კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

აღმოსავლეთის საიდუმლოებანი


იაპონია, ჩინეთი, კორეა – სიბრძნისა და იდუმალების სამი ქვეყანა. მათ უთუოდ აღმოაჩინეს ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო. ამბობენ, ამომავალი მზის ქვეყანაში ადამიანები დიდხანს იმიტომ ცოცხლობენ, რომ მხოლოდ სასარგებლო პროდუქტებს მიირთმევენო. ერთ-ერთი აღმოსავლური სიბრძნე გვასწავლის: შენ ის ხარ, რასაც ჭამო. მშვენიერი იაპონელი ქალები თითქმის არ ჭამენ ხორცს; აღმერთებენ ზღვის პროდუქტებს, ბრინჯს, სოიას, ბოსტნეულს და ხილს. რძეს იქ პროდუქტად კი არა, წამლად მიიჩნევენ. თუ გსურთ, რომ ამ წელს მაინც იყოთ ფორმაში და ჯანმრთელობაც გაიუმჯობესოთ, მიბაძეთ მათ.

საუზმე ჩინურად

ჩინეთში მიირთმევენ ყველაფერს, რაც იზრდება, ყვავილობს, დარბის, დაცურავს და დაფრინავს. ჩინური სამზარეულო გამოირჩევა დელიკატესებით და ნებისმიერ გურმანს აოცებს. მაგრამ, ჩინელების ყოველდღიური რაციონი საკმაოდ უბრალოა და მას „ფენტსაი“, ანუ „გამოკვება“ ჰქვია. „ფენ“ – ეს მთავარი კერძია.

კომპონენტი „ტსაი“ – გემრიელი ბოსტნეული და ხილია.

ხორციანი კერძებიც „ტსაია“, მაგრამ ძირითადად ჩინელები ძალიან წვრილ ჩხირებად დაჭრილ ფრინველის და ღორის ხორცს მიირთმევენ.

იმისთვის, რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნონ, ჩინელები ყოველ დილას, უზმოზე რამდენიმე მარცვალ უმ ბრინჯს ყლაპავენ და ამის შემდეგ, ორი საათის განმავლობაში, არაფერს ჭამენ და არც სვამენ.

სადილი იაპონურად

იაპონელი დიასახლისები თითქმის ყველა კერძს ორთქლზე ამზადებენ. ურჩევნიათ, მენიუში მეტი ცოცხალი პროდუქტი იყოს. იაპონელი ქალბატონები არც ტკბილეულზე ამბობენ უარს, მაგრამ მათი ნამცხვრის ულუფა ოთხჯერ პატარაა ჩვენსაზე. ამომავალი მზის ქვეყანაში საერთოდ არ სვამენ „ფანტას“ და „კოკას“, სამაგიეროდ, დიდი რაოდენობით მიირთმევენ მწვანე ჩაის, ხან – ცივს, ხან – ცხელს.

იაპონიაში რეგულარულად ჭამენ თევზს, სოიას, ბრინჯს და ყვავილოვან კომბოსტოს, ასევე, წითელ კომბოსტოს.

იაპონელები ძალიან ცოტას ჭამენ და ძალიან ნელა. მათი ჭურჭელიც მინიატურულია. არც ერთი იაპონელი არ იკადრებს იმას, თეფში სხვადასხვანაირი ნუგბარით გაძეძგოს და გაძღომამდე ჭამოს.

სადილად იაპონელის რაციონია: მოხარშული ბრინჯი, მისო – სუპი ტაფუთი (წყალმცენარის წვნიანი) და თევზი.

ვახშამი კორეულად

კორეელებს უფრო დამწნილებულ-დამარილებული ბოსტნეული უყვართ. დიდი თასებით უდგათ მაგიდაზე და მას „ქიმჩის“ უწოდებენ. „ქიმჩი“ მზადდება ხახვის, მოლუსკების და იმბირის დამატებით. ის კლავს ორგანიზმში მავნე ბაქტერიებს და შეიცავს უამრავ ფერმენტს. ასევე, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

კორეელი არასოდეს წაიხემსებს „ფასტ-ფუდით“. მათთვის საკვების მიღების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია. ძირითადი კერძის მიღებამდე აუცილებლად ჭამენ მსხალს ან ლეღვს. ვახშმად მიირთმევენ გველის ხორცს, ზღვის პროდუქტებს ან მწერებს.

კორეელები ჟენშჩენის წითელ ჩაის სვამენ, რომელიც ზედმეტი კილოგრამებისგან ათავისუფლებს მათ.


скачать dle 11.3