კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

ვეტერინარის რჩევები


კითხვა: არის თუ არა რეკომენდებული ძაღლის დაბანა თვეში ერთხელ?

პასუხი: ეს კითხვა ძაღლის პატრონებს ხშირად უჩნდებათ. აუცილებელია, გაითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ძაღლის კანი და ბეწვი არა მხოლოდ მექანიკურად, არამედ სხვადასხვა ქიმიური მექანიზმებით, უზრუნველყოფს ორგანიზმის დაცვას მიკრობების მავნე ზემოქმედებისგან. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ცხიმოვან ჯირკვლებს. ხშირი დაბანის შემთხვევაში ხდება დამცავი ცხიმოვანი ფენის განლევა, რის გამოც ცხიმის გამომყოფი ჯირკვლები იწყებს დაძაბულ მუშაობას. ეს კი ჰიპერტროფირებასა და, საბოლოო ჯამში, სებორეული დერმატიტის განვითარებას იწვევს.

კითხვა: მაინტერესებს, უნდა გავუფრთხილდეთ თუ არა ინფექციური ენტერიტისგან გამოჯანმრთელებული ძაღლის ფიზიკურ დატვირთვას?

პასუხი: ინფექციური ენტერიტისგან გამოჯანმრთელებული ძაღლის ფიზიკური დატვირთვა რეკომენდებული არ არის, ამიტომ უნდა ვერიდოთ. შეიძლება, ძაღლს ძალიანაც უნდოდეს ბევრი სირბილი, მაგრამ პატრონმა რაღაც დროის განმავლობაში, მისი გასეირნება ნელი სიარულით უნდა შეზღუდოს.

კითხვა: რა ასაკიდან იწყებს ლეკვი კბილების მოცვლას?

პასუხი: ლეკვი კბილების მოცვლას 3 თვიდან იწყებს და 6 თვემდე ყველა კბილი უკვე მოცვლილი უნდა ჰქონდეს.

კითხვა: მიზანშეწონილია თუ არა ცხოველის სტერილიზაცია და რისთვის არის ეს საჭირო? ასევე, მაინტერესებს, რა ასაკშია უკეთესი ამის ჩატარება?

პასუხი: სტერილიზაცია გამრავლების ფუნქციის ხელოვნურ შეწყვეტას გულისხმობს. სტერილიზაცია მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში, თუ ცხოველის მეპატრონე არ გეგმავს შთამომავლობის მიღებას. წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით, სტერილიზებული ცხოველი ნაკლებად მიდრეკილია სიმსივნური პათოლოგიებისკენ, ისევე, როგორც აგრესიისკენ. სტერილიზაციის ჩატარება ცხოველისთვის სრულიად უვნებელია.

კითხვა: მაინტერესებს, რამდენი ხანია სავალდებულო, ლეკვი დედასთან იზრდებოდეს?

პასუხი: ლეკვი დედასთან 8 კვირა, ანუ, მინიმუმ, ორი თვე მაინც უნდა იზრდებოდეს. ამაზე ადრე ლეკვის დედისგან მოშორება რეკომენდებული არ არის.


скачать dle 11.3