კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფიქრები სიკეთესა და ბოროტებაზე


სისუსტე

დანაშაული ყოველთვის სისუსტეა. დამნაშავე მხდალია და არა გმირი; ამიტომ მას, ვინც გაწყენინებს, უყურე ისე, როგორც შენზე სუსტს; როგორც პატარა ბავშვს არ გადაუხდი სამაგიეროს, ასევე ნურავის მიაგებ სანაცვლოს; რამეთუ იგი ბოროტებისგან კი არა, სისუსტისგან იბადება. ასე შეინარჩუნებ ძალას და მიემსგავსები წყნარ ზღვას, რომელიც არასოდეს გადმოვა ნაპირებიდან, რათა დაახრჩოს უგუნური, რომელიც მას ქვებს ესვრის.

დიალოგი

მეცნიერის გულწრფელი შეკითხვა ბუნებასთან ასეთი იქნებოდა: „ბუნებავ, მითხარი, ვინ ხარ შენ, რათა გავიგო, ვინ ვარ მე...“

ისტორიკოსის გულწრფელი შეკითხვა ისტორიის მიმართ ასეთი იქნებოდა: „ისტორიავ, მითხარი, ვინ ხარ შენ, რათა ვიცოდე, ვინ ვარ მე...“

მოძღვრის გულწრფელი შეკითხვა ღვთის მიმართ ასეთი იქნებოდა: „ღმერთო, მითხარი, ვინ ხარ შენ, რათა ვიცოდე, ვინ ვარ მე...“

სამივე ამ კითხვის უცდომელი პასუხი ასეთი იქნებოდა: „ადამიანო, მიპოვე საკუთარ თავში!“

გაუჩინარება

დიდი მაშინ გახდები, როდესაც გონებაში შენს თავს არარაობად წარმოიდგენ; როდესაც საკუთარი სულით უსასრულო და უსაზღვრო სულთან ამაღლდები და ამ სიმაღლიდან შეხედავ საკუთარ თავს ისევე ობიექტურად, როგორც უყურებ ყველაფერს, რაც შენ გარშემოა; როდესაც ამ სიმაღლიდანაც შეხედავ საკუთარ თავს, როგორც მიცვალებულსა და ფერფლს; როდესაც მარადიული ცხოვრებით უკვდავებას შეუერთდები, მაშინ შენ წინაშე მთელი სისრულით გაცხადდება სიკვდილის უმწეობა და ამაოება; დაინახე თვითონ სიკვდილი წარსულში, აწმყოსა და მომავლის გარეშე.

მაშინ, სიკვდილი, რომელიც უცილობლად განგაშორებს შენს სხეულთან, შენთვის აღარ იქნება იმ ნიავზე საშიში, რომელსაც შენი ქუდი გაუტაცია, რამეთუ მაშინ შეიცნობ, რომ შენს სულს სხეულის გარეშე სიცოცხლე შეუძლია ისევე, როგორც შენს თავს – ქუდის გარეშე ყოფნა.

სიამოვნებათა ფიალა

თუკი შემოგთავაზებდნენ ოქროს თასს მსოფლიოში საუკეთესო ღვინით და გეტყოდნენ: „დალიე, მაგრამ იცოდე, რომ ფსკერზე მორიელია“, – დალევდი?

მიწიერ სიამოვნებათა ყოველ ფიალაში მორიელი იმალება. თვით ეს ფიალებიც სულაც არაა იმდენად ღრმა, რომ მორიელი სულ ახლოს არ იყოს ჩვენს ბაგეებთან.

მოულოდნელი სიკვდილი

ბანკირი, რომელიც ფულს ითვლის, წარმოიდგენს, კიდევ რამდენ ხანს შეუძლია დრო ატაროს.

მშიერი მეკუბოვე, რომელიც ქალაქს უყურებს, ფიქრობს იმაზე, თუ ვისი ბაგეებიდან მიიღებს ხვალ პურის ლუკმას.

ცოდნის უდაბნო

„ცოდნა სინათლეა“, – ამბობენ ბრძენი ამპარტავნები, რომლებსაც არც სიხარულის უნარი გააჩნიათ და არც მოწყალების. დაუკვირდი – საჰარის უდაბნო ყველაზე მზიანი ადგილია, იგი უფრო მეტად, გავარვარებულ ცხედარს მოგვაგონებს.

უმეცრება

ძნელი არაა, ასწავლო ცხოველს; ძნელი არაა, ასწავლო უბრალო ადამიანს, მაგრამ, რა ძნელია, ასწავლო უვიცს, რომელიც უკვე მასწავლებელი გახდა!..

ჭეშმარიტება სიყვარულით შეიცნობა

ეძიებდე ჭეშმარიტებას – ნიშნავს, ეძიებდე სიყვარულს.

ეძიებდე ჭეშმარიტებას, რათა იგი არარად აქციო – ნიშნავს, ეძიებდე ჭეშმარიტებას მრუშობისათვის; და ვინც მას ამ მიზნით ეძიებს, ჭეშმარიტებას მას უგდებს ძვალს, თვითონ კი მისგან ცხრა მთას იქით გარბის; ცხრა მთას იქით, საყვარელნო!

ჭეშმარიტება

თუ ჭეშმარიტებას სიყვარულითა და სიყვარულისათვის ეძიებ, იგი თავის ნათელ სახეს გაგიხსნის იმდენად, რამდენადაც შენ მის დატევას შეძლებ ისე, რომ არ დაგწვას. ამასთან ერთად, იგი მოიტანს ყველაფერს, მაგრამ მიხვდები, რომ მის ბრწყინვალე და უტკბილეს სახეზე მეტი არაფერი გჭირდება.

როდესაც ცხოვრების შფოთსა და ფუსფუსში მხედველობიდან გამოგრჩება ჭეშმარიტების ნამდვილი სახე, მარტოობასა და ნაღველს შეიგრძნობ თვით ყველაზე ახლობელი ადამიანების – მეგობრებისა და ნათესავების გვერდითაც კი, იქნები ისე, როგორც ბავშვი ძმებსა და დებს შორის, მაგრამ უდედოდ: რამდენი ნათესავიც არ უნდა ეხვიოს გარს, ბავშვისათვის დედაზე ახლობელი არავინაა. ასევე შეიგრძნობ შენც, რომ ჭეშმარიტება ყველაზე ახლობელი და ძვირფასი გახდა იმათ შორის, ვისთანაც შენ ყოველდღიურად ტრაპეზს შეექცევი.


скачать dle 11.3