კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გავუფრთხილდეთ სიჩქარეთა კოლოფს


ის, რისი დაზიანებაც ავტომობილში მძღოლის ბრალია, სიჩქარეთა კოლოფია. იმაზე, თუ როგორ მოვუფრთხილდეთ ამ საკმაოდ სათუთ დეტალს, რომლის შეკეთება ან შეცვლა სოლიდურ ხარჯებთანაა დაკავშირებული, პროფესიონალი მრბოლელი გიგა ლორთქიფანიძე ისაუბრებს. ინტერვიუდან იმასაც შეიტყობთ, თუ რა ხერხითაა შესაძლებელი სიჩქარის შეცვლა მოდების გარეშე.

გიგა ლორთქიფანიძე: ავტომობილში სულ სამი დეტალია, რომელთაც მართვის დროს სისტემატურად ვეხებით: საჭე, სატერფულები და სიჩქარეთა კოლოფის გადამრთველი. შესაბამისად, მათთან ჩვენი მოპყრობა განსაზღვრავს მათი სიცოცხლის ხანგრძლივობას. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ არ დავაზიანოთ ის? სიჩქარის შეცვლა თითქოს ძალიან მარტივი პროცესია, მაგრამ, თუ ამ მოქმედებას შემადგენელ ნაწილებად დავშლით და ზუსტად მივხვდებით, რა დროს რა ხდება, მაშინ იქამდეც კი მივალთ, რომ მექანიკური მართვის კოლოფის მქონე ავტომობილში სიჩქარეს მოდების „ცეპლენიის“ გარეშე შევცვლით. ანუ, ზუსტად შერჩეული სიჩქარის დროს მოდება არ გვჭირდება. ეს უკვე მართვის ოსტატობის ერთ-ერთი მწვერვალია და ამაზე ქვევით ვისაუბროთ.

– ავტომატური მართვის კოლოფს თუ სჭირდება განსაკუთრებული მოფრთხილება?

– რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ავტომატურია და თავად ფიქრობს იმაზე, რაზეც ჩვენ უნდა ვიფიქროთ, არის რაღაც ელემენტები, რაც უნდა გავითვალისწინოთ, რათა ის არ დავაზიანოთ. მაგალითად, ხშირად მისვამენ შეკითხვას იმის შესახებ, არის თუ არა შესაძლებელი სიჩქარის შეცვლა მაშინ, როდესაც ავტომობილი მოძრაობს, ვთქვათ, D-დან მეორე სიჩქარეში და სხვა. ეს მართვის კოლოფს არაფერს ვნებს. მოძრაობისას თავისუფლად შეგიძლიათ, გადართოთ ბერკეტი წინ მამოძრავებელ სხვა სიჩქარეში. მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ სიჩქარე ამ დროს აუცილებლად შესაბამისი უნდა იყოს. ანუ, თუ ჩვენ 40 კილომეტრ-საათში სიჩქარით მივდივართ, მაშინ ბერკეტი თავისუფლად შეგვიძლია, გადმოვიტანოთ მეორე სიჩქარეში; ხოლო თუ ჩვენ 160-ით მივდივართ, მაშინ მეორეში ან პირველში გადატანა სიჩქარეთა კოლოფს დააზიანებს. ერთი სიტყვით, უნდა მოხდეს სიჩქარის შესაბამისობა. თუ ავტომობილი ბოლომდე გაჩერებული არ არის, არამც და არამც არ შეიძლება ბერკეტის პარკინგში გადატანა, ანუ, იქ, სადაც P წერია, ამ დროს ავტომობილს სერიოზულად ვაზიანებთ. იგივე ხდება, როდესაც ავტომობილს უკუსვლის სიჩქარეში ვაგდებთ მაშინ, როდესაც ის ოდნავ მაინც მიგორავს წინ. თუ ჩვენ ნეიტრალური სიჩქარე გვაქვს, დიდი გაზი მივეცით და სიჩქარე შევცვალეთ, რათა ავტომობილი ადგილიდან მოწყვეტილიყო, ამ შემთხვევაში სიჩქარეთა კოლოფს ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვაყენებთ. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ავტომობილის სიჩქარეს არ ვცვლით, ნეიტრალურში გვაქვს და აჩქარების მიზნით გაზსაც ვუმატებთ, თან ძრავის ბრუნის მოსამატებლად მუხრუჭსაც ვაწვებით და მერე მას უცებ ვუშვებთ ფეხს. ეს მოქმედებაც საგრძნობლად აზიანებს სიჩქარეთა კოლოფს.

რაც შეეხება სიჩქარეთა მექანიკურ კოლოფს, ის როგორღა ზიანდება?

– ეს გაცილებით უფრო რთული მექანიზმია, რადგან გადაწყვეტილების მიღება, ანუ სწორად გადართვა, ჩვენ გვიწევს; სამაგიეროდ, უფრო პრაქტიკულია, რადგან, სწორად მოხმარების შემთხვევაში, დიდხანს არ ფუჭდება. იმისთვის, რომ სიჩქარის კოლოფი არ დაზიანდეს, მოდება ბოლომდე უნდა გავთიშოთ, მიუხედავად იმისა, ვარდება თუ არა ნახევრად გათიშულზე სიჩქარეში. თუკი მძღოლი ახერხებს, რომ მოდების გარეშე შეცვალოს სიჩქარე ისე, რომ მოდება არ დააზიანოს, მაშინ ის იდეალურად გრძნობს იმ მომენტს, როცა ავტომობილი სიჩქარის შესაცვლელად მზად არის. ამისთვის სწორად უნდა შეირჩეს ძრავის სათანადო ბრუნი, ავტომობილის დაგორების სათანადო სიჩქარე და სიჩქარე, რომელშიც ბერკეტი უნდა გადავიტანოთ. ვთქვათ, ბერკეტი მეორიდან მესამე სიჩქარეში გადაგვაქვს. თუ მეორით განვავითარეთ 30-35 კილომეტრი საათში სიჩქარე, გაზის „პედლიდან“ ფეხის აშვებისას ჩვენ შეგვიძლია, სიჩქარიდან ბერკეტი ისე ამოვაგდოთ, რომ ავტომობილმა საერთოდ ვერაფერი იგრძნოს. ანუ, რა ხდება ამ დროს: თუ შიგნით მოძრავი სხვადასხვა კბილანის სისწრაფე ერთმანეთს ემთხვევა, მაშინ ავტომობილისთვის სიჩქარიდან ამოგდება-ჩაგდებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მოკლედ, გაზის „პედლიდან“ ფეხის აშვება და სიჩქარიდან ამოგდება ერთდროულად უნდა განვახორციელოთ, შემდეგ მაღალ გაზს ვაძლევთ, ანუ ძრავას ერთს დავაღმუვლებთ, მაღალ ბრუნზე დაიწყებს ბრუნვას, პარალელურად ბერკეტს მესამეში ჩასაგდებად ვამზადებთ, ძალის დაუტანებლად, უბრალოდ, მივადებთ იმ ადგილს, სადაც მესამე სიჩქარეა და როდესაც „ტახომეტრი“ ქვევით წამოვა, ანუ ძრავის ბრუნი დავარდება, სიჩქარეთა კოლოფის შიგნით კბილანები იდეალურად გასწორდება (ბრუნთა რიცხვი დაემთხვევა კბილანების ბრუნს და ავტომობილის სვლას), თითქოს ბერკეტს თვითონვე შეითრევსო, ისე ჩავარდება. სწორედ ეს არის სიჩქარის შეცვლის იდეალური დრო. საკმაოდ მარტივი მანევრია, მაგრამ ძალიან დიდ სიზუსტეს მოითხოვს, რათა სიჩქარეთა კოლოფი უარესად არ დავაზიანოთ.


скачать dle 11.3