კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

ადვოკატი გირჩევთ


კითხვა: შევიძინე უძრავი ქონება, რომელიც კანონმდებლობის სრული დაცვით დავარეგისტრირე ჩემს სახელზე საჯარო რეესტრში. დოკუმენტაციის საჯარო რეესტრში წარდგენისთანავე ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ბინის თაობაზე მიმდინარეობდა სასამართლო დავა. ბინის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთანავე, მოსარჩელე მხარემ მოითხოვა ჩემი სასამართლოში მოპასუხედ ჩართვა. გთხოვთ, მითხრათ, ვითვლები თუ არა კეთილსინდისიერ შემძენად და შესაძლებელია თუ არა, მოხდეს ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე. შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როცა გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა, ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ არის მესაკუთრე. რეგისტრაციის შემდგომდროინდელი სინამდვილე, კერძოდ ის, რომ პირმა გაიგო ქონების შეძენის არამართლზომიერების შესახებ, სამართლებრივად უმნიშვნელოა. ქონების შეძენის შემდეგ, პირი ხდება მისი მართლზომიერი მფლობელი და, ამდენად, შეძენის სამართლებრივი ბუნება უცვლელი რჩება.

კითხვა: მაქვს გაფორმებული სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლითაც მე ყოველთვიურად ვუხდი თანხას ჩემს მეზობლად მცხოვრებ მოხუცს, ხოლო ის ამის სანაცვლოდ გადმომცემს ბინას. აღნიშნულის შესახებ გაფორმდა ხელშეკრულება. ჩვენ შორის იმდენად აუტანელი გახდა ურთიერთობა, რომ გვსურს, ეს ხელშეკრულება გავაუქმოთ. მოხუცს ვინახავდი ორი წლის განმავლობაში. დამიბრუნდება თუ არა ჩემ მიერ გაწეული ხარჯები უკან ხელშეკრულების გაუქმების შემდგომ?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს, შეუძლია, უარი თქვან სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა. ანდა, სხვა მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას. გადაცემული უძრავი ქონება ხელშეკრულების გაუქმებისას უბრუნდება სარჩენს, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯები მარჩენალს არ უნაზღაურდება, თუ ხელშეკრულებაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

კითხვა: ჩემმა მეგობარმა აიღო სესხი ბანკში. ვინაიდან თანხა იყო სოლიდური, ბანკმა მოითხოვა თავდების მიყვანაც. შესაბამისად, აღმოვჩნდი ხელშეკრულების მხარე, როგორც თავდები. ამჟამად ბანკი მე მთხოვს თანხის გადახდას, მაშინ, როდესაც ჩემს მეგობარს არც კი აწუხებენ. მაქვს თუ არა უფლება, უარი ვთქვა თანხის გადახდაზე?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თავდებობის ხელშეკრულებით, თავდები კისრულობს ვალდებულებას, დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობისას ნამდვილობისთვის გათვალისწინებულია თავდებობის წერილობითი განცხადება და თვით ხელშეკრულებაში თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური ვადის მითითება. თავდებს შეუძლია, უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას.

კითხვა: 14 წელია, სააქციო საზოგადოება ფუნქციონირებს, მაგრამ მცირე აქციების მფლობელებს არაფერს გვეკითხებიან და არც დივიდენდს გვაძლევენ. რომ მოვითხოვეთ, ზეპირად გვიპასუხეს, რომ ზარალზე მუშაობენ, არადა, დირექტორმა და სხვა პირებმა წლების განმავლობაში შეიძინეს ახალი ბინები და ძვირად ღირებული მანქანები. ეჭვი გვაქვს, რომ მცირე აქციის მფლობელებს გვატყუებენ. სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს და სად ვიპოვოთ სამართალი, ამ სისტემაში არსებული განუკითხაობის გამო? ხომ არ შეიძლება, მომხდარიყო ჩვენი აქციების ფარული პრივატიზება?

პასუხი: სააქციო საზოგადოებაში აქციონერები თავიანთ უფლებებს (ხმის უფლება, ინფორმაციის მიღების უფლება, კონტროლის უფლება, რიგგარეშე კრების მოწვევის, ასევე საერთო კრების გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება) ახორციელებენ საერთო კრებაზე. იმ შემთხვევაში, თუ არ გაიცემა დივიდენდი და მიგაჩნიათ, რომ სააქციო საზოგადოების საქმიანობა არარენტაბელურია, შეგიძლიათ, მოაწვევინოთ რიგგარეშე კრება და დასვათ სამეთვალყურეო საბჭოს პასუხისმგებლობისა და ახალი საბჭოს არჩევის საკითხი. ხუთი პროცენტის მფლობელ აქციონერებს, უფლება აქვთ, მოითხოვონ სამეურნეო მოქმედებისა და წლიური ბალანსის სპეციალური შემოწმება, თუ მიაჩნიათ, რომ ადგილი აქვს დარღვევებს. ასევე შეუძლიათ, რიგგარეშე კრების მოწვევა. თუ საერთო კრება და დირექტორი არ დააკმაყოფილებს ამგვარ მოთხოვნებს, შეგიძლიათ, მიმართოთ სასამართლოს, სააქციო საზოგადოების მდებარეობის მიხედვით. რაც შეეხება აქციების ფარულ პრივატიზებას, შეუძლებელია. თუ ეს გააკეთეს, ქმედება ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით.

კითხვა: კერძო საკუთრებაში მაქვს ეზოიანი სახლი ვერანდით, რომელიც სხვადასხვა სიბრტყეზეა გადახურული. მაქვს თუ არა უფლება, გამოვცვალო სახურავი და მთლიანად მოვაქციო სახლი ერთი სახურავის ქვეშ? მჭირდება თუ არა ამისთვის გამგეობის ნებართვა?

პასუხი: თქვენ გაქვთ ამის უფლება. რაც შეეხება ნებართვას, ეს დამოკიდებულია იმაზე, მოითხოვს თუ არა თქვენ მიერ განხორციელებული მოქმედება შენობის რეკონსტრუქციას. კანონით, რეკონსტრუქცია არის შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეცვლის, გადაკეთების, აღდგენა-რეაბილიტაციის ან რეგენერაცია-ადაპტაციის მიზნით განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც მისი კონსტრუქციული ელემენტების ცვლილებებს იწვევს. სახურავის გადაკეთება ჩაითვლება თუ არა რეკონსტრუქციად, ამის დასადგენად უნდა მიმართოთ შესაბამის არქიტექტურულ სამსახურს. კანონით, მშენებლობას ნებართვა არ სჭირდება შენობა-ნაგებობების, მათ შორის ფასადის, ყველა სახის სარემონტო სამუშაოების განხორციელებაზე, არსებული გაბარიტების ფარგლებში.

კითხვა: ავტომატურად შეიცვლება თუ არა 18 წლამდე ასაკის შვილების მოქალაქეობა იმ შემთხვევაში, თუ ორივე მშობელი მოქალაქეობას იცვლის?

პასუხი: თუ ორივე მშობელი მოქალაქეობას იცვლის, იცვლება შვილების მოქალაქეობაც, თუ ბავშვებს 14 წლისთვის არ მიუღწევიათ, ხოლო 14-18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მოქალაქეობის შეცვლა უნდა მოხდეს მათთან შეთანხმებით.


скачать dle 11.3