კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ქვეყნის წარმომადგენელ ქალებს ანიჭებენ უპირატესობას მილიარდერები და რას ურჩევენ მათ სოციოლოგები


თუკი ადამიანი ცხოვრებისგან მაქსიმუმს იღებს, მაშინ მას ყველაფერი უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული. მათ შორის, ცხოვრების თანამგზავრიც. მსოფლიო მილიარდერები და მულტიმილიონერები ცხოვრების თანამგზავრებად სწორედ გამორჩეულებს ირჩევენ – ყველაზე ლამაზ, სექსუალურ და სასურველ ქალებს პლანეტაზე. „თბილისელების“ საშუალებით თქვენ შეიტყობთ, თუ რომელი ქვეყნების წარმომადგენელ მანდილოსნებს ანიჭებენ უპირატესობას „ყველაზე მდიდრები”.

სოციოლოგების აზრით, სლავური წარმოშობის ქალები – საუკეთესო ცოლებად ითვლებიან. ალბათ, სოციოლოგების რჩევებს ითვალისწინებდა ცნობილი ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი, როდესაც სლოვენიელ სუპერმოდელ მელანია კნაუსზე (რიგით მესამე ცოლი) დაქორწინდა. 62 წლის ტრამპის და 37 წლის კნაუსის ქორწილი 2005 წელს პალმ-ბიჩში შედგა და აღსანიშნავია, რომ საქორწინო ცერემონიალზე მილიარდერს არც ერთი ცენტი არ დაუხარჯავს. როგორც კი გაცხადდა, რომ მილიარდერი ქორწინდებოდა, უამრავმა ფირმამ მას სრულიად უსასყიდლოდ შესთავაზა თავისი მომსახურება. რადგან მხოლოდ ის ფაქტი, რომ დონალდ ტრამპი მათი მომსახურებით სარგებლობდა, კომპანიების რეიტინგის ამაღლების და რეკლამირების საუკეთესო საშუალება იყო. ქორწილში ტრამპის სტუმრებს შორის ლეგენდარული მოკრივე მუჰამედ ალი, მომღერალი ელტონ ჯონი და ჰოლივუდური წყვილი მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი იყვნენ. დონალდის მეგობარმა და მისმა მეჯვარემ, 72 წლის, მილიარდერმა ფილ რაფინმა კი სულაც სარისკო ნაბიჯი გადადგა და ცოლად 22 წლის ულამაზესი უკრაინელი მოდელი, ყოფილი „მის უკრაინა“ – ალექსანდრა ნიკოლაენკო მოიყვანა. ტრამპის მსგავსად, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის მოქალაქე, „მის იუგოსლავია 2002-ზე“ – სერბ ტოპ-მოდელ, ალექსანდრა კოკოტოვიჩზე იქორწინა რუსმა მილიარდერმა ანდრეი მელნიჩენკომ. სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებზე დაყრდნობით, საქორწინო ცერემონია, რომელიც ოლიგარქის კუთვნილ ვილაზე ფრანგულ ანტიბზე შედგა, 14-40 მილიონ დოლარამდე დაჯდა. მოწვეულ სტუმრებს კი კრისტინა აგილერა, უიტნი ჰიუსტონი და ხულიო იგლესიასი ართობდნენ. ქორწილის შემდეგ მელნიჩენკომ თავის მეუღლეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული, 400 მილიონ დოლარად შეფასებული, იახტა აჩუქა, რომელსაც მეუღლის საპატივსაცემოდ „ა“ უწოდა.

ფინანსისტი ჯორჯ სოროსი ორჯერ იყო შემჩნეული სლავური წარმოშობის მოდელებთან ურთიერთობაში. თითქმის ერთი წლის განმავლობაში მილიარდერი „მის რუსეთი 1998-ის“ ტიტულის მფლობელ ანა მალოვას ხვდებოდა. სოროსი არანაირ კომენტარს არ აკეთებდა ანასთან ურთიერთობაზე. სამაგიეროდ, მათი დაშორების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მილიარდერმა ფეშენებელური ვილა უსახსოვრა მალოვას. რუსი მოდელის შემდეგ სოროსს ურთიერთობა ჰქონდა იორდანიის მეფის ქვრივთან, დედოფალ ნურთან, რომელიც ერთ-ერთ საქველმოქმედო საღამოზე გაიცნო. მათი ურთიერთობა მას შემდეგ დასრულდა, რაც სოროსმა კიდევ ერთი რუსი, 22 წლის მოდელი მარინა ცელე გაიცნო.

მილიარდერების გულის დაპყრობაში სლავური წარმოშობის ქალბატონებს სერიოზულ კონკურენციას უწევენ აზიელი ლამაზმანები. აღმოსავლური მენტალიტეტი აიძულებს მათ იყვნენ მომთმენნი და მშვიდნი, რაც ხანგრძლივი და მყარი ურთიერთობის გარანტიას იძლევა. მედიამაგნატი რუპერტ მერდოკი უკანასკნელი ათი წელია, ჩინელ ვენდი ვონგთან ერთად ცხოვრობს, რომელმაც მილიარდერს ორი ქალიშვილი გაუჩინა. ცნობისთვის, ვენდი ვონგი სოციალური ქსელის „მაისფეისის“ თანამფლობელია. ტაივანური წარმოშობის ამერიკის მოქალაქე და შეთავსებით მილიარდერი, „იაჰუს“ მფლობელი ჯერი იანგის მეუღლე კი წარმოშობით იაპონელი, მაგრამ კოსტა-რიკის მოქალაქე, აკიკო იამაზაკია.

თუკი დასავლელი მილიარდერებისთვის სლავი ქალები ეგზოტიკას წარმოადგენენ, რუსი მილიარდერებისთვის ნამდვილი ეგზოტიკა – შავკანიანი ლამაზმანები არიან. ამის საუკეთესო მაგალითი ოლიგარქ ვლადისლავ დორონინისა და შავი პანტერის, ლეგენდარული ნაომი ქემპბელის რომანია. წყვილმა ერთმანეთი 2008 წლის თებერვალში გაიცნო და მას შემდეგ ერთად ცხოვრობენ. დორონინის გამო ნაომი სუსხიან მოსკოვში ცხოვრებაზეც კი დასთანხმდა. ბოლო ცნობებით 2009 წლის ნოემბერში დორონინი, როგორც იქნა, ეღირსა თავისი ყოფილი მეუღლისგან, ეკატერინასგან განქორწინებაზე თანხმობას და ნაომი და მისი რუსი ბოიფრენდი უკვე ათანხმებენ ქორწინების საორგანიზაციო საკითხებს. სხვათა შორის, სხვადასხვა დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნაომი ქემპბელს რომანები ჰქონდა სხვა რუს ოლიგარქებთან, რუსტამ ტარიკოსთან და უმარ ჯაბრაილოვთან. მაგრამ, ამ ურთიერთობების დამადასტურებელი ფაქტების მოპოვება თითქმის წარმოუდგენელია. საინტერესოა, რომ ნაომისთან შეხვედრამდე დორონინს, რომელიც გამოუსწორებელი „ფლეიბოის“ სახელით სარგებლობს, 10-წლიანი რომანი ჰქონდა სკანდინავიელ მოდელთან, შვედ კარენ შონბაჰლერთან. უნდა ითქვას, რომ დორონინი არ არის ერთადერთი მილიარდერი, რომელსაც სკანდინავიელ მოდელთან ჰქონდა ურთიერთობა. ზემოთ ნახსენებ დონალდ ტრამპს, მესამე ქორწინებამდე რომანი ჰქონდა ნორვეგიელ ლამაზმანთან სელინა მიდელფარტთან, მაგრამ მელანია კნაუსის გაცნობის შემდეგ, ფულის მაგნატმა მისი არსებობა დაივიწყა.


скачать dle 11.3