კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის მოიაზრებს ედუარდ შევარდნაძე საქართველოს მომავალ პრეზიდენტად და პრემიერ-მინისტრად


რუსული პოლიტიკური ელიტა ამ ბოლო დროს აშკარად მიანიშნებს, რომ საქართველოსთვის დაბალანსებული პოლიტიკა ერთადერთი გამოსავალია, თუმცა არ აკონკრეტებს, სათავისო თუ საჩვენო პრობლემების გადასაწყვეტად. მეორე მხრივ, რაკი დაბალანსების პოლიტიკის ფუძემდებლად თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში ედუარდ შევარდნაძე მიიჩნევა, სავსებით ლოგიკურია, რომ ყოფილ პრეზიდენტს ვესტუმრეთ და ბალანსის ავკარგიანობაზეც გავესაუბრეთ.


– რატომ მოენატრა რუსეთს თქვენი მმართველობა და, საერთოდაც, თქვენ რატომ აირჩიეთ მართვის სტილად დაბალანსების პოლიტიკა?

– დაბალანსების პოლიტიკა ერთ-ერთი გამოსავალია პატარა ქვეყნისთვის. რომ იარსებო, ანგარიში უნდა გაუწიო შენს მეზობლებს, ჩვენი მეზობლები კი დიდი სახელმწიფოები არიან: რუსეთი, თურქეთი, ირანი. ეს ჩემი მოგონილი არ არის, საქართველო საუკუნეების განმავლობაში ამ პოლიტიკის მიმდევარი იყო და იმიტომაც შემოინახა თავი. ბოლოს და ბოლოს, რა არის ბალანსი: რუსეთთან ერთი ურთიერთობა გაქვს, თურქეთთან – მეორე, მათ შორის გარკვეული წინააღმდეგობაა, შენ კი ამ წინააღმდეგობით სარგებლობ.

– ხან ერთის მხარეს ხარ, ხან – მეორის?

– (იცინის) სხვათა შორის, დაბალანსების პოლიტიკა დიდი სახელმწიფოებისთვისაცაა დამახასიათებელი, რადგან მათ თავიანთი ინტერესები აქვთ, თავიანთი კონკურენტები და მოკავშირეები ჰყავთ და, ამ ფონზე დაბალანსების პოლიტიკა მათთვისაც აუცილებელია.

– თქვენთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, რამდენად მომგებიანი აღმოჩნდა დაბალანსების პოლიტიკა, თუ 2003 წლის ნოემბერს გავიხსენებთ. მაშინ რატომ გახდით მიუღებელი როგორც რუსეთისთვის, ისე ამერიკისთვის, დაბალანსების გამო?

– დაბალანსების პოლიტიკა არაფერ შუაშია. ამერიკაში იყო გარკვეული წრეები, მაგალითად, სოროსი, ცნობილი მილიარდერი, ის ჯერ დამოუკიდებელი საქართველოს მხარეს იყო და გვეხმარებოდა, როგორც შეეძლო: სტიპენდიებს უნიშნავდა მასწავლებლებს და ასე შემდეგ. შემდეგ გადაიბირეს ამერიკის სამსახურებმა. არ მგონია, რომ ადმინისტრაცია ყოფილიყო გარეული ამ საქმეში, მაგრამ იქ არის „ეფესბესა“ და იგივე „კაგებეს“ მსგავსი ორგანიზაციები, მათ თავიანთი მიზნები აქვთ და ბევრისთვის, ალბათ, შევარდნაძე, რომელიც ახერხებდა ამერიკასთანაც კარგად ყოფილიყო და რუსეთთანაც, აღმოჩნდა მიუღებელი. ვარდების რევოლუცია, ფაქტობრივად, სოროსმა დააფინანსა.

– რუსეთის ჩარევას რით ხსნით?

– რუსეთი ფიქრობდა, რომ უფრო მორჩილი ხელისუფლება მოვიდოდა. შევარდნაძეს მაინც მთელი მსოფლიო იცნობდა და ეს დამოუკიდებლობის ერთგვარი გარანტია იყო.

– ახლა რატომღა გაუჩნდა თქვენი ნოსტალგია?

– რუსეთმა რა მოიგო იმით, რომ შევარდნაძის ნაცვლად სხვა მოვიდა?!

– მოგებად არ ჩავუთვალოთ აღიარებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი?

– ძალიან ხშირად მითქვამს, რომ რუსეთმა დიდი შეცდომა დაუშვა აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარებით. რუსეთმა ისეთი პრეცედენტი შექმნა, რომელიც ბიძგს მისცემს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას თვით რუსეთის ტერიტორიაზე. ეს მაშინ ვერ გაიაზრეს, მაგრამ ახლა ხვდებიან და ამიტომაც ცდილობენ, რომ საქართველოსთან ურთიერთობა მოაწესრიგონ. პრიმაკოვს დაავალეს, რომ ჩამოვიდეს და ვიღაცეებს დაელაპარაკოს. ესე იგი, რუსეთი ხვდება, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მიმართ ატარებდა, შეცდომა იყო.

– თქვენი აზრით, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ვის აქვს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის უნარი?

– ჯერჯერობით პრეზიდენტს კიდევ დარჩა ვადა. რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, მე უკვე ვთქვი, რომ არის ორი-სამი კაცი, მაგრამ გვარები არ დავასახელე და არც ახლა ვიტყვი.

– ქალიც ხომ არ ურევია მათში?

– არა, სამივე კაცია. ჩემი აზრით, ისინი შესანიშნავად გაუძღვებოდნენ ქვეყანას. ეს ის ხალხია, რომლებსაც რუსეთთან შესანიშნავი ურთიერთობები აქვთ, ზოგიერთი მუშაობდა კიდეც რუსეთში, არც პრეზიდენტთან არიან დაპირისპირებული. მოვა დრო და მათ დავასახელებ. შეიძლება, ზოგი პრეზიდენტი იყოს, ზოგი – პრემიერი.

– სააკაშვილს აქვს შესაძლებლობა, მოაგვაროს რუსეთთან პრობლემები?

– არ ვიცი, რუსეთი რას ფიქრობს, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილი თავისი პრეზიდენტობის ვადას ამოწურავს. შემდეგ რას გააკეთებს, მისი საქმეა. ახლა იმდენად დაძაბულია რუსეთსა და სააკაშვილს შორის ურთიერთობა, რომ ძალიან ძნელად წარმოსადგენია, რომ ერთ-ორ წელიწადში მათ მეგობრული ურთიერთობა დაამყარონ.

– ნოღაიდელი რატომ გამოარჩია პუტინმა?

– ნოღაიდელს არანაირი რწმუნება არ აქვს, თუმცა ის გამოცდილი პოლიტიკოსია. ჩემს დროს ფინანსთა მინისტრი იყო; კარგი პიროვნებაა, აჭარელი კაცია, ქობულეთელი, რუსეთთან ურთიერთობა მისი ინიციატივაა.

– პუტინი ნოღაიდელს ამ უკანასკნელის ინიციატივით შეხვდა?

– ალბათ, ნოღაიდელმა სთხოვა პუტინს და პუტინი დასთანხმდა. კარგია რომ შეხვდა.

– ვისთვის ან რისთვისაა კარგი, რომ შეხვდა?

– დღეს ნოღაიდელს შეხვდება, ხვალ – შევარდნაძეს (იცინის), ზეგ – სხვას. სხვებიც ჩავლენ და სხვებსაც შეხვდებიან.

– ანუ ეს კრემლის სიგნალი იყო, ვისაც გინდათ ჩემთან ლაპარაკი, ჩამოდით და მიგიღებთო?

– ამჯერად ნოღაიდელზეა ლაპარაკი, შემდეგ, თუ სხვაც მოისურვებს, შეიძლება, იმასაც შეხვდეს. რუსეთი რწმუნდება იმაში, რომ ბევრი შეცდომა დაუშვა, ისევე, როგორც ჩვენ დავუშვით ბევრი შეცდომა. შეცდომის გასწორება კი მხოლოდ კონტაქტების დამყარებით შეიძლება.

– რუსეთს რაში სჭირდება ამ ურთიერთობების გაბმა? რას ელის ამ ურთიერთობებისგან? რას მოიგებენ პუტინთან შეხვედრებით ჩვენი ქვეყანა და კონკრეტულად ის პოლიტიკოსები, რომლებიც კრემლისკენ გზას გატკეპნიან?

– ილია მეორემ სცადა, თავის კოლეგას შეხვედროდა, არ გამოუვიდა, მაგრამ, თავისთავად, ეს მცდელობა ძალიან კარგია, იმიტომ, რომ ადამიანებს იმედი უჩნდებათ. ალბათ, ჩამოვა პრიმაკოვიც. ძნელი სათქმელია, აღადგენს თუ არა ის ამ ჩვენს გაფუჭებულ ურთიერთობას, მაგრამ აშკარაა, რუსეთი ხვდება, რომ მის მიერ გადადგმული ნაბიჯები სწორი არ იყო. თუმცა, უბედურება ისაა, რომ, რუსეთი უკანაც ვერ დაიხევს, იმიტომ რომ შავ ზღვაზე გასასვლელი სჭირდება. ყველაზე შესანიშნავი ადგილი ამისთვის კი აფხაზეთია. სხვათა შორის, თავის დროზე პუტინს ვთავაზობდი, სოხუმში ავაშენოთ დიდი პორტი, თქვენც ისარგებლეთ, ჩვენც ვისარგებლებთ და აფხაზებმაც ისარგებლონ-მეთქი, მაგრამ არ დამთანხმდა. ჩემი აზრით, რუსეთს თავისი შინაგანი წინააღმდეგობები აიძულებს, რომ ეძებოს გზა და პრიმაკოვის გამოგზავნა ერთ-ერთი გზაა.

– რუსი პოლიტოლოგები განმარტავენ, რომ, როდესაც პუტინმა თქვა, საქართველოს გაერთიანება შესაძლებელიაო, იგულისხმა, რომ მისი გაერთიანება შესაძლებელია დიდ რუსულ იმპერიაშიო?

– მე მგონი, პუტინს ასე არ უთქვამს, შეიძლება, გულში ფიქრობს ამაზე და გეგმებიც აქვს, მაგრამ მის გულში ვინ ჩაიხედავს?! პრიმაკოვის გამოგზავნა ნიშნავს, რომ უნდა ქართველებთან მოლაპარაკება.

– მეჩვენება, რომ რუსეთს გამძაფრებულად აქვს საქართველოს ფლობის სურვილი?

– ეს რუსების მენტალიტეტია. როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრად გადამიყვანეს, ჩებრიკოვი იყო უშიშროების უფროსი, შემდეგ ის პარტიის ცენტრალურ კომიტეტში გადმოიყვანეს და ადმინისტრაციული ორგანოები ჩააბარეს. ოთხი-ხუთი თვის შემდეგ, როდესაც ფორმაში შევედი, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩებრიკოვი მეკითხება, რუსეთის ისტორიას იცნობო? მე ვუპასუხე, როგორ არ ვიცნობ-მეთქი და ჩებრიკოვმა ასეთი რამ მითხრა: რუსეთის ყველა მეფე, ძლიერი თუ სუსტი, ცდილობდა, რაღაც ტერიტორია მიეერთებინა რუსეთისთვის და ასე გადაიქცა ერთ დროს არცთუ დიდი ქვეყანა უზარმაზარ იმპერიადო. ამით მიმანიშნა, შენი პოლიტიკის მიზანი უნდა იყოს ახალი ტერიტორიების შემოერთებაო.

– მთელი ქართული პოლიტელიტა თქვენ თვალწინ დაწვერულვაშდა. სააკაშვილი შედგა, როგორც პოლიტიკოსი? ამჩნევთ პოლიტიკურ ზრდას, გაიზარდა?

– რომ გითხრათ, სააკაშვილი პოლიტიკოსი არ არის-მეთქი, ტყუილი იქნება, მაგრამ პოლიტიკოსი შეიძლება იყოს კარგი და ცუდი. სააკაშვილმა ბევრი რამ ისწავლა, ბევრიც ვერა. ეს უკვე ადამიანზეა დამოკიდებული: არიან ჭკვიანები, გენიოსები, ტალანტით დაჯილდოებულები; არიან ისეთებიც, რომლებიც მზად არიან, სხვებს მოუსმინონ და მათი აზრი გაითვალისწინონ. ერთი-ორი საკითხის გარდა, ჩემს დროს ყოველთვის ვეკითხებოდი აზრს ჩემს კოლეგებს. კონსტიტუციის მიღებაზე კამათი თითქმის ოთხ წელიწადს გაგრძელდა! ბოლოს და ბოლოს, „დარდუბალას“ ვითმენდი?! მოვიდა ჩემთან შალვა რამიშვილი, დაიწყო „დარდუბალაზე“ საუბარი, მაგრამ მე ვუთხარი, ეს წარსული ამბავია-მეთქი.

– უცნაურია, შალვა რამიშვილი ირიბად „დარდუბალას“ მიხეილ სააკაშვილისადმი მიძღვნილ ნაწილს შეეწირა. თქვენ არათუ მუშაობდით, იყავით საბჭოთა სტრუქტურების ნაწილი, მაგრამ არ იყენებდით მართვისას იდეოლოგიზებულ პროპაგანდას. რით ხსნით იმას, რომ ჩვენი ახალგაზრდა ხელისუფლება ტყავისქურთუკიან და ნაგანიან პირველ კომკავშირელებს დაემსგავსა?

– ძალიან რთულია გზის არჩევა. ძალიან ბევრ რამეში არ ვეთანხმები. არ ვეთანხმები, რომ სტალინს აკრიტიკებენ, ლამის ამოთხარეს საფლავიდან. სხვა თუ არაფერი, სტალინის ხელმძღვანელობით საბჭოთა კავშირმა ფაშისტური გერმანია მიწასთან გაასწორა. სწორედ სტალინს ეკუთვნის სიტყვები, რომელიც მან წარმოთქვა ჯერ კიდევ 1942 წელს: ჰიტლერები მიდიან და მოდიან, გერმანელი ხალხი, გერმანული სახელმწიფო კი რჩებაო. ეს თეზისი შემდეგ, 90-იან წლებში, საფუძვლად დაედო საბჭოთა კავშირის პოლიტიკას გერმანიის მიმართ.

– ქართულმა საერთო მაუწყებლებმა უკვე „ვრემიაც“ კი დაჩრდილეს. რატომ აირჩია ხელისუფლებამ მართვის იდეოლოგიზებული სტილი, ეს დემოკრატიაზე ადვილია?

– სხვა შეხედულებები აქვთ, ალბათ. სააკაშვილი განათლებულია, ენები იცის, მაგრამ განათლება და ენების ცოდნა არ არის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი იმისა, რასაც სახელმწიფოს მართვა ჰქვია. სახელმწიფოს მართვა ცალკე პროფესიაა, სახელმწიფოს მართვა რომ შეგეძლოს, პროფესიონალი პოლიტიკოსი უნდა იყო. მე ვერ გეტყვით, რა ნაკლი აქვს სააკაშვილს, თქვენ თვითონ გაარჩიეთ, მაგრამ, ფაქტია, რომ დღეს საქართველო მძიმე მდგომარეობაშია.

– ცხადია ისიც, რომ უკრაინა ცალსახად პროდასავლელ პრეზიდენტს აღარ აირჩევს. თქვენც ფიქრობთ, რომ ფერადი რევოლუციების პროექტმა კრახი განიცადა და საქართველო მარტო დარჩა პოსტსაბჭოთა სივრცეში?

– შეიძლება, უკრაინის პრეზიდენტი და მთავრობა შეიცვალოს, მაგრამ უკრაინის კურსი დასავლეთისკენ არ შეიცვლება. სხვათა შორის, იანუკოვიჩი ქართველი კაცის გაზრდილია. თვითონაც კარგი პიროვნებაა. ერთ-ერთ მიღებაზე, კიევში, შემთხვევით ერთ მაგიდასთან მოვხვდით და თავისი ისტორია მომიყვა: ობოლი ვიყავი, შეძლებულმა ქართველმა კაცმა, რომელიც შახტის ხელმძღვანელი იყო, გამზარდა და მიპატრონაო. გვარი შეუნარჩუნა, უმაღლესი დაამთავრებინა, კაცად აქცია და ის დღეს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატია.

– ამბობთ, უკრაინის დასავლური კურსი არ შეიცვლებაო, მაგრამ რუსეთი იმუქრება, გავხლეჩო.

– რუსეთმა საქართველო შეიძლება, გახლიჩოს, თორემ უკრაინას ვერ გახლეჩს. ის უზარმაზარი ქვეყანაა და უზარმაზარი პოტენციალი აქვს. რუსეთი უკრაინას ვერ მოერევა.

– ჩვენი პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი როგორ არის?

– დღეს ჩვენ გვაქვს, საერთოდ, პოლიტიკური ორიენტაცია?!

– ის დონე არ გვაქვს, რომ გავხდეთ ამერიკის პარტნიორი, მაგრამ არც ის ძალა გვაქვს, რომ რუსეთმა ისევ უკან არ ჩაგვითრიოს თავის წიაღში?

– რთული მდგომარეობაა, მაგრამ გამოსავალი ყოველთვის არის. რუსეთს უნდა, რომ საქართველოსთან კავშირი გააბას და ეს უკვე რაღაცის ნიშანია, მაგრამ ჩვენ არ უნდა მოვტყუვდეთ, არ უნდა შევცდეთ. ჩვენ რომ დიპლომატიური ურთიერთობა გვქონდეს რუსეთთან, გაცილებით იოლად გვექნებოდა საქმე.

– თქვენ რას ურჩევდით ქართველ პოლიტიკოსებს, რაზე არ უნდა დასთანხმდნენ და რა არის ის ზღვარი, რასაც უნდა დასთანხმდნენ რუსეთთან კეთილმეზობლობის სანაცვლოდ?

– გარდა დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისა, მოლაპარაკების სხვა საკითხს ვერ ვხედავ.

– რუსული პოლიტიკის პოზიცია ასეთია: დავიწყოთ მოლაპარაკება, ოღონდ, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არ ვახსენოთო. ასე გამოვა რაიმე?

– არა, ეს უკვე მოლაპარაკება აღარ არის, ეს ულტიმატუმია.

– რის გამო შეიძლება, მოგვცეს რუსეთმა ტერიტორიული მთლიანობა – რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შექმნის სანაცვლოდ?

– ეს ნიშნავს, რომ წყალში ჩავყაროთ ის, რაც თაობებს უკეთებიათ. დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა არის ჩვენი უმაღლესი მიზანი. ის დღეც მოვა, როდესაც საქართველო ტერიტორიულად მთლიანი იქნება და აფხაზები და ოსები ქართველებთან ერთად იცხოვრებენ. მოსალაპარაკებელია, რა სტატუსი ექნებათ – ავტონომია თუ კონფედერაცია, მაგრამ, მჯერა, რომ ჩვენ ერთად ვიქნებით, სანამ აფხაზები არ გადაშენებულან.

– სერგეი შამბა იმეორებს მუდმივად: 1995 წელს შევარდნაძეს შევთავაზეთ ფედერაციული მოდელი და უარი გვითხრაო; მოგვიანებით შევთავაზეთ კონფედერაციული მოდელი, ისევ უარი გვითხრაო. რატომ ეუბნებოდით უარს?

– მაშინ არ იყო ამის აუცილებლობა, საქართველო ერთიანი სახელმწიფო იყო და არ არსებობდა არგუმენტები არც ფედერაციის და არც კონფედერაციის სასარგებლოდ. დღეს შეიძლება, ერთ-ერთი ფორმა გამოდგეს ჩვენი თანაარსებობისთვის.

– თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ თქვენ ამ წინადადებებს არ დასთანხმდით იმიტომ, რომ საზოგადოებრივი აზრი არ იყო ამისთვის მზადო.

– ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი.

– თუ ახლა ეს გამოსავალია, არ ჯობდა, მაშინ დასთანხმებოდით ფედერაციას?

– მაშინ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ.

– ამბობენ თითქოს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი იყავით, ზვიად გამსახურდია ჩამოვიდა თქვენთან მოსკოვში და უმასპინძლეთ. რაზე ისაუბრეთ?

– არა, ეს ზღაპარია. ზვიადი ერთადერთხელ მყავს ნანახი. მამამისთან ვმეგობრობდი. როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი, თვეში რამდენჯერმე მოდიოდა ჩემთან. ერთხელ შეუძლოდ გახდა, სახლში ვეახლე და მაშინ გამაცნო ზვიადი. სიმპათიური ახალგაზრდა კაცი იყო. ხელი ჩამოვართვი, ორიოდ წუთს ვილაპარაკეთ, შემდეგ თქვა, ხელს არ შეგიშლითო და წავიდა. აი, ეს არის ის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მე მას შევხვდი.


скачать dle 11.3