კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგეს მშობლებმა თურქეთში სამუშაოდ წასული შვილი და რა იყო მისი სახლიდან წასვლის მიზეზი

59 წლის სონია მაღალდაძე და 70 წლის მალხაზ მაღალდაძე ეძებენ 38 წლის ვანო მალალდაძეს

ჟურნალისტის შენიშვნა: მკითხველს ვთხოვთ ყურადღება მიაქციონ „დაკარგული“ ვანოს ფოტოს, თუ ვინმეს ეცნობა ეს პიროვნება ან გააჩნია რაიმე ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ, გამოგვეხმაურეთ.

– მოგვიყევით, როგორ დაკარგეთ შვილი, ამჟამად სად ეძებთ კონკრეტულად?

სონია მაღალდაძე: 2005 წლის 27 ივლისს ვანო სახლიდან წავიდა. ჩვენ, მშობლებს, გვითხრა, რომ სამუშაოდ მიდის თურქეთში. მას შემდეგ აღარ გვინახავს. თურქეთში მას ერთი მეგობარი ჰყავდა, მაგრამ მისი არც კოორდინატები და არც სახელი და გვარი არ ვიცით. თვითონ ვანოს მას შემდეგ არ დაურეკავს ჩვენთან, ამიტომ ძალიან განვიცდით. წასვლისას ძმის ტელეფონის ნომერი გაიყოლა, დავრეკავო. იმასაც ვფიქრობთ, ხომ არ დაკარგა ეს ნომერი. ვანოს გარდა კიდევ სამი შვილი გვყავს, მაგრამ ალბათ ყველა მშობელი გაგვიგებს, რა მძიმეა შვილის დაკარგვა. იმ პერიოდში პირადად მე ტელეფონი არ მქონდა, ამიტომ ძმის ნომერი ვანოსთვის ერთადერთი დამაკავშირებელი ძაფი იყო.

– ფიქრობდით, რომ ვანო უგზო-უკვლოდ იყო დაკარგული?

– რაღაც პერიოდის განმავლობაში ამასაც ვფიქრობდი, მაგრამ 2007 წლის მარტის პირველ რიცხვებში, ჩვენმა მეზობელმა ბიჭმა, ბესო კასრაძემ ვანო მახინჯაურის ბაზარში ნახა და მაშინვე გამოჰკითხა მისი ამბავი, რა თქმა უნდა, ჩვენ შესახებაც გადასცა ინფორმაცია. ამ შემთხვევამ იმედი და სიხარული მოგვიტანა სახლში. მაგრამ ვანო ჩვენთან არ მოსულა.

– მარტო იყო თქვენი შვილი მახინჯაურის ბაზარში თუ ვინმე ახლდა?

– ჩვენი მეზობლის თქმით მას ახალგაზრდა ქალი ახლდა, მაგრამ მისი არც სახელი და არც გვარი არ ვიცით. სახლიდან წასვლამდე ვანოს ოჯახი არ ჰყავდა. იმ ქალის ვინაობა ვერ დავადგინეთ, მხოლოდ ის გავარკვიეთ, რომ იგი ეროვნებით ქართველი იყო. როგორც გავიგეთ, ვანო კარგად იყო. მეზობელი აპირებდა მის კიდევ ერთხელ ნახვას და ჩემი ტელეფონის გადაცემას, მაგრამ ოჯახური პირობების გამო იგი ვეღარ წავიდა მახინჯაურში და ვანოც ვეღარ ნახა. 2007 წლის შემოდგომაზე კი ჩვენს სხვა მეზობელს უნახავს ჩვენი შვილი, ამჟამად უკვე ბათუმში. მას არავინ აღარ ახლდა, მარტო იყო. ჩვენთვის უცნობია ჩვენი არმონახულების მიზეზი. ჩვენ ხომ მშობლები ვართ და ძალიან განვიცდით მის ამბავს, როგორ არის, სად არის…

– რა არის იმის მიზეზი, რომ თქვენი შვილი სახლიდან წავიდა და ერთხელაც არ უცდია თქვენი ნახვა, მისამართი ხომ არ შეგიცვლიათ?

– მას შემდეგ, რაც ვანო სახლიდან წავიდა, მხოლოდ შარშან, აგვისტოს ომის შემდეგ შევიცვალეთ მისამართი, რადგან ცხინვალში ვცხოვრობდით, სოფელ ქემერში. ამჟამად თბილისში ვცხოვრობთ, ლტოლვილები ვართ. სიმართლე გითხრათ, პატარა კამათი, უთანხმოება გვქონდა ოჯახში და ვანო ნაწყენი წავიდა, მაგრამ, რომელ ოჯახში არ არის ხოლმე უთანხმოება, ან აზრთა სხვადასხვაობა, ასე ხომ არ შეიძლება, ჩვენ მისი მშობლები ვართ და მთელი გულითა და სულით გვიყვარს. ვიმედოვნებთ, რომ დაგვიბრუნდება. მინდა, ვისარგებლო თქვენი რუბრიკით და მივმართო ჟურნალ „თბილისელების” მკითხველს: თუკი ვინმეს ეცნობა ჩვენი შვილი, ან რაიმე ინფორმაცია აქვს მახინჯაურის ბაზარში 2007 წელს ვანოსთან ერთად მყოფ ქალბატონზე, შეგვატყობინეთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება!

– ღმერთმა ქნას რომ გაგვიმართლოს და ვანომ ეს სტატია წაიკითხოს, რას ეტყოდით მას?

– ღმერთმა გისმინოთ, და, თუკი ჩემი შვილი ამ სტატიას წაიკითხავს, ვფიქრობ, მიხვდება როგორ ვეძებთ ჩვენ მას. იქნებ წყენამაც გაუაროს. ვანო, შვილო, დაგვიბრუნდი, გაგვაგებინე, სად ხარ, როგორ ხარ? მე და მამაშენს ძალიან გვინდა შენი პოვნა, ძალიან განვიცდით უშენობას!


скачать dle 11.3