კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩემი მონადირე ბიჭი


თქვენი რჩეული „მონადირეა“? – ესე იგი, მიეკუთვნება იმ მამაკაცების რიცხვს, რომელთათვისაც მოპოვება ცხოვრების არსია, თანაც, ამ მონაპოვარში ქალბატონების გულებიც იგულისხმება. იქნებ, გგონიათ, რომ „შეუიარაღებელი“ თვალით ამისი დანახვა არ შეიძლება? შეიძლება, უბრალოდ, ყურადღებით უნდა დააკვირდეთ.

„მონადირე“ – ძალიან თავდაჯერებულია. აქვს ავტორიტეტი კოლეგებსა და მეგობრებს შორის. მოსაუბრეს ყოველთვის თვალებში უყურებს. მათ შორის თქვენც. კარგად ხუმრობს. შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს. თუმცა, მისთვის შავი იუმორიც კარგად არის ცნობილი.

არაფრის ეშინია და არავითარ შემთხვევაში არ აღიარებს საკუთარ შეცდომას. თუ ასეთი მამაკაცის „შებმა“ გადაწყვიტეთ, მოუხელთებელი ნადირის როლი უნდა ითამაშოთ, თანაც, უნდა ითამაშოთ კარგად. მიეცით საშუალება, „ჩაგისაფრდეთ“, თვალყური გადევნოთ, გამოდით „თავშესაფრიდან“ ცოტა ხნით, მერე კი უკეთესად დაემალეთ – მას სწორედ ეს პროცესები აგიჟებს. თუ მაშინვე ჩაუვარდებით ხელში, აუცილებლად დაკარგავს ინტერესს. ურთიერთობა, რომელშიც ყველაფერი თავიდანვე გარკვეულია, მას არ სჭირდება. რა ქნას, თუკი აზარტში მხოლოდ წინააღმდეგობების დაძლევა აგდებს? რადგან „მონადირე ბიჭზე“ გადაწყვიტეთ გათხოვება, შესაბამისად, გაისარჯეთ კიდეც. სხვათა შორის, ასეთი მამაკაცები ძალიან აფასებენ ერთგულებას და ბევრი კარგი მეგობარი ქალბატონი ჰყავთ.


скачать dle 11.3