კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

2010 წელს ევროპული კომპანიები სარეკორდო შემოსავალს ელიან


წამყვანი დასავლური საინვესტიციო ბანკების ანალიტიკოსების პროგნოზების თანახმად, იმ კომპანიათა შემოსავალი, რომელთა აქციების კურსსაც ევროპული ინდექსის, Dow Jones Stoxx 600-ის, გამოთვლისას ითვალისწინებენ, 2010 წელს საშუალოდ 29 პროცენტით გაიზრდება. თუ ეს პროგნოზი გამართლდა, მაშინ მომავალი წელი საუკეთესო იქნება უკანასკნელ ათწლეულში. ეკონომიკური სააგენტო „ბლუმბერგის“ მიერ გამოკითხული ექსპერტების აზრით, მომავალ წელს ბანკები და საწარმოები გლობალური ეკონომიკური კრიზისის შედეგების გადალახვას შეძლებენ. როგორც მოელიან, ყველაზე დიდი შემოსავალი მომპოვებელ და ფინანსურ კომპანიებს ექნებათ. როგორც ჩანს, პროგნოზებმა ინვესტორებიც ოპტიმისტურად განაწყო. წლის მეორე ნახევარში dow Jones Stoxx 600-ის ინდექსი 26 პროცენტით გაიზარდა. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ინვესტორთა ოპტიმიზმის მიზეზი მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა მთავრობების ანტიკრიზისული პროგრამებია, რომელთა საერთო მოცულობაც 12 ტრილიონი დოლარია. „გოლდმან საქს გრუპისა“ და „ბენკ ოფ ამერიკის“ ექსპერტების ვარაუდით, მომავალი 12 თვის განმავლობაში წამყვანი ევროპული კომპანიების აქციათა ღირებულება 20 პროცენტზე მეტით გაიზრდება. საინტერესოა, რომ 2010 წელთან დაკავშირებით უარყოფითი პროგნოზი მხოლოდ ბანკმა „მორგან სტენლიმ“ გამოთქვა. მისი ანალიტიკოსების აზრით, იმ შემთხვევაში, თუ ევროპის სახელმწიფოთა მთავრობები ეკონომიკური სტიმულირების პოლიტიკაზე უარს იტყვიან, რეგიონში ნეგატიური ტენდენციების განვითარებაა სავარაუდო. მთავარი პრობლემები, რომელიც მომავალ წელსაც იარსებებს, საბანკო კრედიტების მაღალი საპროცენტო განაკვეთი და სამომხმარებლო მოთხოვნის შემცირებაა.




скачать dle 11.3