კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეგდოტები


***

პოლიციის ოქმის ამონაწერიდან: „მძიმე‚ დაზუსტებული სამხილის წარდგენას ვერ გაუძლო მოქალაქე ნ-ს ნერვებმა‚ ყბებმა, ორმა ნეკნმა და დამნაშავემ დანაშაული აღიარა“.

***

ებრაელი რაბინთან ტირილით მივიდა:

– მიშველე‚ სახლში ახალგაზრდა ცოლი და ჩვილი ბავშვი მყავს‚ საჭმელი კი – არაფერი. რამდენიმე შეკელი მასესხე‚ პური რომ ვიყიდო!

– დაბრუნდი სახლში და სასწაულს ელოდე! – უპასუხა რაბინმა.

დაბრუნდა მოშე სახლში და ხედავს, ცოლს რძე მოსვლია და ჩვილს აჭმევს... რაღაც უცნაურად იგრძნო თავი‚ დაიხედა და რას ხედავს – თვითონაც რძე არ მოსდის მკერდიდან?! წაიღო თავისი რძე ბაზარში და გაყიდა‚ მაღაზიაც გახსნა‚ სული მოითქვა და მერე გაახსენდა თავისი მხსნელი რაბინი. გადაწყვიტა, მადლობა ეთქვა. მადლობის შემდეგ კი ვერ მოითმინა და ჰკითხა:

– მე ხომ რამდენიმე შეკელი გთხოვე სესხად‚ შენ კი ამდენი სასწაული მოახდინე. უფრო ადვილი არ იქნებოდა ფულის მოცემა?

– არა‚ – იუარა რაბინმა‚ – ჩემთვის გაცილებით ადვილია, სასწაული მოვახდინო‚ ვიდრე ებრაელს ფული ვასესხო.

***

ავიაციის დღეა. სიძე სიდედრს ეკითხება:

– რატომ არ აღვნიშნავთ შენს საზეიმო დღეს?

– საიდან არის ჩემი საზეიმო დღე?

– აბა‚ ყველაზე პირველმა ვინ დაიპყრო საჰაერო სივრცე ცოცხით?

***

– ეტყობა, ძალიან ცუდად ვექცეოდით ბერძნებს‚ როდესაც რემონტს ვაკეთებინებდით‚ რადგან ახლა შურს იძიებენ და თავიანთი მოხუცების მოსავლელად გვიყენებენ.

***

ბავშვები მსჯელობენ:

– ნახე‚ ბეტონის ამრევი მანქანა მოდის!

– არა‚ მაგ მანქანით ციყვები გადაჰყავთ...

***

ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა ნამდვილად დამკვიდრდა... გაიხსენეთ თუნდაც ფეხბურთი – ჩვენები კვლავ სტაბილურად აგებენ!

***

– დავბრუნდი მივლინებიდან და...

– და კარადაში ნახე...

– არა‚ კაცო‚ წასვლამდე კარადა დავშალე და გარაჟში ჩავიტანე...

***

დარიგება მამაკაცებს:

„ორმოცი წლისამ ოცი წლის ცოლი რომ მოიყვანო‚ ოცი წლისას საქმე ორმოცი წლის ქალებთან უნდა გქონდეს“.


скачать dle 11.3