კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უცნაურობებით იყვნენ ცნობილი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტები


10 ყველაზე სკანდალური, საინტერესო და უცნობი ფაქტი

პრეზიდენტებიც რომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება. ისინი, როგორც ჩვეულებრივი მოკვდავები, ხშირად ხვდებიან საკმაოდ პიკანტურ და კურიოზულ სიტუაციებში. დღევანდელ რუბრიკაში შემოგთავაზებთ საქართველოს სტრატეგიული მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების ცხოვრებიდან ნაკლებად ცნობილ, საინტერესო, სკანდალურ და კურიოზულ ფაქტებს.

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი ჯირითით იყო გატაცებული. იგი მხოლოდ იდეალურად სუფთა ცხენზე ჯდებოდა. ვაშინგტონი ცხენის კბილების სისუფთავესაც კი პირადად ამოწმებდა.

თომას ჯეფერსონმა საკუთარი დიზაინით შექმნა თავისი საფლავის ქვა და ტექსტიც თვითონვე დააწერა, სადაც არ ჰქონდა აღნიშნული, რომ იგი ამერიკის პრეზიდენტი იყო.

ჯონ ქუინსი ადამსი ყოველდღე შიშველი ბანაობდა მდინარე პოტომაკში. იგი იშვიათად იცვლიდა ტანსაცმელს და ერთ კოსტიუმს დაახლოებით, ათი წლის განმავლობაში ატარებდა.

ენდრიუ ჯექსონი „დაავადებული“ იყო დუელიანტობით. ერთ-ერთ დუელში მას მკერდში მოახვედრეს ტყვია, რომლის ამოღება ქირურგებმა ვერ მოახერხეს და დარჩენილი ცხოვრება ჯექსონმა გულმკერდში ჩარჩენილი ტყვიით გაატარა.

მარტინ ვან ბიურენმა თეთრი სახლის დატოვების შემდეგ მემუარების კრებული გამოსცა, სადაც არც ერთხელ არ იყო ნახსენები მისი მეუღლე.

უილიამ ჰარისონის ინაუგურაციის დღეს ძალიან ციოდა. ახალი პრეზიდენტი გაცივდა, მისი გაციება პნევმონიაში გადაიზარდა და ერთი თვის შემდეგ გარდაიცვალა. ჰარისონი რეკორდულად მცირე დროის განმავლობაში ედგა სათავეში ამერიკის შეერთებულ შტატებს 1841 წლის 4 მარტიდან 19841 წლის 4 აპრილამდე.

ჯონ ტაილერი იყო ყველაზე მრავალშვილიანი პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის. პირველი ცოლისგან მას, რვა, ხოლო – მეორისგან შვიდი შვილი ჰყავდა. მისი მე-15 შვილი მაშინ დაიბადა, როდესაც პრეზიდენტი უკვე ღრმად მოხუცებული იყო.

ზაქარია ტეილორი ყველგან და ყოველთვის ღეჭავდა თამბაქოს. ოფიციალური შეხვედრების დროს მას მუდამ ხელში ეკავა თამბაქოთი სავსე სპეციალური ქისა.

მილარდ ფილმორმა უარი განაცხადა ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხის მიღებაზე. მისი თქმით, მას არაფერი გაუკეთებია მეცნიერებისთვის და არ იმსახურებდა ამ ხარისხს.

როდესაც ამერიკის მე-11 პრეზიდენტი ჯეიმს პოლკი 17 წლის იყო, ქირურგებმა მას ნაღვლის ბუშტი ამოკვეთეს. ტკივილგამაყუჩებლის ნაცვლად მომავალ პრეზიდენტს ერთი ბოთლი კონიაკი დაალევინეს.

ჯეიმს ბიუქენენი იყო ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც ოჯახი არ ჰქონია. იგი ერთხელ იყო დანიშნული, მაგრამ მისმა საცოლემ ჩაშალა ჯვრისწერა და ცოტა ხნის შემდეგ გარდაიცვალა კიდეც.

პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი მუდამ ატარებდა გრძელ შავ ცილინდრს, სადაც ის ინახავდა წერილებს, ფინანსურ დოკუმენტებს, კანონპროექტებსა და უბის წიგნაკს.

ენდრიუ ჯონსონს სასკოლო განათლებაც კი არ ჰქონდა მიღებული. წერა-კითხვა მას მისმა მეუღლემ, ელიზა მაკკარდელმა შეასწავლა. პრეზიდენტი ჯონსონი მხოლოდ იმ კოსტიუმებს იცვამდა, რომლებსაც თვითონ კერავდა.

მთელი ცხოვრების განმავლობაში ულის გრანტი დღეში 20 სიგარას ეწეოდა. იგი ყელის კიბოთი გარდაიცვალა.

პრეზიდენტ ჯეიმს ჰარფილდს თავისუფლად შეეძლო ორივე ხელით წერა. იგი პოლიგლოტიც იყო. მას ერთდროულად შეეძლო, მარჯვენა ხელით ძველბერძნულად ეწერა, მარცხენათი კი – ლათინურად. ჰარფილდი თითის გაჭრის შედეგად, ორგანიზმში შეჭრილი ინფექციისგან გარდაიცვალა.

ჩესტერ არტურის გარდერობში ასამდე წყვილი შარვალი ინახებოდა.

გროვერ კლივლენდს გადატანილი აქვს საიდუმლო ქირურგიული ოპერაცია, რომლის დროსაც მას ყბიდან მოაცილეს კიბოს მეტასტაზები.

ბენჯამინ ჰარისონი ვერ იტანდა ელექტროგანათებას. თეთრ სახლში ყოფნის პერიოდში ის ითხოვდა, რომ გაეთიშათ ნათურები და აენთოთ სანთლები.

ნადირობის დროს თეოდორ რუზველტმა უარი განაცხადა დედალი დათვისა და პატარა ბელის დახოცვაზე. ამ შემთხვევიდან აიღო სათავე და შემდგომში მაღაზიებში გასაყიდად პირველად გამოვიდა რბილი სათამაშო – „დათუნია თედი“ („თედი“ – თეოდორის მოფერებითი ფორმაა).

უილიამ ტაფტი 136 კილოგრამს იწონიდა და თეთრ სახლში მისი გაბარიტების შესაბამისი სპეციალური აბაზანა იყო დამონტაჟებული.

უორენ ჰარდინგი პოკერის დიდი მოყვარული იყო და, გადატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, კვირაში ორჯერ ახერხებდა თავის მეგობრებთან თამაშს. ერთხელ მან ბანქოში თეთრი სახლის კუთვნილი ჩინური ჩაის სერვიზი წააგო. მის მთავრობას „პოკერის კაბინეტს“ ეძახდნენ, რადგან კაბინეტის წევრები მისი პარტნიორები იყვნენ პოკერის თამაშში.

კელვინ კულიჯს კუჭის პრობლემები აწუხებდა და ამის გამო მას, ექიმების რჩევით, დღე-ღამეში 11-12 საათი ეძინა.

ჰერბერტ ჰუვერს დაწერილი და გამოცემული ჰქონდა 16 დასახელების წიგნი. ერთ-ერთ წიგნს ასეთი სათაური ჰქონდა: „თევზაობა გართობისა და სულის განწმენდისათვის“.

ფრანკლინ რუზველტი თავის 11 წინამორბედ პრეზიდენტს ნათესავად ერგებოდა.

ჰარი ტრუმენს ჰყავდა საყვარელი თხა, რომელიც ყოველ დილით თეთრი სახლის წინ ბალახის საძოვად გამოჰყავდა.

პრეზიდენტი და სამხედრო დუაიტ ეიზენჰაუერი სამზარეულოში ტრიალის დიდი მოყვარული იყო. მას ასამდე რეცეპტი ჰქონდა გამოგონილი, ყველაზე მეტად კი ის თავისი რეცეპტით დამზადებული ბოსტნეულის სუპით ამაყობდა.

ჯონ ფიცჯერალდ კენედი იყო ამერიკის ისტორიაში პირველი ბოისკაუტი, რომელიც პრეზიდენტი გახდა.

ლინდონ ჯონსონს ძალიან უყვარდა საჩუქრების გაცემა. პრეზიდენტი თავის სტუმრებს ძირითადად კბილის ელექტროჯაგრისს ჩუქნიდა.

რიჩარდ ნიქსონი საკუთარ კაბინეტს ბუხრის საშუალებით ათბობდა. ის უარს აცხადებდა გათბობის თანამედროვე საშუალებებზე.

ჯერალდ ფორდს 12 წლის ასაკში უთხრეს მშობლებმა, რომ აყვანილი იყო.

ჯიმი კარტერი პირველი პრეზიდენტი იყო, რომელმაც თავისი ავტორობით გამოსცა ისტორიული რომანი „ბზიკის ბუდე“.

რონალდ რეიგანი იმით გახდა ცნობილი, რომ „თეთრი სახლის 20-წლიანი წყევლა“ დაძლია, რომლის თანახმად, პრეზიდენტი, რომელსაც ნულით დაბოლოებულ წელიწადში ირჩევდნენ, თავისი ვადის გასვლამდე კვდებოდა.

ჯორჯ ბუში-უფროსი იმით გამოირჩეოდა, რომ ძალიან უყვარდა მექსიკური და ჩინური სამზარეულო, მაგრამ არასდროს უჭამია ბროკოლი.

ბილ ქლინთონის ბრძანებით, მის კატას – სოკსის, ინტერნეტში გაუხსნეს პერსონალური ვებ-გვერდი.

ჯორჯ ბუში-უმცროსი და მისი მეუღლე ლორა გაცნობიდან სამი თვის შემდეგ დაქორწინდნენ.

P.S. ბარაკ ობამა კი ისტორიაში იმით შევიდა, რომ ის არის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში.


скачать dle 11.3