კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გამოვკვებოთ ძაღლი ზამთარში და რით შევავსოთ მისი კვების რაციონი


შეიძლება, ბევრმა არც იცოდეს, რომ ზამთარში ცხოველს განსაკუთრებული კვება სჭირდება. მისი კვების რაციონი აუცილებელია გაიზარდოს ან შეიცვალოს. თუ როგორ და რა სახით, ამას ქსელის „ბუნების“ ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი გიამბობთ. თუ სახლში ოთხფეხა მეგობარი გყავთ, მაშინ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ვეტერინარის რჩევები, რათა თავიდან აიცილოთ ის პრობლემები, რაც ხშირ შემთხვევაში ამ საკითხის უცოდინრობას მოსდევს.

– ზამთრის დადგომასთან ერთად, რა უნდა იცოდეს ძაღლის პატრონმა მის კვებასთან დაკავშირებით?

– ზამთარში განსაკუთრებული ყურადღება კვების მხრივ ისეთ ცხოველებს უნდა მიაქციოთ, რომლებიც ვოლიერში, ან ეზოში ცხოვრობენ. ზამთარში ცხოველი დიდ ენერგიას გათბობაზე ხარჯავს, ანუ მიღებული საკვების გადამუშავებისგან გამოყოფილი ენერგია იხარჯება გათბობაზე. ცხოველი საკუთარი ძალებიდან გასცემს ენერგიას თერმორეგულაციისთვის. გასათვალისწინებელია ის, რომ ზამთარში ცხოველს 15 პროცენტით მეტი ენერგია სჭირდება გათბობაზე, ვიდრე ზაფხულში. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ ცხოველის მასაც. რაც უფრო პატარაა ცხოველი, მით მეტ ენერგიას ხარჯავს გათბობაზე. ყველა ცხოველს სხვადასხვანაირი კვება სჭირდება, გააჩნია რა მდგომარეობაშია ის. ყველა შემთხვევაში, ზამთრის დადგომასთან ერთად, ცხოველის კვების რაციონში ცხიმის რაოდენობა აუცილებლად უნდა გავზარდოთ.

– თუ ძაღლი ოჯახში მომზადებული საკვებით იკვებება, რა შეიცავს ცხიმის იმ რაოდენობას, რაც ცხოველისთვის ზამთრის პირობებშია აუცილებელი?

– თუ ცხოველს შინ ვუმზადებთ საკვებს, ცხიმის რაოდენობა უნდა გავზარდოთ იმავე საკვებში. მხოლოდ ცხიმის ზრდა არ უნდა მოხდეს ღორის ქონის ხარჯზე, რადგან ეს ცხოველისთვის მავნებელია.

– გარდა ღორის ქონისა, კიდევ რომელი ცხიმი მოქმედებს უარყოფითად ძაღლის ჯანმრთელობაზე?

– ძაღლის ჯანმრთელობისთვის მავნებელია როგორც ღორის, ასევე ცხვრის ცხიმი. უმჯობესია, თუ ცხოველს მცენარეული ცხიმით გამოვკვებავთ. თუ ცხოველს მზა საკვებით ვკვებავთ, არსებობს რამდენიმე ნაირსახეობა: ეკონომკლასი, პრემიუმკლასი და სუპერპრემიუმკლასი. ეკონომკლასის საკვების მიცემას, სჯობს სახლში მომზადებული საკვებით გამოვკვებოთ ძაღლი.

– თუ არსებობს სპეციალური მზა, მშრალი საკვები ზამთრისთვის?

– კი, არსებობს.

– მართალია, ზამთრის დადგომასთან ერთად სასურველია, ცხოველს მეტი ცხიმი მივცეთ, მაგრამ იმ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ თუ ცხოველის ორგანიზმი ამას ვერ ეგუება?

– თუ ცხოველის ორგანიზმი დამატებით ცხიმს ვერ ეგუება, ამ შემთხვევაში, მაგალითად, თუ აჭმევდით დღეში ორჯერ და ნახევარ კილოგრამს, ზამთარში უნდა აჭამოთ 3-ჯერ და 700 გრამი.

– თუ ძაღლი არ გვყავს ვოლიერში და ოჯახში ცხოვრობს, აუცილებელია, მის კვების რაციონშიც გავზარდოთ ცხიმი?

– თუ ცხოველი სახლში გყავთ და გარემოსთან მისი კონტაქტი მხოლოდ სეირნობის დროს ხდება, ამ შემთხვევაში ცხიმის გაზრდა საკვებში აუცილებელი არ არის. უნდა გავზარდოთ მისი კვების რაციონი.

– რა სიხშირით უნდა ჭამოს ძაღლმა ზამთარში?

– გააჩნია რა ჯიშისაა ძაღლი. თუ ზაფხულში დიდი ძაღლები, მაგალითად, კავკასიური ნაგაზი დღეში ერთხელ ჭამს, შეიძლება, ორ დღეში ერთხელ, ზამთარში უკვე დღეში ორჯერ სჭირდება მას გამოკვება, რადგან გათბობაზე გაცილებით მეტ ენერგიას ხარჯავს.

– რამდენი წუთის განმავლობაში უნდა ვხარშოთ ხორცი?

– სასურველია, 10-15 წუთის განმავლობაში მაინც იდუღოს, მეტი საჭირო არ არის, რადგან მერე უკვე ვიტამინები იშლება.

– რა ტემპერატურის უნდა იყოს საკვები, რომელსაც ცხოველს ვაჭმევთ?

– ცხელი საკვების მიღება ძაღლისთვის სასურველი არ არის. საჭმელი დაახლოებით, 20 გრადუსამდე უნდა იყოს გამთბარი.

– სითხის მიღებას რაც შეეხება?

– არ არის სასურველი, ცხოველმა ძალიან ცივი წყალი დალიოს. თუ ეზოში გვყავს ძაღლი აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება მისთვის განკუთვნილ ჯამში წყალი არ გაიყინოს. წყალი დღეში რამდენჯერმე უნდა გამოუცვალოთ.

– რაც შეეხება იმუნიტეტს...

– რა თქმა უნდა, ზამთრის პერიოდში ცხოველს მეტი ვიტამინების მიღება სჭირდება, რაც ხელს შეუწყობს იმუნიტეტის შენარჩუნებას. აქედან გამომდინარე, ცხოველს თუ სწორად გამოვკვებავთ, იმუნიტეტიც მაღალი ექნება და დაავადებების მიმართაც – მეტი რეზიდენტობა.

– ზამთრის პერიოდისთვის რამე განსაკუთრებული ვიტამინი არსებობს?

– არ არსებობს, მაგრამ სასურველია, ამ პერიოდში დამატებითი ვიტამინები მივცეთ.

თუ არსებობს სპეციალური აცრა, რაც ზამთარში უნდა გაკეთდეს?

– სპეციალური აცრა – არა, მაგრამ, თუ ცხოველი ასაცრელი გყავთ, ზამთრის დადგომასთან ერთად, ესეც უნდა გაიხსენოთ და აცრათ. რადგან როცა ტემპერატურა დაბალია, მეტი შანსი არსებობს, ინფექციური დაავადებით დასნებოვნდეს.


скачать dle 11.3