კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

ვინ დააშორა და-ძმა და დედა-შვილი ერთმანეთს და რა დაპირების შესრულებაზე ფიქრობს სარატოვში მცხოვრები და


ისტორია: ვეძებ ჩემს ძმას, რომელიც დაიბადა 1970 წლის 10 ნოემბერს, ქუთაისის ¹1 სამშობიარო სახლში. ჩემი ძმა ამჟამად 39 წლის უნდა იყოს. მისი დაბადების სახელი, გვარი და მამის სახელი იყო ელიზბარ გაიოზის ძე ყრუაშვილი. მისი ამჟამინდელი სახელი და გვარი ჩემთვის უცნობია. ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ მის პოვნაში, ან იმ ხალხის მოძებნაში, ვინც ჩემი ძმა იშვილა. ამ ისტორიის საიდუმლო მხოლოდ ბებიამ იცოდა და იმქვეყნად წაიღო. ვიმედოვნებ, რომ დამეხმარებით. თქვენ ჩემი ბოლო იმედი ხართ.

ჟურნალისტის შენიშვნა: ელისო ამჟამად სარატოვში ცხოვრობს. მისი ისტორია კი, ერთი შეხედვით, მართლაც უიმედოა, მაგრამ ჩვენს რუბრიკას ბევრი სასწაული მოუხდენია. მკითხველის ყურადღება მინდა გავამახვილო ერთ ფაქტზე: შესაძლებელია, ელისოს ძმის დაბადება რეგისტრირებული იყოს 1970 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ან 1971 წლის იანვარში. თხოვნით მივმართავ მკითხველს, ყურადღებით წაიკითხონ ეს ისტორია. შეიძლება, ელისოს ძმა თქვენი ახლობელი, მეზობელი, ან ნათესავიც კი აღმოჩნდეს.

– მოგვიყევით, როგორ დაიკარგა თქვენი ძმა. როგორ მოხდა, რომ მისი არც სახელი იცით და არც გვარი?

– ეს ამბავი 1970 წლის ნოემბერში მოხდა. მე მაშინ სამი წლის ვიყავი. ჩემი მშობლები განქორწინდნენ. დედაჩემი ჩემს ძმაზე იყო ორსულად. ჩემი ძმის ნახვის და გაცნობის სურვილი 39 წელია, მტანჯავს და მოსვენებას არ მაძლევს. დედამ ქუთაისის ¹1 სამშობიარო სახლში იმშობიარა. ის ძალიან ცუდად გრძნობდა თავს. ჩვენ მაშინ ქუთაისში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე ¹20-ში ვცხოვრობდით ბებიასთან და ბიძაჩემის ოჯახთან ერთად. ბებიაჩემმა გადაწყვიტა, რომ ბავშვი ქუთაისის ბავშვთა სახლში მიეყვანათ, რადგან რძალს არ უნდოდა მის ოჯახში „მობრუნებულ“ მულს ორ შვილთან ერთად ეცხოვრა. დედას არ უნდოდა შვილის ბავშვთა სახლში დატოვება, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. სახლშიც რა გააჩერებდა და ყოველდღე მიდიოდა ჯანმრთელობაშელახული და გაუბედურებული ვაჟიშვილის სანახავად. აბსოლუტურად ყოველ დილას ბავშვთა სახლში იყო, რომელიც გორაზე მდებარეობდა. ბევრჯერ ცუდადაც კი გამხდარა იქ ასვლის გამო. ექიმებს დედა „ეცოდებოდათ“ და როგორც ხდება ხოლმე, მათი მოწადინებით „გამოჩნდა“ უშვილო წყვილი, რომლებმაც მოისურვეს, ჩემი ძმის გაზრდაში დახმარებოდნენ. ბებიაჩემის ხელშეწყობით ეს საქმე გამოუვიდათ კიდეც.

– თქვენ ვისგან და როგორ გაიგეთ ეს ყველაფერი და დედის თანხმობის გარეშე ბავშვის წაყვანა როგორ მოხერხდა?

– ექვსი წლის ვიყავი, როდესაც სახლში, სრულიად შემთხვევით, ჩემი ძმის დაბადების მოწმობა ვიპოვე. მაშინ მივუვარდი დედას და ვკითხე: დედა, მე თურმე ძმა მყოლია და, რატომ არ არის ჩვენთან-მეთქი. დღემდე ვერ ვივიწყებ იმ გრძნობას – ძალიან განვიცადე მაშინ: დედას ამ თემაზე საუბარიც კი არ შეეძლო. საქმე ის არის, რომ ჩემი ძმის წაყვანის შემდეგ, დედაჩემმა ისე ინერვიულა, რომ ორი თვის განმავლობაში ხმას ვერ იღებდა, დამუნჯდა. შემდეგ კი ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და მამაც დაგვიბრუნდა. ჩემი ძმის კვალს კი ვერ მიაგნეს, მხოლოდ ბებიამ იცოდა ის საიდუმლო, თუ ვინ წაიყვანა ჩემი ძმა. მან კი ის იმქვეყნად წაიღო. მისი სიკვდილის წინ სულ ყურში ჩავძახოდი: ბებო, გთხოვ, მითხარი, სად არის ჩემი ძმა-მეთქი, მაგრამ მისგან მხოლოდ ასეთი პასუხი მივიღე: გაიზრდება და თვითონ გიპოვისო. წლების განმავლობაში ამ იმედით ვიყავი, მაგრამ უშედეგოდ. დედაჩემი უბოროტო და ძალიან მიამიტი ადამიანი იყო. მისი მოტყუება ბავშვსაც კი შეეძლო. მან დაიჯერა, რომ ის ხალხი დროებით წაიყვანდა ჩემს ძმას, მათ კი ამით ისარგებლეს.

– მაინც, როგორ დაიყოლიეს დედათქვენი ან რამე ინფორმაცია თუ გაქვთ იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც ბავშვი წაიყვანეს?

– დედამ ეს ამბავი ისე განიცადა, რომ 53 წლის ასაკში გულით გარდაიცვალა. მართლა მოტყუებით წაიყვანეს ბავშვი. ბავშვთა სახლში მომუშავე ექიმების წყალობით გამოჩნდნენ ბავშვის აყვანის მსურველები. იქიდან მას ვერ გამოიყვანდნენ დედის თანხმობის გარეშე და ამიტომ ბებიაჩემის მოწადინებით ის ჯერ სახლში მოიყვანეს, შემდეგ კი წაიყვანეს, იმ პირობით, რომ გაზრდაში დაეხმარებოდნენ დედას და ისევ მოუყვანდნენ. მათი ლაპარაკით, ბავშვს დედის ვინაობა ეცოდინებოდა და ურთიერთობა ექნებოდა. ასე დაითანხმეს დედაჩემიც. ხოლო ის გვარი და მისამართი, რომელიც დედას უჩვენეს, ყალბი აღმოჩნდა. გარკვეული დროის შემდეგ ისინი უკვალოდ გაქრნენ ჩემს პატარა ძმასთან ერთად.

– ანუ იმ ხალხის შესახებაც არაფერი იცით და მაინც რის იმედი გაქვთ? ელისო, როგორ ფიქრობთ, თქვენმა ძმამ იცის თავისი ისტორია?

– ბებიაჩემი ჭკვიანი ქალი იყო. მან იცოდა, ვის ატანდა შვილიშვილს. მისი წყალობით გამოუვიდათ იმ ხალხსაც დედაჩემის მოტყუება. ვფიქრობ, იქნებ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან მოვიდნენ, თავისთვის არ უნდოდათ შვილი და მოგზავნილები იყვნენ. მე მხოლოდ იმ პიროვნებების აღწერა შემიძლია, დედაჩემის სიტყვებიდან გამომდინარე: კაცი იყო მაღალი და წითური, ქალი კი – დაბალი და შავგვრემანი. მათი თქმით, ისინი ექიმები იყვნენ და ბათუმში მუშაობდნენ. რატომღაც ვფიქრობ, რომ ჩემი ძმა დასავლეთ საქართველოშია. ძალიან ბევრი ვეძებე დამოუკიდებლად, მაგრამ ამაოდ. მე მისი არც გვარი ვიცი, არც სახელი. მხოლოდ დაბადების თარიღი მახსოვს, რომელიც შეიძლება, გადაკეთებულიც ჰქონდეს. სასწაული რომ მოხდეს და ჩემს ძმას იმ ხალხმა სიმართლე გაუმხილოს, მაშინ, ის ამ ისტორიით მიხვდება, რომ მე მისი და ვარ, ხოლო თუ არა, იქნებ, თვითონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ჩემი ძმა იშვილეს, შემიცოდონ და გამომეხმაურონ. დედას შევფიცე, რომ ყველაფერს გავაკეთებ, ძმა რომ ვიპოვო და მინდა, ეს ფიცი შევუსრულო.


скачать dle 11.3