კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები


კითხვა: ზრდის თუ არა ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული აბების მიღება საკვერცხის კიბოს განვითარების რისკს?

პასუხი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, რაც უფრო მეტხანს სვამს ქალი ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონულ აბებს, მით ნაკლები აქვს საკვერცხეებისა და საშვილოსნოს კიბოს განვითარების რისკი. ეს იმიტომ, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას არ ხდება ოვულაცია – კვერცხუჯრედის მომწიფება, ესე იგი, მცირდება საკვერცხის დატვირთვა, შედეგად კი იკლებს სხვადასხვა დაავადების, მათ შორის კიბოს განვითარების ალბათობა.

კითხვა: შეიძლება თუ არა შარდმდენი პრეპარატების ხანგრძლივი მიღებით გამოწვეულმა კალიუმის ნაკლებობამ ძილის დარღვევა გამოიწვიოს?

პასუხი: შარდმდენის ხანგრძლივ მიღებასა და ძილის დარღვევას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს, თუმცა, ცნობილია პათოლოგიური მდგომარეობა – პაროქსიზმული მიოპლეგია, რომელიც ვლინდება კუნთების ხანმოკლე სისუსტით სრულ უმოძრაობამდე, გონების დაუკარგავად. ეს მდგომარეობა ვლინდება არა მხოლოდ ღამით, არამედ დღისითაც და სისხლში კალციუმის ქრონიკულ ნაკლებობას უკავშირდება, თუმცა შარდმდენის მიღებასთან არაფერი აკავშირებს. შარდმდენი საშუალების დოზის გადაჭარბება სხვა გართულებებს იწვევს: საერთო სისუსტეს, თავბრუსხვევას, გულისრევას, გულის რიტმის დარღვევას.

კითხვა: ჩემს 6 წლის გოგონას ხშირად სტკივა თავი. ზოგჯერ მგონია, თავის ტკივილს იგონებს. განა შეიძლება, ასე პატარას თავი ასე ხშირად სტკიოდეს?

პასუხი: გირჩევთ, შვილის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ. თუ ბავშვი თავის ტკივილს იგონებს, ისიც უნდა გაარკვიოთ, რატომ აკეთებს ამას. თუმცა, არ არის გამორიცხული, პატარას მართლაც აწუხებდეს თავის ტკივილი. ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს: კეფის ნერვის ან სამწვერა ნერვის ნევრალგია, წნევის მატება ან დაქვეითება. შესაძლოა, გოგონას მხედველობა ჰქონდეს დარღვეული. ასე რომ, ვითარების გასარკვევად, უმჯობესია, ექიმს მიმართოთ.

კითხვა: ვარ 68 წლის ქალი. დიდი ხანია, წელიწადში ორჯერ მაინც მემართება ინფექცია და თვეობით ვიტანჯები. ამბობენ, ამ დროს კარგია ბიცილინი. გთხოვთ, მიპასუხოთ, რამდენ ხანში ერთხელ შეიძლება ამ პრეპარატის გაკეთება? ვარ ალერგიული საპნისა და ყვავილების მიმართ.

პასêóუხი: ბიცილინი გახანგრძლივებული მოქმედების პენიცილინია. არსებობს ამ პრეპარატის სხვადასხვა ფორმა: ბიცილინ-1, ბიცილინ-3, ბიცილინ-5. თითოეულ მათგანს სხვადასხვა პერიოდულობით უნიშნავენ. ასეთი სერიოზული მკურნალობის თვითნებურად ჩატარება არამც და არამც არ შეიძლება, მეტადრე, დიაგნოზის დაუზუსტებლად. კონსულტაციისთვის აუცილებლად მიმართეთ თერაპევტს.

კითხვა: ვარ 19 წლის, 5 თვის ორსული. დროგამოშვებით ძილში ფეხის კუნთები მეჭიმება. რისი ბრალია ეს?

პასუხი: ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა ახალ ტალღაზე გადაერთვება. იცვლება მინერალური ბალანსი, იზრდება კალციუმის, რკინის, ვიტამინების მოთხოვნილება და, როდესაც ორგანიზმს ისინი არ ჰყოფნის, შეიძლება, განვითარდეს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციური ცვლილებები – სისუსტე, ტკივილი, დაჭიმულობის შეგრძნება. თქვენ ნევროლოგისა და თერაპევტის კონსულტაცია მაინც დაგჭირდებათ. უნდა განისაზღვროს საშვილოსნოს კუნთების ტონუსიც. დასკვნის გამოტანა ექიმს მხოლოდ ზოგადი გამოკვლევის შემდეგ შეეძლება.

კითხვა: რა იწვევს ყურებში ხმაურს, რომელიც ძლიერდება სიცივესა და ორპირ ქარში? როგორ ვიმკურნალო ოჯახის პირობებში? შეიძლება, ეს ოტიტის ან ქრონიკული მენინგოენცეფალიტის ბრალი იყოს? ექიმი მენინგიტს უარყოფს. ხშირად მაქვს დაბალი სიცხე.

პასუხი: თუ ყურებში ხმაურის შეგრძნება სიცივეში ძლიერდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს სიმპტომი ტვინში შემავალ სისხლძარღვთა სპაზმს უკავშირდება, თვით სპაზმი კი, შესაძლოა, ათეროსკლეროზის ბრალი იყოს. რაც შეეხება ქრონიკულ მენინგოენცეფალიტს, ეს ძალზე ორიგინალური ვარაუდია. გირჩევთ, გაიკეთოთ შარდისა და სისხლის საერთო ანალიზები და თერაპევტს გაესინჯოთ.

კითხვა: შეიძლება თუ არა, ხველის მიზეზი გული იყოს? ჩემი მეუღლე, სანამ ნახველს არ ამოიღებს, სუნთქვა უჭირს. აქვს არითმია, ზოგჯერ – მომატებული წნევა. არის 68 წლის მამაკაცი.

პასუხი: გულის უკმარისობის დროს, როდესაც სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში სისხლი გუბდება, ავადმყოფს ნახველი უჩნდება და სუნთქვა უჭირს. პერიოდულად კი, შეიძლება, კარდიული ასთმის შეტევებიც განუვითარდეს, რომელიც ძალიან ჰგავს ბრონქულ ასთმას. თუ თქვენი მეუღლე 68 წლისაა, აწუხებს გული და მაღალი წნევა, შესაძლებელია, მისი ხველა მართლაც გულის უკმარისობის ბრალი იყოს. გირჩევთ, მიმართოთ თერაპევტს ან კარდიოლოგს დიაგნოსტირებისა და კომპეტენტური მკურნალობის მიზნით.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

კახა ჯანაშია


скачать dle 11.3