კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გადააქცია „ზამთრის აივნად“ დიზაინერმა ლანა გოგილაშვილმა


ჩვენს რუბრიკაში უკვე ათეულობით ადამიანის ლამაზი სახლია გადაღებული, მათ შორის იყვნენ ინტერიერის დიზაინერებიც და, დავაკვირდი, რომ მათი ბინები ყველაზე სადაა, ზედმეტი მორთულობების გარეშე. როგორც ინტერიერის დიზაინერის, ლანა გოგილაშვილის ბინაში ყოფნის დროს გავარკვიე, აღმოჩნდა, რომ ხელოვანები მთელ თავის ფანტაზიასა და წარმოსახვის უნარს იმ ადამიანებზე „ხარჯავენ“, რომელთა საცხოვრებლებიც იდეალურ მდგომარეობამდე მიჰყავთ. ლანა იმ დიზაინერთა რიცხვს ეკუთვნის, რომელსაც ბინის პატრონები თავიდან ბოლომდე ენდობიან. როგორც თავად აღნიშნა, თუ კედელზე „წითელ-ყვითელის“ არევაც მოუნდება, ეს ისეთი გემოვნებით იქნება გაკეთებული, რომ ვერავინ შეეწინააღმდეგება. თავად დიზაინერი თბილისის ცენტრში, ახალაშენებულ ბინაში, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. სახლი იდეალურად არის მორგებული იმაზე, რომ ახალგაზრდა ოჯახმა მყუდროდ და კომფორტულად იცხოვროს.

ლანა გოგილაშვილი: ბინის დიზაინი რაც შეიძლება სადა და ერთი ტონალობის ფერებში გადავწყვიტე. ძალიან მიყვარს სახლები შპალერით. ამიტომ, დიდი დატვირთვა სწორედ შპალერზე გავაკეთე, რაც უფრო მეტ სითბოს ანიჭებს ბინას, ვიდრე შეღებილი კედლები. თუმცა, დღეს რომ ვარემონტებდე, შპალერს, როგორც დეკორატიულ ელემენტს, ისე გამოვიყენებდი და ისინი უფრო მკვეთრი ფერების იქნებოდა, ვიდრე ახლაა.

განსაკუთრებით საინტერესოა მისაღებ ოთახში ღია სალათისფერი ტყავის სამეული, რომელიც სახლში მისულ ნებისმიერ სტუმარში განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს.

ლანა: როდესაც ამ სამეულის ყიდვა გადავწყვიტე ვერავინ გაიგო მიზეზი, მეუბნებოდნენ, რომ მალე მომბეზრდებოდა, თვალს დაღლიდა, მაგრამ, ისე გადავირიე, არავის აზრი არ გამითვალისწინებია და შევიძინე. დღეს კი ყველა კმაყოფილია. ჩემი სახლი მის გარეშე ვერავის წარმოუდგენია. მისაღები ოთახის კედლების ფერიც, ვფიქრობ, ძალიან უხდება სამეულს. კედლები და ფარდები ზოლიანია, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის სივრცის შეგრძნებას და ჭერს უფრო „ამაღლებს“. ავეჯის უმრავლესობა შეკვეთით არის დამზადებული, ნაწილი კი ნაყიდია. ვერ გეტყვით, რომ შეკვეთამ დიდი დისკომფორტი შემიქმნა, ძალიან მალე დამზადდა და საკმაოდ კარგი ხარისხის გამოვიდა.

ოჯახის ყველაზე საყვარელი შეკრების ადგილი მაინც სამზარეულოა. თავიდანვე გავითვალისწინე, რომ სამზარეულო რაც შეიძლება დიდი და ნათელი ყოფილიყო, გამოცდილებით ვიცოდი, რომ, როგორც ოჯახის წევრებს, ისე სტუმრებს, მაინც სამზარეულოში ყოფნა უყვართ. სხვათა შორის, სამზარეულოს პატარა, დახურული აივანიც აქვს. მხოლოდ ერთი კედელია ღია, რომელიც შემინულია და ერთგვარ „ზამთრის აივნად“ ვიყენებთ, სადაც ბავშვები თამაშობენ. სამწუხაროდ, კორპუსს დიდი ეზო არ აქვს და მირჩევნია, პატარები სახლშივე იყვნენ ჰაერზე (იცინის).

ხისფერი სამზარეულო გარნიტური ძალიან უხდება ლურჯ კედლებს და საკმაოდ საინტერესო, უცნაური შეფერილობის იატაკს. ოთახებში კი სადა პარკეტია დაგებული, რაც სხვადასხვა ფერში გადაწყვეტილ კედლებს ეხამება.

ლანა: არ მიყვარს სახლის ზედმეტი ნივთებით დატვირთვა. ერთადერთი, რასაც ვერ ვეწინააღმდეგები, ეს ჩემი სპორტსმენი ქმრის გამარჯვების თასები, სიგელები და დიპლომებია, რომლებიც საპატიო ადგილს იკავებს ტელევიზორის გვერდით. მართალია, ბავშვებს ჰქონდათ ამ თასებით გართობის სურვილი, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ ეს სურვილი ვერ შევუსრულეთ. სხვა ძვირფასი თუ ანტიკვარული ნივთები სახლში ნაკლებადაა, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ, თუ სხვის სახლს ვაკეთებ, არავითარ შემთხვევაში მათ არ ვიყენებ. გარემოებებიდან და ოჯახის გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს, თუ რა სტილში სურთ მათ ბინის მოწყობა. ამის გამო ხშირად მიწევს მშრალ ხიდზე სიარული და უცნაური ნივთების შეძენა. მათი რესტავრაციით ან უჩვეულო სინთეზით საინტერესო შედეგს ვიღებ ხოლმე. გარდა ამისა, რაც უნდა ლამაზი იყოს ძველი ნივთი ის გარკვეული ენერგეტიკის მატარებელი მაინც არის, გადაკეთების ან რესტავრაციის შემთხვევაში კი, ნივთის აურა იფანტება.


скачать dle 11.3