კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეინარჩუნეთ სიმხნევე!


ახლოვდება ახალი წლის დღესასწაული, რაც ჭარბ კვებასთან, ალკოჰოლთან, ღამისთევასთან და, საერთოდ, გადატვირთულ დღის რეჟიმთან არის დაკავშირებული, მით უმეტეს, რომ ქართველებს პრაქტიკულად ყველა დღესასწაული ორ-ორი გვაქვს. ასეთ მძიმე დღეებს კი, ცხადია, მოჰყვება ბახუსი, მოთენთილობა, თავის ტკივილი, ნაყროვანება და კიდევ მრავალი სხვა უსიამოვნო შეგრძნება. ყველა ამ, მსუბუქად რომ ვთქვათ, დისკომფორტის შეგრძნების მოხსნას კი ადვილად შეძლებთ, თუ ჩვენს რჩევებს შეასრულებთ.

ნუ იძინებთ შუადღემდე, დააძალეთ თავს, ადექით ცოტა ადრე და დილა შხაპით დაიწყეთ. შემდეგ კი მთელ სხეულზე გაიკეთეთ პილინგი. ამისთვის შეგიძლიათ, გამოიყენოთ მაღაზიაში ნაყიდი მასალა, ან, სულაც, თვითონ მოამზადოთ შესანიშნავი პილინგი, მაგალითად, საშუალო ზომაზე დაფხვნილი ზღვის მარილით: ნახევარ ჩაის ჭიქა მარილში აურიეთ 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და თქვენთვის სასურველი არომატული ზეთის რამდენიმე წვეთი. დაიწყეთ პილინგის კეთება ტერფებიდან და კარგად დაიმასაჟეთ მთელი სხეული. შემდეგ გადაივლეთ შხაპი (თუ გსურთ – დუშ-გელით), შემდეგ კი კარგად გაეხვიეთ რბილ და თბილ ხალათში და ნახევარი საათით ლოგინში შეწექით. მერე ადექით და ცოტა ხანს წაივარჯიშეთ. ვარჯიშის შემდეგ უშაქრო ყავა ან ცოცხალი ხილის წვენი საოცარ მხნეობას შეგძენთ.

თქვენს ღამენათევ და თუნდაც მსუბუქად ნაბახუსევ სახესაც მოუხდება პილინგი, შემდეგ კი – ნიღაბი. თუ გსურთ, სრული ეფექტი მიიღოთ, მთლიანად მოეშვით და მთელი არსებით მიეცით თავი სიამოვნებას და ნეტარების შეგრძნებაც არ დააყოვნებს. გაიჩერეთ ნიღაბი 20 წუთის განმავლობაში.

თუ ცხიმიანი სახის კანი გაქვთ, გაიკეთეთ ორთქლის აბაზანა: 1 ლიტრ მდუღარე წყალში ჩაუმატეთ 2-3 წვეთი ნემსიწვერას ზეთი, გადაიფარეთ თავზე ხაოიანი პირსახოცი და 5-7 წუთის განმავლობაში სახე ორთქლს მიუშვირეთ, შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ, ბოლოს კი წაისვით მკვებავი.

თუ ეს პროცედურა სხეულის გამოსაფხიზლებლად საკმარისი არ აღმოჩნდა, აუცილებლად გაიკეთეთ საღამოს რელაქსი – თბილი აბაზანა სურნელოვანი ქაფით, ეთერზეთის ან კოსმეტიკური რძის ნარევით – მშრალი კანისთვის და ზღვის მარილით – ნორმალური ან ცხიმიანი კანისთვის. თუ ასეთ ნაზავში 20 წვეთს ჩააწვეთებთ, მშვიდი ძილი გარანტირებული გექნებათ. ოღონდ არ დაგავიწყდეთ აბაზანის შემდეგ მთელ ტანზე დამატენიანებელი კრემის წასმა, თან რბილი მასაჟიც გაიკეთეთ. კიდევ უფრო კარგ ეფექტს მიიღებთ, თუ წინასწარ შეიძენთ სპეციალურ ბრტყელ ქვებს, მდუღარე წყალში გააცხელებთ და იმით გაიკეთებთ სთოუნთერაპიას – მასაჟს ქვებით.

ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!


скачать dle 11.3