კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წინასაარჩევნოდ დაცქვეტილ ყურში

უცხო ხილს დანატრულები

სანამ ჩვენ იმის გარჩევაში ვართ, ვინ რეინკარნებული ლენინია, ვინ – მისი პირმშო თუ იდეების გამგრძელებელი, ამერიკელი ამომრჩეველი სულ სხვა პრობლემებს შეუფიქრიანებია, იმდენად ამაღლებულს (ბუნებრივია, ჩვენს ფონზე), რომ თავი სარკოფაგში გეგონება.
ერთი სიტყვით, მაშინ, როდესაც ამ ჩვენი ამომრჩევლის წინასაარჩევნოდ დაცქვეტილ ყურებს რას აღარ ასმენინებენ (თვით დედის გინების ჩათვლით), რის გამოც არც წარმომთქმელი პოლიტიკოსი გრძნობს თავს უხერხულად და არც მისი მიმდევრები, ჭაკად წაუვიდა საქმე ჩვენს სულზე უტკბეს ქვეყანაში „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატს და ისეთი მიზეზით, რის მიზეზობასაც, სახელდობრ, ჩვენებური ამომრჩეველი თვით ყველაზე ნატიფ სიზმარშიც კი ვერ ნახავდა.
საქმე კი მეტად პროზაულად დაიწყო: გასულ კვირას პრეზიდენტობის კანდიდატ რომნის, რომელიც თავის ამომრჩეველს აბორტის აკრძალვას ჰპირდებოდა, ჰკითხეს, გაუპატიურების შემთხვევაში, თუ გახდა საჭირო აბორტის ჩატარება, როგორ უნდა მოიქცეს ძალადობის მსხვერპლი ქალიო. კანდიდატმა უპასუხა, რომ გაუპატიურების შემთხვევაში ქალის დაფეხმძიმება შეუძლებელია. მის პასუხს საზოგადოებრივი აღშფოთება მოჰყვა, იმ მიზეზით, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს წარმოდგენაც არ აქვს ქალის რეპროდუქციულ თავისებურებებზეო.
ბუნებრივია, კანდიდატმა რომნიმ სახალხოდ მოიბოდიშა და საკუთარი დანაშაული აღიარა (ეჭვი მაქვს, ზედმიწევნით შეისწავლის ქალის ორგანიზმის ფიზიოლოგიურ თავისებურებებს), თუმცა, ამერიკელი ამომრჩეველი მაინც დრტვინავს და „რესპუბლიკელების“ მეფიარენი ძალას არ იშურებენ ამ იაღლიშის გამოსასწორებლად.
ამის პარალელურად, მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტმა, ბ-ნი ბარამიძის ბათუმის მაჟორიტარად წარდგენისას, ეს უკანასკნელი ბათუმელად მონათლა (ის ბათუმში დაიბადა და სკოლაც აქვე დაამთავრაო, თუმცა, ბ-ნი ბარამიძე თბილისშია დაბადებული და საშუალო განათლებასაც აქვე ეზიარა). ბუნებრივია, ამის გამო ბოდიში არავის მოუხდია (მეტიც, ბოდიშის მოხდა არც არავის მოუთხოვია). ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს მეტად უმტკივნეულო შემთხვევაა, ამ დედამიწაზე არსებული ყველა სადამკვირვებლო მისია რომ ჩამოვიდეს დასაკვირვებლად, არჩევნების დასავლური სტანდარტები ჩვენთვის ისევ უცხოზე უცხო ხილია!

скачать dle 11.3