კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ სპეცდავალებებს ასრულებდა უშიშროების მიერ დაქორწინებული ქართველი ცოლ-ქმარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში


გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების მიწურულს ამერიკის შეერთებულ შტატებში ცოლ-ქმარი ანა და ვასილი გოგოლაძეები გაიქცნენ, რომლებიც საბჭოთა უშიშროების ოფიცრები იყვნენ და გამოსცეს წიგნი სახელწოდებით „ყირამალა“, რომელიც სულ მალე ბესტსელერად იქცა და მილიონიანი ტირაჟებით გაიყიდა. დღევანდელ პუბლიკაციაში გთავაზობთ ნაწყვეტს ამ წიგნიდან.

სისხლიანი სეზონი

მე და ვასიკომ ერთმანეთი მოსკოვის მახლობლად მდებარე უშიშროების სპეცსკოლაში გავიცანით, რომელიც პატარა ქალაქ ბალაშიხაში მდებარეობდა. მე 21 წლის ვიყავი, ვასიკო კი – 22-ის და ორივეს უმაღლესი განათლება გვქონდა მიღებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბალაშიხის სკოლაში ჩვენ სპეცაგენტების პროფესიას ვეუფლებოდით და ორწლიანი სწავლის მერე ეგრეთ წოდებული სუპერკლასის მკვლელები გავხდით. როგორც მალევე მივხვდით, ჩვენი ბალაშიხაში შეხვედრა დაგეგმილი აქცია იყო. ჩვენი დაქორწინება იმთავითვე შედიოდა ხელმძღვანელობის ინტერესებში, რადგან საბჭოთა სადაზვერვო ორგანოებში ახალი კონცეფცია დაინერგა. „შავი საქმეების“ კეთება ცოლქმრული წყვილისთვის უფრო მომგებიანი და ეფექტური იყო. ამგვარად, სკოლის დამთავრებისთანავე დავქორწინდით, მაშინ მე უკვე 23-ის ვიყავი, ვასიკო კი – 24 წლის. ვცხოვრობდით მოსკოვში, თუმცა თბილისშიც ხშირად ჩამოვდიოდით და ახლობლები სულ იმას გვსაყვედურობდნენ, რომ შვილს არ ვაჩენდით. შვილის გაჩენა კი, დროებით, ხელმძღვანელობამ აგვიკრძალა, რადგან უამრავი საქმე გვქონდა და გაბერილი მუცლით ამის გაკეთება შეუძლებელი იყო. 1970-1978 წლებში მე და ვასიკომ ოცდაათამდე ისეთი საქმე გავაკეთეთ, სირთულის უმაღლეს კატეგორიას რომ მიეკუთვნებოდა და სწორედ ამიტომ გვანიჭებდნენ რიგგარეშე ჩინებს. მკერდზე გვაბნევდნენ ორდენებს და ამავდროულად უმკაცრესად გვაკონტროლებდნენ. განსაკუთრებულად სისხლიანი სეზონი 1977 წელს იყო, როდესაც მე და ჩემმა ქმარმა მსოფლიოს 9 ქვეყანაში 11 გახმაურებული ლიკვიდაცია განვახორციელეთ და მათში ყველაზე რთული, სებასტიან მორალესის მკვლელობა იყო...

მორალესი, პაბლო ესკობართან ერთად, უმსხვილესი კოლუმბიელი ნარკობარონი იყო და მას „კაგებე“ ამუშავებდა. სწორედ საბჭოთა უშიშროებამ შეუქმნა მას სახელი, არხები, გასაღების ქსელი და მისგან, საჭირო ინფორმაციასთან ერთად, სოლიდურ მოგებასაც იღებდა. თუმცა, მორალესმა „კაგებესთან“ კავშირის გაწყვეტა ისურვა და ყველა ის ადამიანი გაანადგურა, ვინც საბჭოთა უშიშროების მიერ იყო შეყვანილი მის სტრუქტურებში. ჟარგონულ ენაზე რომ ვთქვათ, მორალესმა „კაგებეს“ „გადაგდება“ მოინდომა. ეს კი, სიცოცხლისთვის საშიში ქმედება იყო და მასზე ნადირობა დაიწყო. ოთხი წარუმატებელი თავდასხმის მერე, გენერალმა პავლე სახნოვმა გვიხმო და სებასტიან მორალესის ლიკვიდაცია დაგვავალა... სპეცოპერაცია, კოდური სახელწოდებით „სამბა“, მე და ჩემმა ქმარმა დავგეგმეთ და მორალესზე დავიწყეთ ნადირობა... დონ სებასტიანი, როგორც მას ხელქვეითები უწოდებდნენ, მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა. თუმცა, ისეთი დაცვა ჰყავდა, პრეზიდენტსაც კი შეშურდებოდა. სათოფეზეც ვერ მიუახლოვდებოდი და ზედმეტი მოძრაობის შემთხვევაში, მისი „გორილები“ ადგილზევე დაგადუღებდნენ... მიუხედავად ამისა, მორალესს ერთი სისუსტე ჰქონდა – ლამაზი ქალები უყვარდა და ფულსა და საჩუქრებს არ ინანებდა მათ მოსახიბლავად. სწორედ მის ამ სისუსტეზე გავთვალეთ მე და ვასიკომ ოპერაცია „სამბა“ და ნოემბრის მიწურულს, როდესაც მორალესი ნიუ-იორკის ოტელ „ასტორიას“ ბარში სტრიპტიზით ერთობოდა, მას მე მოვეწონე. იქ „სამბას“ ვცეკვავდი. სულ რაღაც ერთი კვირით ადრე, მოვეწყვე სამუშაოდ, რადგან ვიცოდით, მორალესი „ასტორიაში“ უნდა გაჩერებულიყო და აუცილებლად ეწვეოდა სტრიპტიზ-ბარს... იმავე ღამეს მორალესმა ზურმუხტის ყელსაბამი გამომიგზავნა და თავისთან, ნომერში მიმიწვია „სამბას“ საცეკვაოდ... ღამის 2 საათი იყო, როდესაც უკიდურესად აღგზნებულ მორალესს კისერი მოვტეხე, შემდეგ წინასწარ გადამალული სამოცმეტრიანი ტროსით მეთორმეტე სართულიდან დავეშვი და სანამ მკვდარ მორალესს აღმოაჩენდნენ, მე და ვასიკო იქიდან შორს ვიმყოფებოდით...


скачать dle 11.3