კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქურებისა-კენ, ნაბიჯით იარ!!!


თუკი შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობისა და ეფექტურობის თვალსაზრისით აფრიკულ ქვეყნებს ჩამოვრჩებით, დემოკრატიულობის ისეთი ატრიბუტის თვალსაზრისით, როგორიც გენდერული ბალანსია, არაბული ქვეყნების უკან მივჩანჩალებთ. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების შტოებს, ქალების თვალსაზრისით, როგორც არსად, ისე უჭირს (მინისტრთა კაბინეტში აგერ ახლა გამოერია წამლად ერთი ქალი, პარლამენტში კი მხოლოდ შვიდნი ბრძანდებიან), ამიტომაც ახალი ინიციატივა მწიფდება, რის მიხედვითაც იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებშიც ქალები და მამაკაცები თანაბარი რაოდენობით არ იქნებიან წარმოდგენილი, ფულადი სანქციები დაუწესდებათ; მეტიც, იმ პარტიის საარჩევნო სიას, თუ არც ერთი ქალი არ ეყოლება, რეგისტრაციაში საერთოდაც არ გაატარებენ. გენდერული ბალანსი – გენდერულ ბალანსად (როგორც ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების ინდიკატორი), თუმცა, მეორე მხრივ, რაკი ცხადია, რომ მამაკაცებმა, მაინცდამაინც, ვერც სახელმწიფოს აშენების ფხა გამოიჩინეს და ვერც – „წა, შეები ხატაელთაო“, იქნებ, როლები საერთოდაც გაგვეცვალა: მაგალითად, ასე – კაცები გამოსასწორებელი ვადით სამზარეულოში მიგვევლინა, რომ, მოთელვის მიზნით, ცივი იარაღის ხმარება მაინც ესწავლათ.




скачать dle 11.3