კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საფრთხეს უქმნის ჩვენს ავტომობილს სახელდახელო აღდგენები

უამრავი ქართველი მძღოლი, ალბათ, ხშირად სარგებლობს მეორადი ნაწილებით. ასევე არ არის უცხო ჩვენთვის ამა თუ იმ ნაწილის შეკეთება, „გაკეთილშობილება“ და მისი ხელახალი მოხმარება. ხარისხიანია თუ არა აღდგენილი ძველი ნაწილები, შეიძლება თუ არა მათი ნდობა და როგორ „აყალბებენ“ ადგილობრივი ხელოსნები ქარხნულ ნაწილებს, ამაზე პროფესიონალი მრბოლელი გიგა ლორთქიფანიძე საუბრობს:

ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ანუ, რომელიც ჯერ განვითარების გზაზეა და ავტომობილის მწარმოებელი ქვეყნებისთვის, შესაძლოა, დიდი ხნის განმავლობაშიც არ იყოს მიმზიდველი ბაზარი, ალბათ, არც ერთი მძღოლისთვის უცხო არ არის, რომ ყველა ნაწილის შოვნა პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენთან არაორიგინალი ნაწილების ფართო არჩევანია, მაგრამ ორიგინალის პოვნა საკმაოდ ჭირს. ძალიან ბევრი პროფილაქტიკა თუ ფარეხია ისეთი, რომელსაც აწერია: „გადავაკრავთ „კალოდკებს“, „ცეპლენიას“ და სხვა, ხდება ამორტიზატორების „დატენვა“, საბურავებზე გადაკვრა და კიდევ უამრავი რამ, რასაც სახელდახელოდ აკეთებენ. თუ მაინც მივედით იქამდე, რომ რომელიმე კონკრეტული მოდელის „კალოდკები“ დაზიანდა და გადაკვრის გარდა სხვა გზა არ გვრჩება, მაშინ ის მაინც გაითვალისწინეთ, რომ გადასაკვრელი, ეგრეთ წოდებული „ნაკლადკა“, ხარისხიანი იყოს.

– ქარხნულთან შედარებით რამდენად განსხვავებულია სახელდახელოდ გადაკრული „ნაკლადკა“ და სანდოა თუ არა ის?

– გააჩნია ხარისხს. არსებობს ძალიან იაფიანი „ცეპლენიის“ ან მუხრუჭების „ნაკლადკები“. შეიძლება, მაგალითად, „ცეპლენიის“ დისკი 35 ლარად გადააკვრევინო, მაგრამ, კარგი ხარისხის გაადაკრა და შესაძლოა, 100 ლარი დაგიჯდეს. 150 ლარად კი ორიგინალის არა, მაგრამ ნორმალური ხარისხის ახალ დეტალს იყიდი. ანუ, იმ შემთხვევაში, თუ „ნაკლადკა“ ხარისხიანია, ის ცუდი ხარისხის პატენტ დეტალს ჯობია. არის, მაგალითად, ფრანგული ხარისხის „ნაკლადკები“ და ის პირადად მეც გამომიყენებია. „ცეპლენიაზე“ მაქვს გაკეთებული ეგრეთ წოდებული გადაკვრა და ძალიან კმაყოფილი ვარ, მშვენივრად მუშაობს და ავტომობილს არანაირი პრობლემა არ აქვს. ეს ძალიან გამართლებულია.

– და მაშინ, თუ იაფფასიან გადასაკრავს აკრავენ?

– მაშინ სერიოზული პრობლემები იწყება. ავიღოთ „კალოდკები“. ჯერ ერთი, რომ მას ძალიან მალე ეწურება რესურსი, მალე ჯდება, ან, პირიქით, ის არ ჯდება და, აქედან გამომდინარე, მთლიანად აზიანებს სამუხრუჭე დისკს. ბევრმა მძღოლმა არ იცის, რომ ეს ეგრეთ წოდებულ „აპორნის“ ხაზავს და აფუჭებს. ანუ, იმის ნაცვლად, რომ მუხრუჭებმა კარგად იმუშაოს, პირიქით უარესდება. იგივე ხდება „ცეპლენიაზეც“: უხარისხო „ნაკლადკა“ სერიოზულად აზიანებს მოდების ქუროს და ეგრეთ წოდებულ „მახავიკს“. მსგავსი პრობლემებია „შარავოებთან“ და სავალი ნაწილის სხვა დეტალებთან დაკავშირებით. შესაძლოა მან არაფერი გააფუჭოს და დააზიანოს, მაგრამ აღდგენილ სავალ ნაწილებს ძალიან დაბალი რესურსი აქვს და ერთიანობაში ჩვენ ხისტ და უხეშ დაკიდების სისტემას ვიღებთ. „შარავოი“, „ნაკანეჩნიკები“, სტაბილიზატორის რეზინები და სხვა – მათი აღდგენა და შეკეთება შეიძლება, მაგრამ უმჯობესია, გამოცვალოთ.

– რა ხდება ამორტიზატორების შემთხვევაში?

– ამორტიზატორების „დატენვა“ ძალიან გავრცელებულია საქართველოში, მაგრამ „კალოდკებისგან“ და „ცეპლენიისგან“ განსხვავებით მათი „დატენვა“ არცთუ ისე კარგ შედეგს იძლევა. ამორტიზატორი იტენება შემდეგნაირად: ზეთთან ერთად ის ჰაერით იტუმბება მაშინ, როცა ქარხნულად აზოტით არის სავსე და არა ჰაერით. მაღალ ტემპერატურაზე კი ჰაერი და ზეთი ერთად ქაფდება და აღარ მუშაობს, კარგავს თავის თვისებებს და ეს ნიშნავს, რომ ამორტიზატორი არ გვაქვს. თუ მაინც მიხვედით იქამდე, რომ ამორტიზატორი ვერ იშოვეთ და ის მაინც უნდა დატენოთ, მაშინ ეს კარგ ხელოსანს უნდა გააკეთებინოთ, ყველას ნუ ენდობით.


скачать dle 11.3