კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ უწყობს ყოველ ახალ წელს სიურპრიზებს სალომე ღვინიაშვილს და რა მისია დააკისრა მან მეუღლესა და შვილებს


ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი წყვილი, სალომე ღვინიაშვილი და ზურა ხიზანიშვილი, სამ უსაყვარლეს შვილთან ერთად, უკვე რამდენიმე წელია, მანჩესტერში ცხოვრობს. ისინი თითქმის ოთხი წელია, ახალ წელსაც და შობასაც უცხოეთში ხვდებიან და, რა თქმა, უნდა, არც ეს ახალი წელია გამონაკლისი. თუმცა, როგორც სალომემ მითხრა, მათ სუფრაზე ყოველთვის არის ქართული კერძები და ქართული განწყობა.


სალომე: უკვე მოვიდა თოვლი, თანაც, ძალიან დიდი (ინტერვიუ ჩაწერილია 30 დეკემბერს – ნ.უ). რაც აქ ვცხოვრობ, ასეთი ლამაზი და დიდი თოვლი არ მინახავს. ძალიან მიხარია, საშობაო განწყობას მიქმნის, ბავშვებსაც ძალიან უხარიათ.

– ანუ, გიყვარს ზამთარი და თოვლი?

– ძალიან მიყვარს სითბო, მზე, დიდ ენერგიას ვიღებ ხოლმე და, შესაბამისად, ძალიან მიყვარს ზაფხული. ზამთარიც მიყვარს, მაგრამ თოვლიანი, ლამაზი. ზამთარსაც თავისი ხიბლი აქვს. სიცივეს სითბო მირჩევნია, მაგრამ ზამთარს ის პლუსები აქვს, რომ ახალი წელი, შობა მოდის, მიყვარს, როდესაც თხილამურებით სასრიალოდ მივდივარ.

– თხილამურებით კარგად სრიალებ?

– დიახ, საკმაოდ კარგად. 3 წლის ვიყავი, როდესაც ბაკურიანში პირველად დავდექი თხილამურებზე – ჩემი მასწავლებელი მყავდა, რომელიც სრიალს მასწავლიდა. შემდეგ უკვე სპორტულ სკოლაში დავდიოდი, სერიოზულად მოვეკიდე ამ საქმეს, მაგრამ ახლა მოყვარულის დონეზე მივყვები სპორტის ამ სახეობას. როგორც კი დრო და საშუალება მაქვს, სულ ვსრიალებ. ვგიჟდები, ძალიან მიყვარს.

– ალბათ, ინგლისურ ზამთარს უფრო მეტი ხიბლი აქვს.

– თბილისში არ მიყვარს ზამთარი – ტალახია, ტლაპოა, ყველგან ცივა, გეზარება გარეთ გასვლა. აქ არ მაქვს ასეთი მომენტი, არსად წასვლა არ მეზარება, ყველგან თბილი და ძალიან კარგი სიტუაციაა. აქ როგორც ყველა ევროპულ ქალაქში, 24 დეკემბრის ღამით აღნიშნავენ შობას. ჩვენ, ჩვეულებრივ, ჯერ ახალ წელს ვზეიმობთ და მერე, 7 იანვარს – შობას. ძალიან მიყვარს ეს დღესასწაულები.

– ნაძვის ხის მორთვაც გეყვარება.

– ძალიან მიყვარს, პატარა ბავშვივით ვარ ხოლმე. თანაც, შვილები მყავს და ამათთვის ყველაფერს ვაკეთებ, თუმცა მეც და ზურასაც ძალიან გვიხარია ნაძვის ხის მორთვა. ერთად წავედით, დიდი, ძალიან ლამაზი ცოცხალი ნაძვის ხე ვიყიდეთ და ბავშვებთან ერთად მოვრთეთ. სახლიც ძალიან ლამაზად გვაქვს მორთული, რამდენიმე ხნით ადრე შევიქმენით საახალწლო განწყობა.

– ალბათ, ყოველ ახალ წელს ალაგებს თოვლის ბაბუა საჩუქრებს ნაძვის ხესთან.

– დიახ, ყოველთვის მოაქვს საჩუქრები, თანაც, ყველასთვის, ღამით ნაძვის ხესთან გვიწყობს და მერე ვნახულობთ. ბავშვები განსაკუთრებულად ელოდებიან ამ დღეს, საჩუქრებს. დათუნა უკვე დიდია და ზუსტად იცის, რა უნდა, ამიტომ, გვეუბნება ხოლმე, ტასო და ნიტა კი ჯერ პატარები არიან და მე ვურჩევ მათ საჩუქრებს.

– შენ არ აძლევ სანტა კლაუსს საჩუქრის შეკვეთას?

– არა, არ ვაძლევ, მირჩევნია, ეს სიურპრიზი იყოს. თუმცა, ჩემმა „სანტა კლაუსმა“ ზუსტად იცის, რა მინდა და, ამიტომ, კარგ სიურპრიზებს მიკეთებს.

– როგორ აღნიშნავდით ბავშვობაში ახალ წელს, შობას?

– 31 დეკემბერს მთელი ოჯახი ყოველთვის სახლში ვხვდებოდით ახალ წელს, თავისი ტრადიციების დაცვითა და მეკვლით. როდესაც მე და ჩემი და პატარები ვიყავით, ბალიშის ქვეშ გვიდებდნენ საჩუქრებს და ძალიან გვიხაროდა. ეს დღე ყოველთვის ლამაზი და კარგი იყო და თითქმის არაფერი შემიცვლია. ახლაც ყოველთვის სახლში ვხვდებით ახალ წელს და შემდეგ მივდივართ სადმე. როდესაც საქართველოში ვცხოვრობდით, ამ დღეს სულ ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ერთად აღვნიშნავდით. ახლა, უკვე ოთხი წელია, მე და ზურა, თუ ჩვენი ოჯახის წევრები არ არიან ჩამოსულები, მარტო ვხვდებით ახალ წელს. დამოუკიდებლად, ვამზადებთ ჩვენი პატარა ოჯახისთვის რაღაცეებს. მგონი, ყველა ახალ წელს თავისი განსაკუთრებული ხიბლი აქვს.

– შენ გიწევს საახალწლო სუფრისთვის საცივის, გოზინაყის მომზადება?

– ყოველთვის გვაქვს საახალწლო სუფრა, თავისი ტრადიციული კერძებით. გოზინაყი ჯერჯერობით არ მომიმზადებია, სიმართლე, რომ გითხრათ, არ ვიცი, როგორ კეთდება, რადგან სულ მიგზავნიან. ახლაც ჩამომიტანეს და, ალბათ, არ მომიწევს წვალება. რაც შეეხება საცივს, ჯერ არ მომიმზადებია, ბაჟეს კი ხშირად ვაკეთებ. ჯერჯერობით ასეთი რთული რაღაცეები არ გამიკეთებია, მაგრამ დანარჩენს, რაც საახალწლო სუფრისთვის არის საჭირო, ვამზადებ ხოლმე. საცივისა და გოზინაყის მომზადება ჯერ არ დამჭირვებია, მაგრამ, თუ დამჭირდება, აუცილებლად გავაკეთებ. თავიდან არაფრის გაკეთება არ ვიცოდი, უფრო სწორად, მეგონა, რომ არ ვიცოდი, მაგრამ როგორც კი დამჭირდა, მშვენივრად მოვახერხე, არ გამჭირვებია.

– როგორ ხვდებით შენ და ზურა ახალ წელს, სად მიდიხართ ხოლმე 12 საათის შემდეგ?

– აქ ძალიან ლამაზად აღნიშნავენ ახალ წელს. შარშან ჯერ სახლში შევხვდით და მერე ზურას გუნდელთან წავედით სახლში, წვეულება მოაწყო და კარგი დრო გავატარეთ. ჩვენს სახლთან ახლოს არის ძალიან პოპულარული, არცთუ ისე დიდი კლუბი, სადაც ძირითადად ფეხბურთელები და ცნობილი ადამიანები დადიან. იქ გასული საუკუნის 20-იანი წლების კარნავალი უნდა მოეწყოს, სპეციალური სამოსით და წასვლას ვაპირებთ, ბილეთები უკვე ვიყიდეთ.

– 12 საათზე სურვილებსაც ხომ არ ჩაუთქვამ?

– არა, უბრალოდ, ველოდებით ახალი წლის დადგომას, მერე ვსხდებით სუფრასთან, ვისვრით „ხლაპუშკებს“ და ჩვეულებრივად აღვნიშნავთ.

– მეკვლეც გყავთ?

– ბავშვები არიან ხოლმე ჩვენი მეკვლეები. პატარაობისას მე და მამაჩემი ვიყავით ჩვენი ოჯახისა და მეზობლის მეკვლეები. ჯერ მასთან მივდიოდით და მერე სახლში შემოვდიოდით. ამბობდნენ, რომ კარგი ფეხი გვქონდა. ახლა ბავშვებს გადავულოცეთ, მათ უფრო უხარიათ ამ მისიის დაკისრება.

– შობას სად უნდა შეხვდეთ?

– აქ არის რუსული მართლმადიდებლური ეკლესია და, როცა ვახერხებთ, მივდივართ ხოლმე. ძალიან მიყვარს შობა. უბრალოდ, აქ არავინ აღნიშნავს 7 იანვარს, არ იგრძნობა საზეიმო განწყობა და ცოტა გული მწყდება. მაგრამ ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ.

– სადმე გამგზავრებას ხომ არ აპირებთ, თუ, ზურას არ სცალია?

– ზურას ზაფხულამდე არ აქვს დასვენება. რამდენიმე დღე თავისუფალი იყო და პარიზში ვიყავით. ძალიან კარგად გავატარეთ სამი დღე. ჩვენ თითქმის ყოველ წელს დავდივართ პარიზში. ორივეს ძალიან გვიყვარს ეს ქალაქი. მე იქ რამდენიმე ხნის განმავლობაში ვცხოვრობდი, ჩემი ქალაქია. ვერ ვიტყვი, რომ თბილისივით მიყვარს, მაგრამ, პარიზში რომ ჩავდივარ, ასე მგონია, ჩემს ქალაქში ჩავედი. ქუჩაში რომ დადიხარ, ხვდები, რომ ყველაფერი გიყვარს. მე და ზურას პარიზში გვაქვს ჩვენი საყვარელი რამდენიმე ადგილი – რესტორნები, კაფეები და რომ ჩავდივართ, აუცილებლად იქ უნდა მივიდეთ. იქაურობა კარგ მოგონებებთან არის დაკავშირებული და ამიტომ ჩვენთვის ძვირფასია. მგონი, პარიზი უკვე ზეპირად ვიცით, მაგრამ ახალ-ახალ რაღაცეებსაც ვპოულობთ ხოლმე. თუ სამი დღით მივდივართ მაქსიმალურად ვცდილობთ, დავისვენოთ, ვისეირნოთ და „ვიშოპინგოთ“.


скачать dle 11.3