კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ სცემენ და ურტყამენ ნანუკა გოგიჩაიშვილს მთელი ცხოვრების განმავლობაში


მშვენიერი „ვიცე-მის საქართველო“, ნანუკა გოგიჩაიშვილი, თავის მოვლას განსაკუთრებულად დიდ დროს უთმობს და, რაც მთავარია, ბევრი გოგონასგან განსხვავებით, ამ საკითხში ძალიან კარგად ერკვევა.


ნანუკა: თუ ექსტრემალური სიტუაციაა, ხუთ-შვიდ წუთში შემიძლია, თავიდან ბოლომდე მოვემზადო და ისეთ ფორმაში ვიყო, მკითხონ, როდის მოასწარიო. მაგრამ, თუ ბევრი დრო მაქვს, შემიძლია, ეს დრო მთლიანად გამოვიყენო. წინა საღამოს არასდროს ვარჩევ სამოსს, ბოლო წუთს ვიღებ გადაწყვეტილებას. მოზომებაც არ მიყვარს, ორი წამით დავფიქრდები და, როგორ ხასიათზეც ვარ, იმის მიხედვით ავარჩევ ტანსაცმელს.

– როგორ უვლი სახის კანს?

– სახის კანზე მეტად სხეულს ვუვლი. დღეში ერთხელ ვისვამ სახის კრემს, რომელიც იცავს და ატენიანებს ჩემს კანს. კიტრის ქერქის ნიღბების გაკეთება ძალიან ეფექტურია, ასევე კარგია მარწყვის ნიღბები. ერთხელ არაჟანი წავისვი, თავიდან ტალახივით გახდა, მაგრამ, რომ მოვიშორე, კანი ძალიან კარგ მდგომარეობაში იყო.

– გრძელი თმა გაქვს, არ არის მისი მოვლა ძნელი?

– თმის მოვლის ძალიან ბევრი საშუალება მაქვს მოსინჯული, მაგრამ კიდევ ვეძებ უკეთესს. ძალიან ბევრ რამეს ვხმარობ: თავის დაბანამდე, დაბანის დროს, დაბანის შემდეგ წასასმელი; ნიღბებს, რომლებიც თმას ატენიანებს, ბზინვარებას აძლევს. როგორც ყველას, მეც თმის ბოლოებზე მექმნება ხოლმე პრობლემები, ამიტომ სველი თმის ბოლოებს სქელი სავარცხლით ვივარცხნი, ეს ერთმა ხანში შესულმა ქალბატონმა მასწავლა, თურმე იცავს თმის ბოლოებს.

– გიყვარს ექსპერიმენტები?

 – თმაზე ძალიან მინდა ექსპერიმენტის ჩატარება, მაგრამ ვინმემ უნდა დამარწმუნოს, მყარი არგუმენტებით უნდა დამიმტკიცოს, რომ ძალიან მომიხდება და, შეიძლება, გადავიპარსო კიდეც. ისე ბიჭურადაც მქონია თმა, „იოჟიკს“, რომ ეძახიან და ძალიან ბევრ კომპლიმენტს ვიღებდი, „კარეც“ მქონია, თუმცა ძირითადად გრძელ თმას ვატარებ. ჩაცმასთან დაკავშირებითაც მიყვარს ექსპერიმენტები, როდესაც სადმე მივდივარ, სულ მეუბნებიან ხოლმე, შენ გარდა ასე ხომ არავინ ჩაიცვამდაო. არადა, ჩემი აზრით, ჩვეულებრივად მაცვია. ძირითადად ღია ფერებში მიყვარს ჩაცმა. დედაჩემის ჩამოტანილი უცნაური შარვლები მაცვია და ეს უკვირთ.

– ყოველდღიურად ხმარობ მაკიაჟს?

– შეიძლება, ტუჩის დამცავი საცხი წავისვა, სიცივისგან დასაცავად. როდესაც მაკიაჟის გაკეთება მჭირდება, მაშინ ვისვამ ტონალურს, პუდრს და თვალის ფანქარს. ეს არის მაქსიმუმი, რაც, შემიძლია, გავიკეთო და საკუთარ თავს ტაში დავუკრა.

– ბავშვობაშიც პრანჭია იყავი?

– საბავშვო ბაღში ბაბუას დავყავდი. ერთ დღესაც, ვუთხარი, მანამდე არ წავალ ბაღში, სანამ არ გააფრთხილებ ყველას, რომ „კრასავიცა“ დამიძახონ-მეთქი. ისეთი ჯიუტი ვიყავი, რომ ვერ გადამათქმევინებდნენ. პირველი შვილიშვილი ვიყავი, ყველაფერს მისრულებდა, წავიდა ბაღში და ჩემს მასწავლებელს სთხოვა, ქალბატონო მარინა, ორი დღე მაინც დაუძახეთ „კრასავიცაო“. მართლა დამიძახეს და ისეთი ბედნიერი ვიყავი, ვერ აგიწერ. არადა, ძალიან მსუქანი ბავშვი ვიყავი, კარტოფილივით დამრგვალებული, ქერა; პატარა თვალებით, ტუჩებით, ცხვირით და დიდი ლოყებით. კისერიც კი არ მემჩნეოდა. ჩემებს ეშინოდათ, ასეთი რომ დარჩეს, რა გვეშველებაო. საშინელი ხასიათი მქონდა, ვერ მაძინებდნენ. კარზე რომ წერია ხოლმე – „ეზოში ავი ძაღლიაო“, ასე იყო ჩვენთანაც: კარზე არ დააკაკუნოთ, ნანუკა იძინებსო. მთელმა სამეზობლომ იცოდა, რომ მეშვიდე სართულზე ჩუმად უნდა გაევლოთ, რადგან ტირილს რომ დავიწყებდი, ვეღარ გამაჩერებდნენ.

– შენ თქვი, სხეულზე უფრო მეტად ვზრუნავო. რას აკეთებ?

– მეგობრებთან რომ მივდივარ, ერთმანეთს ვეუბნებით, ანა კურნიკოვას ახალი ვარჯიშებია და გადმოწერეო. ორ ადგილას დავდივარ სავარჯიშოდ „აკვა აერობიკაზე“ და ვარჯიშებზე. როდესაც გარეთ გასვლა მეზარება, სახლში მაქვს სინდი კროუფორდის ახალი ვარჯიშები, რომელიც ორსულობის შემდეგ წონის დასაგდებად და მუცლის პრობლემების მოსაშორებლად არის კარგი და სულ ვაკეთებ. სხეულის მოვლის ძალიან ბევრი საშუალება მაქვს: კისრისთვის და ბეჭებისთვის – სხვა, ფეხისთვის – სხვა, ანუ სხეულის ცალკეული ნაწილისთვის სხვადასხვა კრემი მაქვს. ეს საკმაოდ დიდი პროცედურაა და, აბაზანიდან რომ გამოვდივარ ყველაზე მეტად ის მიყვარს, ხელზე სხვა სურნელი, რომ ამიდის, კისერზე კი – სხვა.

– გიყვარს მასაჟები?

– მასაჟები ძალიან კარგი განტვირთვაა, მაგრამ მთელი ცხოვრების განმავლობაში ისეთ მასაჟებზე დავდივარ, სადაც მცემენ, მირტყამენ, რომ გავიმართო. ყოველი ზაფხულის შემდეგ ორი სანტიმეტრით ვიზრდები და მერე ბეჭებში ვიხრები. ამიტომ მჭირდება მასაჟები.

– როგორი სურნელის სუნამო გიყვარს?

– სულ სხვადასხვა სუნამო მაქვს და ძირითადად ცივი სურნელი მომწონს, მამაკაცის სუნამოებიც მიყვარს. ჩამოვუვლი ხოლმე მამაჩემის სუნამოებს ჩემსას, ბევრს ვისხამ და განსხვავებულ სურნელს ვქმნი.

– როგორ ფიქრობ, მამაკაცი ხომ უნდა უვლიდეს თავს?

– არ მომეწონება, სალონში ჩემ გვერდით რომ დავინახო, იჯდეს ის ბიჭი, რომელიც მომწონს და ფრჩხილებს იკეთებდეს. მამაჩემს რომ ვუყურებ, მას ისეთი კაცური, ქართული ხასიათი აქვს, რომ ასეთი რაღაცეები ჩემთვის მიუღებელია.

რჩევა: მთავარი – ადამიანის ღიმილია, თუ იღიმები, უკვე ძალიან მშვენიერი ხდები და შენგან დადებითი ემოციები მოდის. ბუნებრიობა და გულწრფელი ღიმილი ყველაზე მნიშვნელოვანია.


скачать dle 11.3