კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

მწვანე კუთხე


კითხვა: როგორ მოვუარო ფილოდენდრონს?

პასუხი: ფილოდენდრონი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მცენარეა. მისი მრავალი სახეობა არსებობს და ყველა მათგანს მინიმალური მოვლა სჭირდება. ეს სახეობები ერთმანეთისგან განსხვავდება ფოთლების ფერითა და ფორმით. მცენარეს საყრდენი სჭირდება, რადგან მის გარეშე ფილოდენდრონი ქოთნიდან გადმოეკიდება, ამიტომ მისი ტოტები ქოთანში ჩარჭობილ ხავსიან საყრდენს უნდა შემოახვიოთ. მცენარე შუადღის მზეს მოარიდეთ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ფოთლების სიჯანსაღისა და სიკაშკაშისთვის მას სინათლე არ უნდა მოაკლდეს. მისთვის ზამთრის მინიმალური ტემპერატურაა 15 გრადუსი. აქტიური ზრდის პერიოდში ის რეგულარულად მორწყეთ, რადგან მისი მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს. იმისთვის რომ მას წყალი არ მოაკლდეს ზაფხულში შეგიძლიათ, ძირგადაჭრილ ბოთლს თავსახურზე პატარა ნახვრეტი გაუკეთოთ და ქოთანში ჩაკიდოთ, ამგვარად მცენარეს წყალი არ მოაკლდება. ამ სეზონზე კი, ფილოდენდრონი ზრდას ანელებს და ასეთ დროს ეცადეთ, იშვიათად მორწყათ. გახსოვდეთ, ზრდის პერიოდში მიწა რეგულარულად გაანოყიერეთ. თუ თქვენი მცენარე სიმაღლეში ძალიან გაიზარდა, შეგიძლიათ, გადაჭრათ. საერთოდ, ამ მცენარეს ბევრი პარაზიტი ემტერება და ფრთხილად იყავით.

კითხვა: რა სინათლესა და ტემპერატურაზე ვამყოფო ნემათანტუსი?

პასუხი: ამ მცენარეს მთელი წლის განმავლობაში კაშკაშა, გაბნეული შუქი სჭირდება, მაგრამ მწველ სხივებს მოარიდეთ, რათა არ დაზიანდეს. მოსწონს ოთახის ტემპერატურა, არანაკლებ 14 გრადუსისა. თუ თბილ გარემოს შეუქმნით, ზამთარშიც იყვავილებს, თუმცა ის ყვავილების გარეშეც ძალიან ეფექტური და ლამაზია.

კითხვა: რა პირობებში ვამყოფო იუსტიცია?

პასუხი: მისთვის ნორმალურია ოთახის ტემპერატურა – 18-24 გრადუსი. აქტიური ზრდის პერიოდში უხვად მორწყეთ. გაზაფხულიდან ზაფხულამდე ბალანსირებული თხევადი სასუქით გაანოყიერეთ მისი ნიადაგი. მიწა ზამთარშიც ტენიანი უნდა იყოს, მაგრამ არ მორწყათ ისეთი ინტენსივობით, როგორც ზაფხულში. თუ გსურთ, რომ იუსტიციამ კარგად იყვავილოს, სინათლეზე დადგით. მისთვის საუკეთესო ადგილი დასავლეთის მხრის ფანჯარაა. მცენარის კომპაქტურობისთვის შეგიძლიათ, გაზაფხულზე გასხლათ. თუ გსურთ, რომ მცენარე მაღალი გაიზარდოს, აუცილებლად მიაშველეთ საყრდენი.

კითხვა: ხშირად უნდა მოვრწყა ჟასმინი?

პასუხი: აქტიური ზრდის პერიოდში, გაზაფხულსა და ზაფხულში უხვად მორწყეთ. ყვავილობის პერიოდშიც ხშირად დაასხით წყალი. ეს ხელს შეუწყობს მისი ყვავილობის ხანგრძლივობას. ზამთარში შედარებით იშვიათად მორწყეთ, მაგრამ მიწა არ გამოუშროთ. შეგიძლიათ გაზაფხულზე ბალანსირებული სასუქიც მიაწოდოთ.


скачать dle 11.3