კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვეს ერთმანეთი გაშვილებულმა ტყუპებმა და რა კავშირშია ამ ისტორიასთან ქუთაისის ჩვილ ბავშვთა სახლი


23 წლის ია გიას ასული ლორთქიფანიძე და 23 წლის ნინო გიას ასული ლორთქიფანიძე ეძებენ დაახლოებით 45 წლის გია დავითის ძე ლორთქიფანიძეს და ლეილა გიორგის ასულ ლორთქიფანიძეს.

ისტორია: მე და ჩემი და ვეძებთ ჩვენს ბიოლოგიურ მშობლებს, რომლებმაც ქუთაისის ლუქსემბურგის ქუჩა ¹55-ში მდებარე ჩვილ ბავშვთა სახლში მიგვაბარეს. ძალიან გვინდა მათი პოვნა. მათ შესახებ ვიცით, რომ ისინი ახლა დაახლოებით 45 წლის ასაკამდე არიან და, სავარაუდოდ, ქუთაისში ცხოვრობენ. ჩვენი მიტოვების მიზეზი ჩვენთვის უცნობია, იმედი გვაქვს, რომ მათ ვიპოვით.

– როგორ გაიგე, რომ აყვანილი ხარ და რატომ გადაწყვიტე ბიოლოგიური მშობლების მოძებნა? მოგვიყევი შენი ისტორია.

– ჩემი ისტორია აღმზრდელი დედისგან შევიტყვე. მას ჩემთვის არაფერი დაუმალავს. დაახლოებით 5 წლის ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ ნაშვილები ვარ, რაც უმტკივნეულოდ და ბუნებრივად მივიღე. ბავშვი ვიყავი და ბოლომდე გაცნობიერებული არ მქონდა, რას ნიშნავს სიტყვა „აყვანილი“. რამდენიმე ხნის შემდეგ კი ჩემი ტყუპისცალი დაიკოც გამოჩნდა, რომელმაც მიპოვა და ჩვენ შევხვდით ერთმანეთს. მასაც უნდა ჩვენი ნამდვილი მშობლების პოვნა.

– როგორ იპოვეთ ერთმანეთი დებმა?

– ნინომ მიპოვა. ჩვენი ისტორია მართლაც სასწაულად განვითარდა. ჩვენ სხვადასხვა ოჯახში მოვხვდით ჩვილ ბავშვთა სახლიდან, სადაც დღეების ვიყავით, როდესაც ჩაგვაბარეს. თავდაპირველად სრულიად სხვა ოჯახში მოვხვდით, შემდეგ კი ჩემმა ამჟამინდელმა აღმზრდელმა დედამ მიშვილა, რაშიც ძალიან გამიმართლა. შეიძლება ითქვას, საბოლოოდ მისი წყალობით არ დავკარგეთ ერთმანეთი მე და ნინომ. მას ჰქონდა კავშირი იმ ქალთან, ვინც ჩემი და იშვილა და მასზეც ისევე ზრუნავდა, როგორც ჩემზე. ჩემს დედობილს არ უნდოდა ჩვენი დაშორება და ნინოს შვილად აყვანა თავის დას შესთავაზა, რაზეც მან უარი განუცხადა. ნინოს აღმზრდელმა დედამ კი, ჩემი აზრით, იეჭვიანა ჩემს დედობილსა და ნინოზე და მათ შორის უთანხმოებაც მოხდა, რის შემდეგაც ჩემს აღმზრდელს მასთან ურთიერთობა აღარ ჰქონია და, შესაბამისად, არც მე – ნინოსთან. მაგრამ, წლების შემდეგ, ის ქალი გარდაიცვალა. ნინომ ბლოკნოტში იპოვა ჩემი მისამართი და ტელეფონზე დამირეკა – მე მიკითხა, რადგან ახსოვდა ჩემი სახელი. ყურმილი დეიდამ აიღო და დამიძახა. ასე ვიპოვეთ ერთმანეთი მე და ჩემმა დაიკომ. 18 წლის ვსრულდებოდით მაშინ. ამჟამად გვინდა ჩვენი ბიოლოგიური მშობლების პოვნა და გაცნობა.

– ანუ, აპატიე შენს ბიოლოგიურ მშობლებს, რომ შენ და შენი დაიკო დაბადებიდან რამდენიმე დღეში ბავშვთა სახლს მიგაბარეს?

– ორივეს ვაპატიე. ჩემთვის ხომ უცნობია ჩვენი მიტოვების მიზეზი. შეიძლება, ისინი მაშინ ძალიან ახალგაზრდები და გამოუცდელები იყვნენ, ან კიდევ, შეიძლება, რომელიმე მათგანის დედას არ სურდა მათი ერთად ყოფნა და ბავშვები უკვე ზედმეტები ვიყავით.

მათ შესახებ კიდევ რა იცი, რა ინფორმაცია დაახვედრეს შენს აღმზრდელს ბავშვთა სახლში?

– რამდენადაც ვიცი, მე და ჩემს დას გვაკითხავდა მოხუცი ქალი (შეიძლება ის ბებიაჩვენი იყო), რაღაც პერიოდის შემდეგ კი ისიც აღარ მოდიოდა. ჩემს დედობილს მე ავურჩევივარ, რადგან ძალიან თბილად შევხვდი თურმე – მივვარდი და ხელზე ვეფერებოდი, ვთხოვდი, წამიყვანე-მეთქი. ყველაფერი, რაც მშობლების შესახებ ვიცი, არის მათი სახელი და გვარი, ასაკი მხოლოდ მიახლოებით თუ შემიძლია გამოვითვალო. ვიცი, რომ ჩვენ დავიბადეთ 1986 წლის 16 ოქტომბერს. მათ ხომ ეს მაინც უნდა იცოდნენ და ახსოვდეთ. მაშინ იმ ქუჩას, რომელზეც ბავშვთა სახლი მდებარეობდა ლუქსემბურგის ქუჩა ერქვა. ამჟამად არ ვიცი, რა ჰქვია. ასევე, ვფიქრობ, რომ, შეიძლება, დედაჩემი მამის გვარზე იყო, რადგან ორივე ლორთქიფანიძეები არიან. ჩვენც ხომ მამის გვარით ვეწერეთ, სანამ გაგვაშვილებდნენ და, გამოდის, რომ ისინი კანონიერი ცოლ-ქმარი იყვნენ.


скачать dle 11.3