კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაორებული


მას შემდეგ, რაც საქართველომ მსოფლიო მაღვიძარას როლი შეასრულა, როგორც ჩანს, თავად საღათას ძილით ჩაეძინა; ჩაეძინა, რადგან მხოლოდ იანვარში გაირკვა, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, ბევრი უფიქრია თუ ცოტა, რუსულ ენერგოკომპანიასთან ერთად ენგურჰესის მართვა მოუწადინებია (სავარაუდოდ, არ მოიწადინებდნენ და მათი აჯობებდა). ჩვეულებისამებრ, ოპოზიციას მხოლოდ პოსტფაქტუმ მოუწია მუშტების ქნევა. სახელდობრ, „მრეწველები“ საკითხს ფილოსოფიურად მიუდგნენ: თუკი რუსეთის მოქალაქე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრია, რატომ არ შეიძლება, „ინტერ-რაომ“ ენგურჰესი მართოსო (მართლაცდა, რატომაც არა)? გამომდინარე იქიდან, რომ არაერთი არაერთხელ დაინტერესებულა ბ-ნი ვაშაძის გაორებით (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამოქალაქო), საგარეო საქმეთა მინისტრმა ინება და ოპონენტების ცნობისმოყვარეობა საკუთარი მაღალი ყურადღების ღირსად ჩათვალა, თუმცაღა ბრძანა: ბ-ნ ტყემალაძეს აქვს კონსტიტუციური უფლება, დასვას შეკითხვები, ოღონდ მეც მაქვს არანაკლებ კონსტიტუციური უფლება, არ ვუპასუხო ამ შეკითხვებსო, რაც იმის მანიშნებელიც იყო, რომ ამ ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს უმალ სული ეთმობოდა, ვიდრე რუსული პასპორტი. თუმცა წლის ბოლომდე მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა, მას შემდეგ, რაც რფ-ის „დუმამ“ იმსჯელა, არის თუ არა რფ-ის მოქალაქე გრიგოლ ვაშაძე რუსული პასპორტის ღირსი, ჩვენმა მინისტრმა პასპორტი ბანდეროლში ჩადო და დიმიტრი მედვედევს გაუგზავნა, ოღონდ, ამის მიუხედავადაც, რფ-ის „დუმის“ კოლეგას, საქართველოს პარლამენტს, რა თქმა უნდა, არ უმსჯელია, ეკუთვნის თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრობა მოქალაქეს, რომელსაც ოკუპანტის პასპორტი ხელიდან საკუთარი ნებით ვერაფერმა გააგდებინა?!


скачать dle 11.3