კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე ჭორაობენ „მილანის“ ფეხბურთელების ცოლები და სად უწყობს რომანტიკულ საღამოებს მეუღლეს ანუკა არეშიძე


უმშვენიერესმა ანუკა არეშიძემ, მისმა წარმატებულმა მეუღლემ და მათმა ძალიან საყვარელმა ხუთი თვის ვაჟკაცმა, ახალი წლის წინა პერიოდი თბილისში გაატარეს. პატარა ლევან კალაძისთვის ეს პირველი ვიზიტი იყო თბილისში და, ცოტა არ იყოს, გაუჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება, თუმცა მის განებივრებაზე ბებია-ბაბუები აქტიურად ზრუნავდნენ. მშვენიერი წყვილი ზაფხულში აპირებს ჯვრის დაწერას და ლევანის მონათვლას.


ანუკა: ლევანს ბებიები ძალიან ანებივრებენ, მე და ძიძა კი, სიმკაცრეს ვიჩენთ. ძალიან უყვარს ხელში ჭერა. მილანში თავისი სკამი აქვს და ვაიძულებთ, რომ იმაზე იჯდეს, აქ კი ყველას ხელში უჭირავს და სიხარულისგან ჭკუაზე არ არის.

– ალბათ, კახაც ანებივრებს.

– მართლაც ასეა და, არ მინდა, რომ გაიზრდება, ზედმეტად განებივრებული იყოს. კახას ძალიან უყვარს, მე ასეთი გიჟი მამა ჯერ არ მინახავს. ლევანს კბილები ამოსდის და ღრძილები აწუხებს. ერთხელ ძალიან ტიროდა, ორი საათის განმავლობაში არ გაჩერებულა. ისე ინერვიულა კახამ, მაშინვე ექიმს დაურეკა. ხელშიც იჭერს ბავშვს, აჭმევს კიდეც, ტანსაცმელსაც აცმევს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ უცვლის.

– სიურპრიზებითაც ანებივრებს ცოლ-შვილს?

– ყოველთვის იცის, რა მინდა, რა მჭირდება და ყველაფერს მიკეთებს. მეც არ მაქვს განსაკუთრებული მოთხოვნები, ფოიერვერკები მომიწყვე-მეთქი და ასე შემდეგ.

– და, მაინც, რა უნდა ანუკას?

– ეგოისტი ვარ და ერთადერთი, რაც ძალიან მინდა, ის არის, რომ ჩემთან ერთად ხშირად იყოს. როდესაც ვარჯიში ან, თამაში აქვს, იმ დროს ცუდ ხასიათზე ვდგები, იმიტომ, რომ ჩემთან არ არის. შაბათ-კვირას დასვენების დღეები მაქვს და მინდა, მეუღლესთან და ბავშვთან ერთად გავატარო. შაბათს მე და ბავშვი ერთად ვართ, ვსეირნობთ, ხოლო კვირას კახას თამაშის საყურებლად მივდივარ. მე მომწონს ასეთი ცხოვრება, შევეგუე, არ მაქვს იმის პრეტენზია, გინდა თუ არა სახლში დარჩი-მეთქი. პირიქით, სულ იმას ვეუბნები, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ფეხბურთი დიდხანს ითამაშოს. რაღაც უნდა დათმო, რომ სამაგიეროდ სხვა რაღაც მიიღო.

– კვირის განმავლობაში არ გაქვთ ერთი დღე, როდესაც სულ ერთად ხართ?

– გვაქვს, ორშაბათი ან კვირა, გააჩნია, როდის აქვს თამაში. ახლა ჩემპიონთა ლიგის თამაშებია და ოთხი დღე არ არის ჩემთან. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი რამეა, განვიცდი, ვფიქრობ, იქ როგორ არის. ის კი იმას განიცდის, ჩვენ როგორ ვართ, საათში ათჯერ მაინც უნდა დარეკოს.

– გაქვთ ამოჩემებული ადგილი, სადაც ყოველთვის მიდიხართ?

– პარიზშიც ხშირად მივდივართ, ვსეირნობთ, მილანშიც ხშირად დავდივართ სასეირნოდ. ცენტრში ერთი ადგილი საახალწლოდ ძალიან ლამაზად არის მორთული, სადაც მე და კახა ღამის 12 საათის შემდეგ გავდივართ და ვსეირნობთ, ხანდახან ბავშვიც გაგვყავს. რაც კახა გავიცანი, მას შემდეგ არ ყოფილა ისეთი დღე, მე და კახა ჩვენს საყვარელ რესტორანში რომ არ წავსულიყავით.

– იმ რესტორანში გაიცანი კახა?

– არა, იმ რესტორანში, სადაც გავიცანი, მაქსიმუმ ხუთჯერ ვართ ნამყოფი – ჩვენთვის იქ წასვლა ყოველთვის დღესასწაული უნდა იყოს. ქორწინების წლისთავი რომ გვქონდა, მაშინ ვიყავით და როდესაც განსაკუთრებული სტუმრები გვყავს, მაშინ მივდივართ. კახა იმ მაგიდას უკვეთავს, რომელთანაც ჩვენი პირველი შეხვედრა მოხდა.

– როგორც ვიცი, თქვენი შეხვედრა ასეთ განვითარებას არ ისახავდა მიზნად.

– ნამდვილად ასეა და, შესაბამისად, არ ვიყავი დაბნეული. სანამ თბილისიდან წავიდოდი, ჩემი მეგობრები და ახლობლები ამბობდნენ, კახა რომ ნახავს, შეუყვარდება ანუკა და ცოლად მოიყვანსო.

– ანუ, გიწინასწარმეტყველეს?

– დიახ, თუმცა, მაშინ მეცინებოდა ამაზე. იმიტომ, რომ 18 წლის ვიყავი და საერთოდ არ ვფიქრობდი გათხოვებაზე. იმასაც კი ვამბობდი, როგორ შეიძლება, ქალმა სიყვარულის გამო კარიერა მიატოვოს-მეთქი. მაგრამ, რაზეც კი ვთქვი, ეს როგორ უნდა გავაკეთო-მეთქი, ღმერთმა ყველაფერზე ფაქტის წინაშე დამაყენა.

– კახა ყოველთვის სასურველი საქმრო იყო, მანამდე მასზე არასდროს გიფიქრია?

– არა, ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რაღაც იყო და ამიტომ ამაზე არ მიფიქრია, თანაც, არ ვარ მეოცნებე. ერთადერთი, რაზეც მაშინ ვფიქრობდი, ეს იყო დიდი პოდიუმი, პარიზის, ლონდონის, მილანისა და ნიუ-უორკის „ფეშენ ვიკებში“ მონაწილეობა, სხვა არაფერი მინდოდა.

– მაგრამ, სიყვარულის გამო ამ ყველაფერზე უარი თქვი, თუმცა, იქ მოხვედრის დიდი შანსი და შესაძლებლობა გქონდა.

– დიახ, უარი ვთქვი. მერე ბევრმა კახაზე ისიც თქვა, ევროპაში ცხოვრობს და მაინც როგორი აზიატია, როგორ დაანებებინა ცოლს მოდელობისთვის თავიო. ეჭვიანი არის, მაგრამ აზიატი – არა. როგორია: ხარ მოდელი, ღამის 3 საათზე მიდიხარ სახლში და მეუღლე გელოდება?! კახა ფეხბურთელი რომ არ იყოს, მთელი დღის განმავლობაში არ მუშაობდეს და ძალიან დაღლილი არ მოდიოდეს სახლში, მაშინ, კიდევ შეიძლება, დამელოდოს. მაგრამ, წარმოიდგინე, თამაშის მერე მოდის დაღლილი, უნდა, ცოლს ჩაეხუტოს, ნუგეში ნახოს და, ამ დროს, მისი მეუღლე ღამის 3 საათზე ბრუნდება სახლში. ერთხელ – არაფერი, ორჯერ – არაფერი, მაგრამ მერე უკვე ურთიერთობა ფასს დაკარგავს. შეყვარებულობის დროს ისეთი გიჟური გრაფიკი მქონდა, რომ, მივხვდი, თუ ასე გავაგრძელებდი, ჩვენ ერთად ვერ ვიქნებოდით, ოჯახი უნდა დამენგრია, იმიტომ, რომ დღეში მაქსიმუმ ნახევარი საათით ვხვდებოდი. თვითონ ამაზე არაფერი უთქვამს, უბრალოდ სიტუაციამაც მიკარნახა, რომ ასე უნდა მოვქცეულიყავი. ახლა, როდესაც კახა სახლში ბრუნდება, მაქსიმალურად ვცდილობ, კომფორტი შევუქმნა. დღესვე შემიძლია, მივიდე სააგენტოში და გავაგრძელო მოდელობა, მაგრამ ამას ფიზიკურად ვერ მოვახერხებ. ამიტომ, ამ სფეროსთან რომ ვყოფილიყავი ახლოს, დავიწყე სწავლა მოდის ინსტიტუტ „მარაგონში“ და ვარ მომავალი სტილისტი, გავაკეთებ ყველაფერს, რაც მოდას ეხება. ჩემი ბიზნესიც მინდა ავაწყო და, ვნახოთ, რა გამოვა.

– შენ თქვი, კახა ეჭვიანიაო. როგორ გამოხატავს ეჭვიანობას?

– არ გამოხატავს, მენდობა. ხუთი თითივით ვიცნობ კახას, თვითონაც მეუბნება ხოლმე, ერთადერთი ადამიანი ხარ, რომელიც ბოლომდე მიცნობსო. უბრალოდ, როდესაც კაცს უყვარხარ, ის გარკვეულწილად არის ეჭვიანი, მაგრამ ისეთი არა, აქეთ-იქით არ გაიხედოო. მეც მაქვს ხასიათში ეს თვისება, მაგრამ ორივე ვენდობით ერთმანეთს.

– როგორია შენი თვალით დანახული კახა? ხომ თქვი, რომ ბოლომდე ვიცნობო.

– ძალიან კეთილია, თავმდაბალი. ბევრ სხვას იმისთვის რომ მიეღწია, რასაც კახამ მიაღწია, ალბათ, თავში აუვარდებოდა. თავიდან კახა მეც ასეთი მეგონა, ვფიქრობდი, თავში ექნება ავარდნილი-მეთქი, მაგრამ საერთოდ არის ასეთი, ძალიან ყურადღებიანი, ზრდილობიანია. ერთმანეთსაც ვგავართ, ორივე წყლის სტიქიას მივეკუთვნებით და კარგად ვეწყობით ერთმანეთს. ყველაფერი საათივით გვაქვს აწყობილი: მე ვიცი, მას რა უნდა, მან კი იცის, მე რა მინდა და იშვიათად ვკამათობთ.

– ფეხბურთელების მეუღლეები ერთმანეთს არ ხვდებით?

– არის დღეები, როდესაც ერთად ვიკრიბებით, ვაწყობთ საღამოებს. ყველანი ძალიან კარგები არიან, ძირითადად მოდაზე ვჭორაობთ ხოლმე. ბევრს არ ჰყავს ცნობილი მეუღლე, ერთადერთი, მალდინის ცოლი იყო ძალიან გამორჩეული, საოცრად ლამაზი და დახვეწილი ქალია.

– რა აჩუქე ქმარს საახალწლოდ?

– ნაძვის ხე მოვრთე დოლარებით – ვერ მოვასწარი სათამაშოების ყიდვა. კახას უყვარს ასეთი რაღაცეები. საჩუქრის ჩუქებას, ჯობია, რაღაც მოვუწყო, დიზაინი შევცვალო – ასეთი რამეები უფრო სიამოვნებს. ყოფილა შემთხვევა, სუნამო მიჩუქებია და არ დაუსხამს, რადგან ერთი აქვს ამოჩემებული და სხვას არ ისხამს. ამიტომ, საჩუქრების გაკეთებას თავი დავანებე და, რაც მოსწონს, იმას ვუკეთებ. რომანტიკულ საღამოებსაც ხშირად ვუწყობ, ძალიან უყვარს.


скачать dle 11.3