კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნიორი – ანტიბიოტიკი


ნიორი არაჩვეულებრივი ანტიბიოტიკია. ის უამრავ სხვადასხვა სახის ბაქტერიას კლავს. ოღონდ, გახსოვდეთ, რომ ნივრით დამზადებული სამკურნალო საშუალებების დიდი რაოდენობით და ხანგრძლივად მიღება არ შეიძლება, რადგან ის ნაწლავების მიკროფლორას თრგუნავს და გაღიზიანებას იწვევს.

თუ გსურთ, ნიორი, როგორც ანტიბიოტიკი, ისე მიიღოთ:

* ხუთი კბილი ნიორი წვრილად დაჭერით. დაასხით ერთი ჩაის ჭიქა ღვინო, გააჩერეთ დაახლოებით სამი საათის განმავლობაში და ნაყენი დღეში სამჯერ, ჭამის წინ მიიღეთ თითო ჩაის კოვზი.

* გაფცქვენით ერთი თავი ნიორი. დაჭერით წვრილად, დაასხით ნახევარი ჩაის ჭიქა მცენარეული ზეთი და დაახლოებით ერთი დღის განმავლობაში გააჩერეთ. მიიღეთ დღეში ორჯერ, თითო სადილის კოვზი, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

სურდოს დროს:

* ერთი თავი ნიორი გაარჩიეთ, დაჭერით და წვენი გამოწურეთ. შეურიეთ წვენს ქაცვის ზეთი და მიღებული სითხის ერთი წვეთი დღეში ოთხჯერ ჩაიწვეთეთ ცხვირში.

* აიღეთ თანაბარი რაოდენობით ლიმონის, ალოესა და პიტნის წვენი. კარგად აურიეთ ერთმანეთში და გააჩერეთ დაახლოებით ორი საათის განმავლობაში. ოთხი კბილი ნიორი კარგად დანაყეთ და ამ წვენს შეურიეთ. ჩაიწვეთეთ დღეში 4-ჯერ, ორ-ორი წვეთი ცხვირის ორივე ნესტოში.

* საშუალო ზომის ხახვი და სამი კბილი ნიორი კარგად გამოწურეთ. წვენს დაამატეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი. მიღებული სითხე ცხვირ-ხახაში გამოივლეთ. პროცედურა დღეში ორჯერ გაიმეორეთ.

ანგინის დროს:

* ერთი თავი ნიორი გაფცქვენით, წვრილად დაჭერით და შეურიეთ ერთი ჩაის ჭიქა ვაშლის წვენი. დადგით ნელ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, დაახურეთ თავზე და სამი წუთით კიდევ ადუღეთ. შემდეგ გადმოდგით და გააცივეთ. თბილი ნაყენი დალიეთ დღეში ერთი ჭიქა.

გრიპის პროფილაქტიკისთვისაც ნიორი დაგეხმარებათ: კერძოდ:

* ნახევარი ლიტრი ლუდი მომინანქრებულ ქვაბში ჩაასხით და ცეცხლზე დადგით. დუღილს რომ დაიწყებს, ერთი თავი ნივრის კბილები ჩაყარეთ, დაახურეთ თავზე და ნელ ცეცხლზე ათი წუთის განმავლობაში ადუღეთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, გააცივეთ და დალიეთ.

* გაფცქვენით სამი თავი ნიორი და ცოტაოდენ წყალში დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში ხარშეთ. შემდეგ გადმოდგით და დაამატეთ ცოტა პიტნა. ჭურჭელს მჭიდროდ დააფარეთ თავსახური. როცა გაცივდება, გადაწურეთ და მიღებული ნაყენი ყელში გამოივლეთ. შეგიძლიათ ეს პროცესი, დღეში რამდენჯერმე ჩაიტაროთ. უმჯობესია, თუ ამას ქუჩაში გასვლამდე გააკეთებთ.


скачать dle 11.3