კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები


ხაბეიშვილი

გვარის ფუძედაა გამოყენებული მამაკაცის საკუთარი სახელი ხაბა. გვაქვს მეტსახელი ხაბელა, ხაბარა.

გვარი დაფიქსირებულია ჩოხატაურისა და შუახევის რაიონებში. ხაბელაანთ სოფელი არსებობს ზნაურის რაიონში.

საქართველოში 944 ხაბეიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 307, სამტრედიაში – 126, ჩოხატაურში – 113. არიან სხვაგანაც.

ცეცხლაშვილი-ცეცხლაძე

ბათუმში, აჭარის სხვა ქალაქებსა და რაიონებში განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობს გვარიშვილობის ფენომენი. გაბაიძეების საგვარეულო შეკრებაზე, რომელიც დიდი ზარ-ზეიმით ჩატარდა, პოეტმა თენგიზ ცეცხლაშვილმა ბოლო ხანს გამოცემული წიგნი „მამულო, ჩემო საუნჯევ“, დაარიგა. მისი მეორე წიგნი – „ხმა“ – ასე იწყება: „ურყევი ბურჯი საქართველოსი, მუდამჟამს იყო ჩემი აჭარა, დღესაც მზად არის, თავი გასწიროს, მამულს დაუდგეს მტკიცე აბჯარად“. ამ შეკრებაზე გადაწყდა, რომ ცნობილ საგვარეულოსთან ცეცხლაძეებთან უნისონში მოეწყოს ცეცხლაშვილების გვარის შეკრება და აირჩიონ გვარის უფროსი, რადგან, მიგვაჩნია, რომ ეს ორი მონათესავე გვარია.

გვარში ცეცხლაშვილი-ცეცხლაძე ფუძედაა გამოყენებული სიტყვა ცეცხლი, საიდანაც მიღებულია საკუთარი სახელი ცეცხლა.

ცეცხლაშვილი ცეცხლაძეებიდან ატყორცნილ გვარად ჩანს. ცეცხლაძეები ცხოვრობენ აჭარაში, ჩოხატაურში, ლანჩხუთში, თბილისში, ქობულეთში და სხვაგანაც. საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის ცეცხლაძეები 42-ე ადგილზე არიან.

იოანე ბაგრატიონი წიგნში „შემოკლებული აღწერა საქართველოს შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა ოჯახებისა, რომლებიც შეტანილი არიან ტრაქტატსა შინა“ ცეცხლაძეებს აზნაურებად მოიხსენიებს.

ცეცხლაძეები არიან იმერეთშიც. საგვარეულოს ისტორიული სოფელია ხინო, რომელიც აჭარასა და, გურიის საზღვარზე მდებარეობს. სამეგრელოში კი გვარი გვხვდება სოფლებში: პატარა ფოთი და ეწერი.

ცეცხლაძეები ასევე გვხვდებიან 1781 წლის ქსნის ხეობის აღწერაში.

კახეთის ხალხის აღწერის მეთვრამეტე საკუნის პირველი მეოთხედის დავთარში კი დაფიქსირებულები არიან ცეცხლაშვილები: „შილდსას ნეკრასლის ყმა გოშფარ ცეცხლაშვილი, გიორგი ცეცხლაშვილი და ივანე ცეცხლაშვილი.

საქართველოში 91 ცეცხლაშვილი ცხოვრობს: თელავში – 18, თბილისში – 9, ბათუმში – 7.

ცეცხლაძე – 6 463: ქობულეთში – 1 773, ოზურგეთში – 859, ხელვაჩაურში – 456.

ალავერდაშვილი

ფუძიდან ალავერდ წარმოქმნილია გვარი ალავერდიანი, ალავერდოვი და ალავერდაშვილი. ბევრს ეგონა ალავერდოვი გადამთიელი იყო, რომ ალავერდაშვილი და ალავერდოვი ერთი და იგივე გვარია. მინდა, იცოდეთ, რომ 1873-1886 წლებში, აღწერებამდე ალავერდოვის ჭაჭანებაც არ იყო, ეს გვარი რუსების და სომეხ ტერტერათა თაოსნობით გაჩნდა. ჯერ დაიწყეს გვართა ფორმის შეცვლა (შეჭრა): სუფიქს შვილს ჩაანაცვლეს ფორმატი ოვი და შემდეგ მუშაობდნენ ქართველთა გასომხებაზე. პირველი საფეხური იყო მართლმადიდებლობის შეცვლა გრიგორიანული სარწმუნოებით.

გვარის ფუძედ სომხებთანაც და ქართველებთანაც გამოყენებულია თურქული სიტყვა (სახელი) ალაჰ-ვერდი, რაც ღმერთის მიერ მოცემულს, ბოძებულს ნიშნავს. ქალს რომ ბავშვი მოუკვდებოდა, მკითხავები თათრის მოლასთან აგზავნიდნენ. ის შეულოცავდა და ეტყოდა, გეყოლება შვილი და ის დიდხანს იცოცხლებს, ბედნიერი იქნებაო.

ალავერდაშვილები არიან ქართველები, მართლმადიდებლური სარწმუნოების, ქვემო ქართლის მებატონე-მემამულე იაგულაშვილთა შტო-გვარი.

საქართველოში 744 ალავერდაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 199, მცხეთაში – 156, გორში – 103.

რურუა

ხარუა ნიშნავს გზის გამკვლევს. როგორც ჩანს, რურუების წინაპრები გზათა მშენებლები, ასევე ქვითკირით მშენებლები, ხელობა-საქმიანობიდან წარმომდგარი გვარია.

რურუების ძირძველი სამკვიდრო იყო ვედიდკარი. ასევე, დაფიქსირებულები არიან: სეფიეთში, მარანში, ძველ სენაკში, პირველ მაისში, აბაშაში და სხვაგანაც. სარურუო უბანია სეფიეთში.

1995 წელს მიღებული ვაუჩერების მიხედვით დაფიქსირებულია 1 362 რურუა: თბილისში – 358, მარტვილში – 345, აბაშაში – 251.

ადუაშვილი

ადუაშვილი ქართველური, ქართული გვარ-სახელია. გვარი გაჩენილია ქართლში, ქვემო ქართლიდან კი სოფლებიდან გოლეთი, დმანისი, ჯარია, კოდა, სამშვილდე, დროთა განმავლობაში გადასულან შიდა ქართლში.

გვარის მწარმოებელია სახელი ადა. ამ სახელიდანაა გაჩენილი გვარები: ადაძე, ადაიშვილი, ადეიშვილი. ასევე, გვხვდება სახელები ადადა, ადაშა, ადე, ადი, ადია, ადიკა (გვარში ადიკაშვილი), ადნი, ადო, ადუ, ადუა და ასე შემდეგ.

ქვემო ქართლში, დმანისში მცხოვრები ადუაშვილები შეძლებულად ცხოვრობდნენ. იქაური ადუა მამულითურთ წილად ხვდა შემდეგ თავად იოთამ ბარათაშვილს. ეს მოხდა 1537-1538 წლებში. ალიბო და იასე ადუაშვილები იხსენიებიან პაპუა თურქისტანელის მიერ იასე ადუაშვილის სახელზე გაცემულ თავდახსნილობის წიგნში.

1818 წელს კოდელი ადუაშვილის ქალი მარინე, ცოლად გაჰყვა თანასოფლელ გიორგი მაისურაძეს.

1995 წელს ვაუჩერების მიხედვით დაფიქსირდა 1 868 ადუაშვილი: გორში – 681, თბილისში – 571, დმანისში – 193.

ოძელაშვილი

სოფელ მარაბდაში ამ მცირერიცხოვან კომლთა წევრებს ოძელაანთს ეძახიან. როგორც ჩანს, პირთა საკუთარ სახელად გამხდარა ტოპონიმი ოძისი, აქედან კი – ოძელა.

სოფელი ოძისია დუშეთისა და ხაშურის რაიონებში. ზემო და ქვემო ოძისი იყო გარისის (დღევანდელი თეთრი წყაროს) რაიონშიც.

ამ გვარში ყველაზე ცნობილი ოძელაშვილი არსენაა.

დაახლოებით, 1797-1842 წლებში, სოფელ მარაბდაში მებატონეები იყვნენ ორბელიანები. დიმიტრი ორბელიანის ვაჟიშვილის – თამაზის გლეხად მოიხსენიება თათია ოძელაშვილი;

ოძელაშვილები ცხოვრობდნენ სოფლებში: ბორბალო, მაწევანი, მარაბდა, ფარცხისი, ჩხიკვთა.

საქართველოში 448 ოძელაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 373, ბოლნისში – 25, რუსთავში – 17. არიან წყნეთშიც და კახეთშიც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


скачать dle 11.3