კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩადელი ვაჟკაცები


მართალია, ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიაში დისკვალიფიკაცია დაიმსახურა (თორემ მაფზე უკეთესს როგორ გვაკადრებდნენ), თუმცა ეს ხელს ვერ გვიშლის, საკუთარი აზრები არათუ ვიქონიოთ, მათი თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობაც გვქონდეს. ბუნებრივია, ამ უფლებით ხალხის რჩეულებიც სარგებლობენ, სახელდობრ, ქ-ნმა ოჩიაურმაც ისარგებლა და განგვიმარტა, რომ პირადად მისთვის მიხეილ სააკაშვილი იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებული ქართველების ლიდერია (აგვისტოს ფონზე აჯანყება ცოტა უხერხული მოსატანია, მაგრამ, რაკი დემოკრატიაა, ესეც „მოსულა“). უფრო ადრე კი, ერთმა მეტად კომპეტენტურმა საერთაშორისო ორგანომ ამ დედამიწაზე არსებული შეიარაღებული ძალების რეიტინგი გამოაქვეყნა, რის მიხედვითაც საქართველოს არმია, რაოდენ ტრაგიკულიც უნდა იყოს, 94-ე ადგილზეა (წესით, ჩვენი წინაპრები საფლავში უნდა ბრუნავდნენ): გადაგვისწრეს სომხებმაც (68-ე ადგილი) და აზერბაიჯანელებმაც (83-ე ადგილი). უფრო მეტიც, უკან მოგვიტოვეს: კონგომ, უგანდამ, რუანდამ, კენიამ, ჩადმა, ბოლივიამ, დომინიკის რესპუბლიკამ, ეკვადორმა, კამბოჯამ და ნეპალმა. ხოლო, თუ ამ ყოველივეს ზედაც იმას დავამატებთ, რომ, კერძოდ, ჩადის შეიარაღებულ ძალებში შუბებით აღჭურვილი საკავალერიო ნაწილებიც ირიცხება, უდავოა (ქ-ნი ოჩიაურის პათოსით გაჟღენთილი), შთამომავლობა ჩვენზე იტყვის: ბარაქალა იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებული ქართველებისა და მათი მეთაურის ვაჟკაცობასო (შესაძლოა, იმიტომაც, ყვავს თავისი ბახალა ქვეყანას ერჩივნაო)!




скачать dle 11.3