კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეგდოტები


***

– ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ‚ რას ფიქრობთ პეტერბურგის პუტინბურგად გადაკეთების საკითხზე‚ რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ წამოჭრა?

– კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. პუტინგრადი უკეთესად ჟღერს‚ თანაც‚ პუტინბურგი სულ სხვა ქალაქისთვის მაქვს გათვალისწინებული‚ დამეთანხმებით‚ დრეზდენს უფრო მოუხდება...

***

მაღაზიაში მყიდველი ამბობს: მაპატიეთ‚ თქვენ მე ხურდა არ დამიბრუნეთ...

გამყიდველი პასუხობს: მიპატიებია!

***

ბიოლოგ ბიჭს‚ რომელსაც ცხოვრებაში არ გაუმართლა‚ ყოველთვის კარგად ახსოვს‚ რომ ოდესღაც იგი სპერმატოზოიდი იყო‚ ბიოლოგი ქალი კი ყოველთვის წყევლის მას‚ რადგან მასაც კარგად ახსოვს‚ რომ სწორედ ამ საზიზღარი კუდიანის წყალობით მოევლინა ქვეყანას.

***

ჩვენს ქვეყანაში იმ დონეზე მივიდა სიტყვის თავისუფლება‚ ხალხმა პირდაპირ რომ არ გაიგოს‚ ყველა გამოთქმა ბრჭყალებში უნდა ჩაისვას.

***

მთელ მსოფლიოში დაუშვეს იმ ცხოველების მოპოვება‚ რომელიც მცირერიცხოვანი ერების ნაციონალურ საკვებად ითვლება. მიუხედავად საერთო აკრძალვებისა‚ ჩუქჩებს მიეცათ უფლება დაიჭირონ და საკვებად გამოიყენონ რამდენიც უნდათ‚ იმდენი ქაშაყი‚ ამერიკელმა ესკიმოსებმა – სელაპები. ახლა აფრიკელი კანიბალების ტომები ელოდებიან მათი მოთხოვნის დადებითად გადაწყვეტას.

***

ბებიამ ბავშვობაში კარადაში ჩამკეტა და... დაავიწყდა. როდესაც გავახსენდი და გამომიშვა‚ უკვე ჩამოყალიბებული პარალელეპიპედი ვიყავი.

***

რესტორანში ორი ძმაკაცი შევიდა და ეგზოტიკური კერძი შეუკვეთა.

– გვაქვს სპილოს ხორცის წვნიანი‚ – უთხრა ოფიციანტმა.

– აუ‚ მაგარია! – თქვა ერთმა.

– ტყუილად გიხარია‚ ესენი ხომ ბუზის სპილოდ გადაქცევაში ჩემპიონები არიან‚ – მწარედ ჩაილაპარაკა მეორემ.



***

უკრაინელი გენეტიკოსები მუშაობენ‚ ღორი შეაჯვარონ ხვლიკს‚ რათა გამოიყვანონ ჰიბრიდი‚ რომელსაც ისევე მოშორდება და ხელახლა აღუდგება „სალა“‚ როგორც ხვლიკს – კუდი.


скачать dle 11.3