კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კანალისი კლუნთან გამოიჭირეს

ელიზაბეთ კანალისი ის ქალია, რომელსაც თამამად შეუძლია, თქვას, რომ ფეხბურთელებში კარგად ერკვევა. იტალიელი მოდელის ღირსებები კრისტიან ვიერის, ფილიპო ინძაგის, დიდიე დროგბას, მანუელე ბლაზის, რეინალდოს, კალათბურთელ მარკ იარიჩსა და ავტომრბოლელ ვალენტინო როსის აქვთ ნანახი – ეს, რაც  მარტო მე ვიცი, ანუ სია არასრულია. კანალისი იმასაც ამბობდა, სპორტსმენებიდან ყველაზე მეტად მაინც ფეხბურთელები მომწონს და, ადრე თუ გვიან, ცოლად ფეხბურთელს გავყვებიო, თუმცა...

გასულ უქმეებზე ელიზაბეთი ცნობილი მსახიობის, ჯორჯ კლუნის იახტაზე გამოიჭირეს. პრინციპში, იახტაზე თავად კლუნმა გამოიჭირა, ხოლო პაპარაცებმა ფოტოები გადაუღეს.

„არ მესმის, რატომ ატყდა ამხელა აურზაური. მე ჯორჯი 20 ივლისს გავიცანი მილანში. იგი სასიამოვნო ადამიანი აღმოჩნდა. რამდენიმე დღეში კლუნმა მითხრა, რომ აგვისტოში იახტას ყიდულობდა და მასზე სასეირნოდ დამპატიჟა. სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან ზღვა და იახტა ძალიან მიყვარს და ჯორჯთან ერთად სანაპიროს გასწვრივ ვმოგზაურობ,“ – როგორც ქალებს სჩვევიათ ხოლმე, კანალისმაც ეს სიტყვები გაოცებული სახით, თვალების ფახულითა და გამობურცული ტუჩების მოძრაობით წარმოთქვა.

კანალისის ხათრით იახტას კი იყიდდა კაცი, მაგრამ საქართველოში შავი ზღვისა და შავი სომეხი გოგოს პერსპექტივა უფროა, ვიდრე იტალიელი მოდელის.


скачать dle 11.3