კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შტატებში მახათების დეფიციტია

ჰენკ ბასკეტი ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავია, მისი მეუღლე კენდრა უილკინსონი კი – მოდელი და ტელეწამყვანი. შესაბამისად, ისინი პრესის ფურცლებზე არცთუ იშვიათად ხვდებიან, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც წყვილმა განაცხადა, რომ შვილს ელოდება. ამაში უცნაური თითქოს არაფერია, ცოლ-ქმარი ხან შვილს დაელოდება, ხან სხვა რამეს, მაგრამ, საქმე ისაა, რომ კენდრამ და ჰენკმა გამოაცხადეს, ბავშვის სახელზე სერიოზულად ვფიქრობთ და ამისთვის მინიმუმ ორი თვე გვჭირდებაო. ეს ორი თვეც ამოიწურა და მათ, ვინც ამ დროის განმავლობაში მოთმინებით იცდიდა, საზეიმოდ ვამცნობთ, რომ სახელი შერჩეულია: ახალშობილს ჰენკ ბასკეტს დაარქმევენ.

„ჩვენი შვილი ჰენკ ბასკეტ მეოთხე იქნება, რადგან ჰენკის მამასაც და ბაბუასაც ჰენკ ბასკეტი ერქვათ,“ – განაცხადა კენდრამ და იქვე დასძინა, ბავშვის სქესი ჯერ არ ვიცით და არც ვაპირებთ, გავიგოთ, გვსურს, ეს სიურპრიზი იყოსო.

გამოდის, თუ გოგო დაიბადება, ახალი სახელია საჭირო, წყვილმა გოგონას სახელის მოფიქრებაზეც ორთვიანი ვადა ითხოვა და ახლა მთელი ამერიკა მათ გადაწყვეტილებას ელოდება. ამიტომ ვამბობ, შტატებში მახათების დეფიციტია და, ხომ არ აჯობებს, ჰუმანიტარული დახმარების სახით წყალს კიდევ რომ ჩამოგვიტანენ, აქედან მახათების დიდი პარტია გავატანოთ?!


скачать dle 11.3