აშინებს კიდეც. როგორც დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარი, ქალბატონი ნინო ამბობს, არსებობენ ადამიანები, რომლებიც გრძნობენ საკუთარი ან სხვისი სიკვდილის მოახლოებას.



ნინო: ეზოთერიკოსები და ექიმები დიდხანს სწავლობდნენ სიკვდილის ფენომენს, იკვლევდნენ ათასობით ადამიანს და მათი ავადმყოფობის ისტორიებს. გამოკვლევების მონაცემებით, ადამიანების უმრავლესობა წინასწარ გრძნობს სიკვდილის მოახლოებას. როგორც ჩანს, ადამიანი სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე დეპრესიულ მდგომარეობაში ვარდება. ეს მდგომარეობა შესაძლებელია, ერთი ან ორი კვირიდან რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი გაგრძელდეს. ექიმ-ეზოთერიკოსთა აზრით, დეპრესიას იწვევს ორგანიზმში ჰორმონული ცვლილებები. მისი ფსიქოლოგიური ფუნქცია კი იმაში მდგომარეობს, რომ დეპრესია ამზადებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას ადვილად მიიღოს სიკვდილი.

– ამბობენ, ადამიანები სიკვდილის მოახლოებას ინტუიციით გრძნობენო. ამაზე რას იტყვით?

– მე ამ თემაზე უკვე წლებია ვმუშაობ და გეტყვით, რომ ინტუიცია ადამიანებს გვაძლევს იმ საიდუმლოს ამოცნობის საშუალებას, რასაც სიკვდილის მოახლოების შეგრძნება ჰქვია. დამიჯერეთ, უამრავი ადამიანი მინახავს, რომლებიც მიყვებოდნენ, როგორ იგრძნეს მათი ახლობლების გარდაცვალება წინასწარ. არსებობს ასევე ჩანაწერები, სადაც აღწერილია, თუ როგორ იწინასწარმეტყველეს ადამიანებმა საკუთარი სიკვდილის ზუსტი დრო. სხვადასხვა კვლევას ამ თემაზე მივყავართ ვერსიამდე, რომ სიკვდილი, ეს არის ცნობიერების გადასვლა ყოფიერების სხვა ფორმაში, რადგან სხვა მხრივ, რაში დასჭირდება აბა ორგანიზმს ეგრეთ წოდებული წინასწარი ფსიქოლოგიური მომზადება? როგორც გითხარით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც წინასწარ გრძნობენ სხვების აღსასრულის მოახლოებას. ერთ მაგალითს მოგიყვებით, რომელიც ჩემს ნათესავს გადახდა თავს. მას ნატო ჰქვია და როგორც თავად მიამბო, მეზობლებმა ვახშამზე მიიპატიჟეს. აი, რა მოხდა იქ: „მივედი თუ არა, რაღაც არასასიამოვნო გრძნობა დამეუფლა. უფრო სწორად, ფეხი შევდგი თუ არა მათ ბინაში, სიკვდილის სუნი მეცა”. გამოვკითხე ყველაფერი დაწვრილებით და გავიგე, რომ თურმე იმ ოჯახის ერთ-ერთ წევრს კიბო ჰქონია, ეს არ იცოდა არავინ. რამდენიმე დღეში გონი დაუკარგავს, გაუსინჯავთ და ეს ვერაგი სენი აღმოჩენია. სულ რაღაც ერთ თვეში დაღუპულა საწყალი.

– რამდენად შეესაბამება სიმართლეს, თითქოს ის ადამიანები, ვისაც ასტრალური ხედვა აქვთ, შეუძლიათ, აურის მიხედვით იწინასწარმეტყველონ ადამიანის სიკვდილი?

– გეტყვით, რომ ადამიანი არის არსება, რომელიც ორი სახის მატერიისგან შედგება – მკვრივი და თხევადი. მკვრივი მატერია ადამიანის ფიზიკური სხეულის ფორმირებას უწყობს ხელს, თხევადი კი მის სულიერ ბუნებას ქმნის. სიკვდილი სხვა არაფერია, თუ არა თხევადი სხეულის გამოყოფა ფიზიკური სხეულიდან. თხევად სხეულს საკუთარი აურა აქვს და მისი დანახვა, სწორედაც რომ მხოლოდ ნათელმხილველებს შეუძლიათ – ადამიანებს, რომლებსაც ასტრალური ხედვა აქვთ, შეუძლიათ აურის მიხედვით იწინასწარმეტყველონ ადამიანის შესაძლო სიკვდილის მოახლოება. უკვე დიდი ხანია ცნობილია, ფაქტი, რომელიც ლაბორატორიული კვლევის დროს დაადგინეს მკვლევრებმა. კერძოდ, სიკვდილის წინ, ცოცხალი ორგანიზმის უჯრედები რადიაქტიური სხივების მოულოდნელ გამოდევნას ახდენს. სიკვდილის წინ გამქრალი აურა, როგორც კოსმიური მატერიის ნებისმიერი სახეობა, სივრცეში უკვალოდ არ ქრება. ადამიანის ენერგეტიკულ კომპლექსთან ერთად მას სხვა სამყაროში გადააქვს მთელი ინფორმაცია მომაკვდავ ადამიანზე.

– ეს რას ნიშნავს?

– ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ცნობიერება სხვა სამყაროში გადადის, ანუ კვდება მხოლოდ მომაკვდავი ადამიანის ფიზიკური სხეული, ცნობიერება კი განაგრძობს ყოფიერებას ენერგეტიკულ პლანში. საერთოდ, ადამიანების ცხოვრებაში ბევრი უცნაურობა ხდება. მაგალითად, მშვიდი, ადამიანების მოყვარული, თბილი პიროვნება შეიძლება, მოულოდნელად ნერვიული გახდეს, შეიზიზღოს ოჯახის წევრები, გული აუცრუვდეს ახლობლებზე და ასე შემდეგ. ამით თავის თავსაც ვნებს და სხვასაც. მის ასეთ ქმედებას აუცილებლად აქვს მიზეზი, რომლის მიმართაც ზოგჯერ კლასიკური მედიცინა უძლურია. ფიზიკური თუ მენტალური ჯადო, რომელიც წყევლით, ლანძღვით და ადამიანის აუგად მოხსენებით იქმნება, აზიანებს მის ბიოველს, აურას. დროთა განმავლობაში უარყოფითი ენერგეტიკა იმდენად ძლიერია, რომ რამდენიმე პიროვნების სხეულში აღწევს და ყველა მათგანის ველს აბინძურებს. ზოგი ადამიანი კი საკუთარ თავს დეპრესიით, ემოციით, ფიქრით, აგრესიით იბინძურებს. ასეთ შემთხვევაში, მას ვერანაირი დამცავი მეთოდი ვერ უშველის.

– რაც შეეხება მენტალურ ჯადოს, ანუ წყევლას?

– მენტალური ჯადოს ანუ წყევლის შედეგები გაცილებით მძიმეა. როცა ადამიანი გაბრაზებულია, ვიღაცას ლანძღავს და სწყევლის, ფაქტობრივად, იმ მეორე კონკრეტულ ადრესატს ჯადოს უკეთებს. ის აგრესიას სწორედ სიტყვებში დებს და კონკრეტულ მიმართულებას აძლევს. ამ დროს ის თვითდაბინძურებასაც იღებს, მაგრამ ამაზე არ ფიქრობს. მენტალურმა ჯადომ შეიძლება, ისე გამოფიტოს ენერგიისგან ადამიანი, რომ მისი სიკვდილიც კი გამოიწვიოს.

– თავდაცვის რა მეთოდები არსებობს?

– არის უამრავი მეთოდი, ყველაზე მარტივი კი „ბულავკაზე” წამოცმული გიშრის თვლის ტარებაა. ის თავის თავზე იღებს მენტალურ ჯადოს და თვალი სკდება. ამიტომ, არის ოდითგან ბავშვებს გიშერს რომ აბნევენ – ტანსაცმელზე სხვებისთვის შესამჩნევ ადგილას, რომ მან ბოროტი მზერა დაიჭიროს, თავის თავზე აიღოს და ამით შეაჩეროს ის.

საერთოდ, ავ თვალს, მზერას და სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს და ზიანის მიყენებაც შეუძლია. მართალია, ეს ბევრმა ადამიანმა იცის, მაგრამ მაინც ცდილობენ, ამით სხვებს ზიანი მიაყენონ და ამით იძიონ შური. ჩემი აზრით, თუ ადამიანი დაკვირვებულია, ამას ადვილად მიხვდება. არ ვიკვეხნი, მაგრამ, მართლაც კარგი გარეგნობის შვილი მყავს. დამიჯერეთ, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ დედა ვარ და ჩემი შვილი მიყვარს. სწორედ ასეთი გარეგნობის გამო, ბევრი აქცევს ყურადღებას და ადვილად იღებს ავ თვალს. თბილისური ტიპის ეზოში ვცხოვრობთ. ჩემი გოგო რომ გადის სახლიდან, დაკვირვებული ვარ, თუ რომელიმე მეზობელი ცუდი, შურიანი თვალით შეხედავს, ყოველთვის ფეხი უტრიალდება. ერთხელ, ერთად მივდიოდით ქუჩაში, დაბალძირიანი ფეხსაცმელი ეცვა. შევამჩნიე, ერთმა ხანში შესულმა ქალმა გამოხედა, ჩემს გოგონას ფეხი გადაუტრიალდა, წაიქცა, ცუდად დაეცა და ფეხი მოიტეხა. ბევრი მეტყვის, შესაძლოა, ეს დამთხვევაა, თორემ იმ ქალის მზერა ფეხს როგორ მოსტეხდაო. არა ბატონო! მე მჯერა, რომ ეს ასე არ არის. კიდევ გეუბნებით, თავად ვარ დაკვირვებული, როგორ მოქმედებს სხვისი მზერა ჩემს გოგონაზე. ის კი არა, პატარაობისას, თუ ვინმე შეხედავდა ცუდი თვალით, იმით ვხვდებოდი, რომ მთელი ღამე ტიროდა და არ იძინებდა. ვცდილობდი ხოლმე, მომერიდებინა უცხოებისთვის და ამით დამეზღვია თავი. ამიტომ ვაფრთხილებ ხოლმე ახალბედა დედებს, თავისი პატარები ექვს თვემდე მაინც მოარიდონ უცხო თვალს და ნურც მათ ტანსაცმელს დატოვებენ ღამით გარეთ თოკზე გაფენილს.

ნონა დათეშიძე

скачать dle 11.3