კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დასახელდა ათწლეულის 10 მთავარი აღმოჩენა


ამერიკულმა ტელეარხმა „დისქავერმა“ შეაჯამა ოცდამეერთე საუკუნის პირველი ათწლეულის შედეგები და საზოგადოებას წარუდგინა ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენების ათეული. ჩვენს ჟურნალში ყველა ამ აღმოჩენის შესახებ თავის დროზე იბეჭდებოდა ოპერატიული ინფორმაციები.

პირველ ადგილზეა მყინვარების დნობის სიჩქარე. სწავლულებმა, რომლებიც დედამიწის ტემპერატურასა და ამინდს სწავლობდნენ, შეამჩნიეს, რომ გრენლანდიისა და ანტარქტიდის გიგანტური ყინულის ქუდები დნება უფრო სწრაფად, ვიდრე ეს ადრე მიაჩნდათ.

მეორე ადგილზეა ადამიანის გენომის გაშიფვრა. 2003 წლისთვის მოხერხდა გენომის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბება. ადამიანის ყოველი უჯრედის შიგნით „ჩახვეულია“ 23 მოლეკულა. თუ მათ გავშლით და ბოლოებს ერთმანეთს შევახებთ, მისი სიგრძე 91 სანტიმეტრს მიაღწევს. ეს მოლეკულები ცნობილია, როგორც ქრომოსომები. ისინი შეიცავენ ყველა მითითებას, რომლებიც აუცილებელია ადამიანის პიროვნების შესაქმნელად.

მესამე ადგილზეა მარსზე წყლის აღმოჩენა. 2008 წელს „ნასას“ აპარატი „ფენიქსი“ წითელ პლანეტაზე დაეშვა. მისი მიზანი იყო მარსზე წყლისა და ორგანული ნაერთების აღმოჩენა. ერთ-ერთი ნიმუშის აღებისას აპარატის კამერებმა გრუნტის მასაში თეთრი ფხვნილი აღმოაჩინეს. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ეს ფხვნილი წყლის ყინულია.

მეოთხე ადგილზეა ღეროვანი უჯრედების მიღება ეთიკური გზით. სწავლულებმა ზრდასრული ადამიანის კანის მომწიფებული უჯრედები აიძულეს, ემოქმედათ ღეროვანი უჯრედების მსგავსად. შედეგად მიიღეს პლიურიმპოტენტური უჯრედები ანუ, უჯრედები, რომლებსაც შეუძლიათ, გახდნენ პრაქტიკულად ნებისმიერი სხვა სახის უჯრედები. ამრიგად, ექიმებს ეთიკური და ფინანსური შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ, ადამიანის დნმ-ის უჯრედებიდან გამოზარდონ გადასანერგი ორგანოები, რომელთაც ადამიანის ორგანიზმი შეითვისებს.

მეხუთე ადგილი დაიკავა ტვინის სიგნალების მეშვეობით პროთეზების მართვამ. ბოლო ათწლეულში ბევრი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით. 2009 წელს კი პიერ-პაოლო პეტრუზიელო პირველი ადამიანი გახდა, რომელიც „აზრობრივად“, ბიომექანიკური ხელით, მოქმედებათა მთელ კომპლექსს ასრულებს.

მეექვსე ადგილზეა „უცხოპლანეტელთა“ ციური სხეულების აღმოჩენა. ობსერვატორია „კისქის“ მკვლევრებმა სამი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომლებიც დედამიწიდან 150 სინათლის წლით დაშორებული ვარსკვლავის – HR8799-ის გარშემო ბრუნავენ. ხოლო „ჰაბლის“ დახმარებით მოხდა მასიური ეგზოპლანეტის იდენტიფიკაცია, რომელიც 25 სინათლის წლით დაშორებული ვარსკვლავის ფომალგაუტის გარშემო მოძრაობს.

მეშვიდე ადგილზე ადამიანის ახალი წინაპრის აღმოჩენაა. 2009 წელს ჩრდილო-აღმოსავლეთ ეთიოპიაში აღმოაჩინეს ჩონჩხი, რომელსაც „არდი“ დაარქვეს. არდი 4,4 მილიონი წლისაა. დაადგინეს რომ ის მრავალფეროვანი სახის საკვებს იღებდა, დადიოდა ორ ფეხზე და დაწყვილებული მდედრები და მამრები გარკვეული დროით განცალკევდებოდნენ, რათა გამყარებულიყვნენ, რადგან შვილოსნობა ქალებს მხოლოდ მაშინ შეეძლოთ, როცა საკვებით მამაკაცები ამარაგებდნენ.

მერვე ადგილზე შავი მატერიის არსებობის დადასტურებაა, რაც ორი დიდი გალაქტიკის შეხების ადგილას თავმოყრილი ვარსკვლავებისა და გაზის შესწავლით მოხერხდა.

მეცხრე ადგილზეა დინოზავრების რბილი ქსოვილების შესწავლა. დადგინდა, რომ სისხლძარღვთა, ძვლოვანი მატრიქსისა და სხვა უჯრედებით დინოზავრები თანამედროვე წიწილებს მოგვაგონებენ, რაც კიდევ უფრო ამყარებს მეცნიერთა აზრს ფრინველთა და დინოზავრთა შორის კავშირის შესახებ.

ბოლო, მეათე ადგილზეა მზის სისტემაში ახალი კოსმოსური ობიექტის აღმოჩენა. პალომარის ობსერვატორიის მკვლევრებმა აღმოაჩინეს მცირე სხეული – 136199 ერისი, რომელიც პლუტონზე 27 პროცენტით დიდია, ის მეცხრე უდიდესი კოსმოსური სხეულია მზის სისტემაში.


скачать dle 11.3