კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (108)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

როგორ უნდა მივხვდეთ, მოეყინა თუ არა ძაღლს კიდური და რატომ არ არის რეკომენდებული ამ დროს თბილი აბაზანა


ზამთრის სუსხი ცხოველებისთვის არცთუ ისე უსაფრთხოა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. დიდი ყინვის დროს ძაღლს, შესაძლოა, რომელიმე კიდური ან ორგანო მოეყინოს და, თუ ყურადღება დროულად არ მიაქციეთ, არც ამპუტაცია იქნება გამორიცხული. ამიტომ, აუცილებელია, ცხოველი ზამთარში განსაკუთრებულ პირობებში ამყოფოთ. ამ საინტერესო თემის შესახებ ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი მოგითხრობთ.

ზაქრო ბაჯიაშვილი: ზამთარში მოყინვის რისკის ქვეშ ძირითადად ის ცხოველები არიან, რომლებიც ეზოში იმყოფებიან. მართალია, საქართველოში ძალიან დიდი ყინვები არ იცის, მაგრამ მოყინვის რისკი მაინც არის.

– ძირითადად სხეულის რომელი ნაწილები ეყინებათ ძაღლებს ზამთარში?

– ძაღლს, შეიძლება, მოეყინოს კუდის ბოლო, ყურის წვერი, თათები, ტანი; მამრებს – სათესლე ჯირკვლები და ასე შემდეგ.

– როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ძაღლს რომელიმე ნაწილი მოეყინა?

– მოყინული ადგილი, განსხვავებით სხვა ნაწილებისგან, ჩვეულებრივზე მეტად ცივი და ფერმკრთალია. როგორც დამწვრობის ხარისხი არსებობს, ასევეა მოყინვის შემთხვევაშიც. რადგან ჩვენთან დიდი ყინვები არ არის, შესაბამისად, მოყინვის იოლი ფორმა შეიმჩნევა.

– ნებისმიერი კიდურის ან ოგანოს მოყინვისას, სახლის პირობებში რით უნდა დავეხმაროთ ცხოველს?

– მოყინვის დროს მნიშვნელოვანია პირველი დახმარების გაწევა. სახლის პირობებში ცხოველი უნდა მოვათავსოთ თბილ ოთახში. უნდა დავაფაროთ თბილი პლედი. გაყინული ადგილი თანდათანობით, ნელ-ნელა უნდა შევუხვიოთ. მიუხედავად თქვენი დახმარებისა, თუ ცხოველს რამდენიმე საათში არ დაუბრუნდა მოყინულ ადგილზე მგრძნობელობა და ტემპერატურა სხვა კიდურების თანაბარი არ გაუხდა, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, საკმაოდ ღრმა პროცესები წავიდეს და განგრენაში გადაიზარდოს. შეიძლება, ზოგადმა მდგომარეობამაც იმოქმედოს და ცხოველი შოკში ჩავარდეს.

– შოკში ჩავარდნა ამ შემთხვევაში როგორ გამოიხატება?

– შოკში ჩავარდნის დროს ძაღლი გონებას კარგავს, ტემპერატურა მკვეთრად ეცემა და ის არაფერზე აღარ რეაგირებს. ამ დროს ცხოველს მოყინულ ადგილზე უნდა დავადოთ თბილი სათბურა და წავიყვანოთ ვეტერინართან.

– საინტერესოა, მოყინვები ჯიშიან ძაღლებში უფრო ხშირია თუ მეტისებში? როგორც ამბობენ, მეტისები გაცილებით ამტანები არიან, ვიდრე განებივრებული და კარგად მოვლილი ძაღლები.

– მოყინვები ჯიშიან ძაღლებში უფრო ხშირია, განსაკუთრებით, თუ ის ეზოს პირობებში, ვოლიერშია მოთავსებული. როცა ცხოველი ვოლიერშია და დღის განმავლობაში ნაკლებად გადაადგილდება, ორგანიზმში ტემპერატურის გამომუშავება იკლებს და ის კანკალს იწყებს. სწორედ კუნთების კანკალის ხარჯზე ათბობს ის ორგანიზმს.

– ალბათ, ზამთარში კიდურების მოტეხილობაც იმატებს.

– ზამთრის პირობებში ტრავმები გაცილებით ხშირია, რადგან ცივი კიდურის დაზიანების ალბათობა მეტია. შეიძლება, ძაღლმა ტრავმა მიიღოს, იქნება ეს მოტეხილობა, დაჟეჟილობა, ართრიტები, სახსრის ანთებები თუ ასე შემდეგ.

– ანუ, მოყინვის დროს თბილი აბაზანის მიღება, როგორც ადამიანებში, ცხოველებშიც დაუშვებელია?

– დაუშვებელია, რადგან აბაზანის მიღებისას ტემპერატურის აწევა სწრაფად ხდება, რაც დაუშვებელია.

– რას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება?

– განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ადგილს, სადაც ცხოველი ცხოვრობს. თუ ძაღლი გარეთ არის, მისი ქვეშაგები არანაკლებ 8 სანტიმეტრით უნდა იყოს მიწიდან მოშორებული. თუნდაც თავისი ხის სახლი ჰქონდეს ეზოში, მიწას მაინც 8 სანტიმეტრით უნდა იყოს აცილებული, სიცივე ცხოველის ორგანიზმში რომ არ გადავიდეს.

– მართალია, საქართველოში ძალიან დიდი ყინვები არ არის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თუ არის ტემპერატურის ზღვარი, რის შემდეგაც ცხოველის გარეთ დატოვება დაუშვებელია?

– თუ ტემპერატურა მინუს 10 გრადუსის ქვემოთ დაეცა, ცხოველის გარეთ დატოვება საშიშია. თუმცა, შეიძლება, ცხოველისთვის მინუს 5 გრადუსი ყინვაც საზიანო აღმოჩნდეს ორპირ ქარში. ასეთ დროს სითბოს მეტი გაცემა ხდება ორგანიზმიდან და ცხოველი გაცილებით მალე ცივდება.

– დავუშვათ, ცხოველს მოყინულ კიდურზე ვუმკურნალეთ. სიცივის დროს, ვთქვათ, ერთი წლის შემდეგ, თუ იჩენს თავს ტკივილი?

– რა თქმა უნდა. ნებისმიერი პათოლოგიური პროცესი ტოვებს კვალს ორგანიზმში და ასევე ხდება მოყინვის შემთხვევაშიც. ამიტომ, მთელი ზამთრის განმავლობაში ყურადღება უნდა მივაქციოთ ცხოველს და უნდა შევუქმნათ პირობები, რომ არ მოეყინოს ესა თუ ის კიდური, არ დასველდეს და ასე შემდეგ.

– ყველაზე მეტად რომელი ჯიშის ძაღლები არიან მოყინვის საფრთხის ქვეშ?

– ძირითადად, დიდი ჯიშის ძაღლის ლეკვები და პატარა ტანის ძაღლები. პატარა ძაღლებს უფრო მეტი ენერგია სჭირდებათ გასათბობად ისინი, მეტ ენერგიას ხარჯავენ, მათი სხეული მეტ სითბოს გასცემს და ასე შემდეგ.

რაიმე მედიკამენტი თუ არსებობს იმისთვის, რომ ცხოველი მოყინვისგან დაცული იყოს?

– მედიკამენტის მიცემას ამ დროს აზრი არ აქვს. უმჯობესი იქნება, თუ ძაღლს ნორმალურ პირობებში ვამყოფებთ. როგორც ადამიანს ვერ დაიცავს მედიკამენტები მოყინვისგან, ისევეა ცხოველის შემთხვევაშიც.


скачать dle 11.3