კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

4 მოქმედება წონის პრობლემის მოსაგვარებლად


საქართველოში ყველა დღესასწაულის გზა კუჭზე რომ გადის, ამაში, ვფიქრობთ, ვერავინ შემოგვედავება.

მართლაც ძნელია, უყურო ნაირ-ნაირ ნუგბარს და ხელი არ წაგცდეს „აკრძალულ ხილზე“, მაგრამ, თუ ერთხელ წაგცდა, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ უნდა გამოემშვიდობო სიმწრით მოპოვებულ ტანკენარობას და ამ საზეიმო დღეების ჩავლის შემდეგ, შეიძლება, სარკეში ჩახედვის სურვილიც აღარ გაგიჩნდეს. შედეგად კი, ათმაგი ძალისხმევით უნდა შეუდგე დაგროვილი ცხიმების განდევნას საკუთარი ორგანიზმიდან. ეს რომ არ მოხდეს, გთავაზობთ 4 მოქმედებას, რომლის გათვალისწინებაც, მიუხედავად დღესასწაულიდან გამომდინარე მენიუს მრავალფეროვნებისა, დაგეხმარებათ წონის შენარჩუნებაში.

მოქმედება პირველი:

ა) ყოველ კვებას დაუთმეთ მინიმუმ 15 წუთი.

ჭამეთ ნელა, ღეჭეთ დიდხანს. თითო ლუკმა 15-20-ჯერ მაინც უნდა დაღეჭოთ, რომ სიამოვნებაც მეტი მიიღოთ და ორგანიზმმაც უკეთ აითვისოს საკვები. ის, ვინც თითო ლუკმას 15-ზე ნაკლებჯერ დაღეჭავს, სიმსუქნისკენ იქნება მიდრეკილი.

ბ) თუ მოგბეზრდათ ყოველ ჯერზე კალორიების თვლა, მიმართეთ მარტივ ხერხს: წინასწარ მოამზადეთ პროდუქტებისა და კერძების სია თავისი კალორიების აღნიშვნით (თითოეულის არ უნდა აღემატებოდეს 300 კილოკალორიას) და მერე დღის რაციონი ამ სიის მიხედვით შეადგინეთ. ამ სიის შედგენა საახალწლო მენიუდანაც მშვენივრად იქნება შესაძლებელი.

გ) გამორიცხეთ ის პროდუქტები, რომლებიც იწვევს მეტაბოლიზმს.

დ) უარი თქვით ცხიმიან კერძებზე. მცენარეული ცხიმები დასაშვებია, მაგრამ ცხოველური ცხიმები პირდაპირ თქვენი კანის ქვეშ იწყებს ფენა-ფენა ჩალაგებას, ამიტომ საახალწლო სუფრაზე მოერიდეთ ქონიანი ხორცის ნაჭრებს.

მოქმედება მეორე:

ა) ამოიღეთ თქვენი ლექსიკონიდან სიტყვა „დიეტა“.

ბ) მაქსიმალურად შეამცირეთ ულუფები – მოატყუეთ კუჭი. ტყუილი ამ შემთხვევაში ცუდ ტონად არ ჩაგეთვლებათ.

გ) მიირთვით ის პროდუქტები, რომლებიც მეტად შეიცავს წყალს (სითხეს): ხილი, ბოსტნეული, კრევეტები, ქათმის თეთრი ხორცი და სხვა.

მოქმედება მესამე:

ა) პროდუქტის შეძენისას ყურადღებით დააკვირდით წარწერას ეტიკეტზე. მასზე კალორიულობა ხშირად მითითებულია 100 გრამზე, თქვენი ულუფა კი, შესაძლოა, მეტი იყოს.

ბ) გადაანაწილეთ დღიური კალორიების ნორმა თქვენი კვების რაოდენობაზე.

მოქმედება მეოთხე და მთავარი:

ყოველი კვების დასრულებისას ნუ შეჭამთ ბოლო ორ ლუკმას, არ აქვს მნიშვნელობა, პური იქნება ეს, ხილი, ბოსტნეული თუ სხვა კერძი.

თუ არ დაგეზარებათ და ამ მოტოვებულ, ანუ არშეჭმულ ბოლო ორ ლუკმას (ყოველი ჯერიდან) ერთ ცელოფნის პარკში მოუყრით თავს, კვირის ბოლოს, შესაძლოა, პარკი გაივსოს კიდეც და მაშინ დარწმუნდებით, როგორ გაუადვილეთ თქვენს ორგანიზმს გახდომა.


скачать dle 11.3