კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აბა, ქოჩორს ხელი უშვი!

გასულ კვირას შვეიცარიის ჩემპიონატში „ბაზელმა“ და „ციურიხმა“ ფრედ ითამაშეს. ციურიხელებმა  ანგარიშის გათანაბრება მატჩის მიწურულს შეძლეს და ამან „ბაზელის“ მეკარე და კაპიტანი ფრანკო კონსტანცო გადარია. მან მცველს, თავისსავე თანაგუნდელს, ფერატის, შეცდომა არ აპატია და თმებში სწვდა. თანაგუნდელების გაშველება მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა ითავა, საბოლოოდ, საქმეში სხვებიც ჩაერივნენ და მოჩხუბრები დააზავეს.

„სამწუხაროდ, თავი ვერ შევიკავე, რის გამოც კლუბსაც, ფერატისაც და გულშემატკივარსაც ბოდიშს ვუხდი. ასეთი რამ აღარ განმეორდება,“ – განაცხადა კონსტანცომ.

კლუბმა მისი ბოდიში კი მიიღო, მაგრამ უმსგავსო საქციელისთვის ათი ათასი ევროთი დააჯარიმა. ჰოდა, კონსტანცოს თავისუფლად შეუძლია, შვილიშვილებს სიბერეში მოუყვეს, მსოფლიოში ფინანსური კრიზისი რომ მძვინვარებდა, მე თმების ქაჩვაში ათასებს ვიხდიდიო.


скачать dle 11.3