კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“გვირილამ„ დევნილ ბავშვებს საახალწლოდ ნამდვილი დღესასწაული მოუწყო


გასულ კვირას თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი პატარებმა დაიპყრეს: თბილისის მერიის ეგიდით ასოციაცია „ჯადოსნურმა ხმებმა“ საახალწლო კონცერტი-ფესტივალი ჩაატარა. ღონისძიება დევნილ ბავშვებს მიეძღვნა: კონცერტს დაესწრო 850 დევნილი ბავშვი ცხინვალის რეგიონიდან, რომლებიც ამჟამად წეროვანსა და კოდაში ცხოვრობენ. მათთვის საახალწლო განწყობის შესაქმნელად სცენაზე ერთმანეთს ეცილებოდნენ ყველასთვის საყვარელი საბავშვო მუსიკალური ჯგუფები: „გვირილა“, „ივერიელი“, „თამარიონი“, „ჩირაღდანი“, „ფოლკი“; აგრეთვე, თეატრალური სტუდია „კაი ყმა“ და ანსამბლი „ლაშარი“. უამრავი სიურპრიზი დაახვედრა პატარებს პროექტის გენერალურმა სპონსორმა „ნატურალ პლუსმა“, „ტკბილმა ქვეყანამ“, სადაზღვეო კომპანია „ვესტმა“, „დეკა თრეველმა“.

პროექტი ინტეგრაციული შინაარსის იყო: სცენაზე გამოვიდნენ ბავშვები ახალგორიდან. კონცერტზე გაჟღერდა ყველასთვის საყვარელი საახალწლო სიმღერები ახალი ინტერპრეტაციით: ნიკოლაიშვილის სიმღერა „მე რომ თოვლის პაპა ვიყო“, რომელიც ნუგზარ კვაშალმა და ანსამბლ „გვირილას“ სოლისტმა გიორგი ღოღობერიძემ შეასრულეს. ასევე იაკობ ბობოხიძის სიმღერა კინოფილმიდან „კუჩხი ბედინერი“, ნინო დვალიძისა და გურამ ჯაშის შესრულებით. აღსანიშნავია, რომ ანსამბლი „გვირილა“, როგორც ყოველთვის, გამოირჩეოდა თავისი გემოვნებიანი და დახვეწილი რეპერტუარით. წლის საუკეთესო ქორეოგრაფიული ანსამბლის დიპლომი ბატონმა გივი სიხარულიძემ ანსამბლ „ივერიელს“ გადასცა (ხელმძღვანელი გიორგი ალიმბარაშვილი), ხოლო ასოციაცია „ჯადოსნურმა ხმებმა“ წლის საუკეთესო ვოკალური სტუდიის წოდება „გვირილას“ მიანიჭეს. სასცენო ჩაცმულობაზე ზრუნავდა სამოდელო სახლი „მარი გოლდი“ და, როგორც ყოველთვის, მისი კოსტიუმები დახვეწილი გემოვნებით გამოირჩეოდა. პროექტს აქტიურ მხარდაჭერას უწევდა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი. ღონისძიებას უძღვებოდნენ ნუგზარ კვაშალი და ჟურნალისტი ნინო ჩიხლაძე. ფილარმონიაში ჩატარებულმა ამ ლამაზმა საახალწლო ღონისძიებამ დიდი სიხარული და სიამოვნება მიანიჭა დამსწრე საზოგადოებას, განსაკუთრებით კი – პატარებს.


скачать dle 11.3