კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკრულობა, შესაძლოა, ინფექციური დაავადებით იყოს გამოწვეული


კოლიტი არის ნაწლავების ანთებითი და არაანთებითი დაავადება. ანთებითს განეკუთვნება მსხვილი ნაწლავის გაღიზიანების სინდრომი, რომელსაც ნაწლავების ფუნქციის მოშლა იწვევს, არაანთებითს კი – კრონის დაავადება და არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი.

ქრონიკულ კოლიტს მსხვილი ნაწლავის გაღიზიანების სინდრომსაც უწოდებენ. ეს დაავადება ვლინდება მუცლის ტკივილით, მეტეორიზმით, შებერვით, კუჭის შეკრულობითა და ლორწოვანი გამონადენით. ამ დროს ორგანიზმის ინტოქსიკაციის არანაირი ნიშანი – მაგალითად, მაღალი ტემპერატურა, წონის კლება, ცვლილებები ანალიზში და ასე შემდეგ – არ შეიმჩნევა.

თუ კუჭის შეკრულობა ხშირად არ გაწუხებთ, არ არის დამოკიდებული რაციონის ცვლილებაზე, მაშინ, შესაძლოა, ყველა სიმპტომმა თავისით გაიაროს, მაგრამ, თუ კუჭის მოქმედება სამ-ოთხ დღეში ერთხელ გაქვთ, თან ახლავს ტკივილი, გაწუხებთ მეტეორიზმი, მაშინ აუცილებლად უნდა მიიღოთ სასწრაფო ზომები, გაესინჯოთ გასტროენტეროლოგს ან თერაპევტს.

შეკრულობა, შესაძლოა, ინფექციური დაავადებითაც იყოს გამოწვეული. თუ როგორ იმკურნალოთ ქრონიკული კოლიტის დროს, იმაზეა დამოკიდებული, რომელი სიმპტომია შედარებით მეტად გამოხატული. თუ ტკივილები აღგენიშნებათ, ამ შემთხვევაში ინიშნება ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები; თუ კუჭის მოქმედება დარღვეულია, მაშინ საჭიროა მისი ნორმაში ჩაყენება.

რაც შეეხება წყლულოვან კოლიტს, ამ დროს ზიანდება მსხვილი და სწორი ნაწლავები. ახასიათებს დიარეა და განავალს მოჰყვება სისხლი. ამ დროს თავს იჩენს დაავადებების საერთო ნიშნები, კერძოდ, წონაში დაკლება, მაღალი სიცხე, პირღებინების შეგრძნება, საერთო სისუსტე, შრომისუუნარობა. ტკივილი, შესაძლოა, არ აღინიშნოს, მაგრამ, თუ მაინც შეიგრძნობთ, ესე იგი, სერიოზულ გართულებას აქვს ადგილი.

კრონის დაავადება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერი უბნის დაზიანებაზე მიუთითებს. ქრონიკული კოლიტისგან განსხვავებით, დაავადების სიმპტომები, შესაძლოა, დიდი ხნის განმავლობაში არ გამოვლინდეს. მოგვიანებით კი ვლინდება კანის, თვალების, სახსრებისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებები. ხშირად კი კრონის დაავადება ინიღბება ბრმა ნაწლავის ტკივილით.

გავუფრთხილდეთ თავს, რადგან, თუ ადამიანს ეს დაავადებები ერთხელ შეეყარა, მთელი ცხოვრება მისი თანამგზავრი იქნება. ამან, შესაძლოა, საშიში გართულებებიც გამოიწვიოს, მაგალითად: ჩირქოვანი იარები, წვრილ და მსხვილ ნაწლავებში შეხორცებები, შევიწროებები, რომელიც გაუვალობის მიზეზი ხდება. წყლულოვან კოლიტს კი, შესაძლოა, მოჰყვეს სისხლდენები, პერიტონიტი, მსხვილი ნაწლავის კიბო და ასე შემდეგ.

არსებობს კოლიტი, რომელსაც მიკრობებით გამოწვეული დაავადებები მიეკუთვნება, მაგრამ ამ შემთხვევაში გამომწვევია ნაწლავური ინფექცია. ამ დროს მკურნალობის კურსი დროულად უნდა ჩაიტაროთ.

კოლიტის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვებასა და დიეტის დაცვას.

ქრონიკული კოლიტის დროს კარგია ისეთი პროდუქტების მიღება, რომლებიც კვებით ბოჭკოებს შეიცავს, ასეთებია: ქატო, შავი ქლიავი, სტაფილო. ასევე, აუცილებელია ცილისა და ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები; არ ვარგა რძე, ცხიმიანი, ცხარე, მლაშე და მწარე საჭმლის მიღება.

წყლულოვანი კოლიტისა და კრონის დაავადების დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცილებითა და ვიტამინებით მდიდარ კალორიულ კვებას. უმჯობესია, ჭამოთ ორთქლზე მომზადებული თევზი, ხორცი, კარტოფილი, ფაფები, ნიგოზი.


скачать dle 11.3