კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მუხა – მსოფლიოში ყველაზე ძველი მცენარე


კალიფორნიის ტყის მშრალ რაიონში, ჯურუპის დაბლობზე, აღმოაჩინეს უძველესი მცენარე, რომლის ასაკი 13 ათასი წელია – მუხის ჯიშის ხე, პალმერა, რომელიც კლონირებული ბუჩქებისგან შედგება. მცენარემ მიიღო სახელწოდება – „JURUPA OAK“.

ახალაღმოჩენილ მუხას არაჩვეულებრივი წარმოშობა აქვს. სწავლულთა აზრით, ეს მუხა მკაცრ კლიმატურ პირობებს რეგენერაციის გზით შეეგუა. მცენარის გამოკვლევამ აჩვენა, რომ მასზე რკო არ იზრდება. გენეტიკური ანალიზით სწავლულებმა აღმოაჩინეს, რომ ერთმანეთში გადახლართული ღეროები სინამდვილეში ერთი ღეროა. ჩვეულებრივ, კლონირებითი გამრავლება იწყება, როდესაც მცენარე ზიანდება ხანძრისგან. ახალი ყლორტები ფორმირდება დამწვარი ღეროს ფუძის ირგვლივ, შემდეგ კი მცენარე ცენტრში ლპება და იქიდან სათავეს ახალი ყლორტები იღებს. ვინაიდან მუხა რკოს არ იძლევა, ესე იგი, არ არის ახალი ღეროები. ამგვარად 13 ათასი წლის განმავლობაში მცენარემ სიგრძეში 22 მეტრს კლონური გამრავლების საშუალებით მიაღწია.

კვლევების თანაავტორმა, ენდრიუ სანდერსმა, განაცხადა, რომ ეს მცენარე ერთადერთი წარმომადგენელია გამქრალი ტყის ფლორისა, რომელიც მოცემულ ადგილას უკანასკნელი გამყინვარების პერიოდში იზრდებოდა


скачать dle 11.3