კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პარიკმახერი ბექჰემი


წინასაახალწლოდ ინგლისელი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი ხორხე ლოპესის პოპულარულ შოუში მიიწვიეს და, სხვა რამეებთან ერთად, წამყვანმა ისიც ჰკითხა, ვარცხნილობას ხშირად რატომ იცვლიო.

– დედაჩემი სტილისტი იყო და მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ჩემზე მუდმივად ატარებდა ექსპერიმენტებს და ბავშვობაშიც სხვადასხვა ვარცხნილობა მქონდა. ახლა კი, როცა ცუდ ხასიათზე ვიღვიძებ, მინდა, საკუთარ გარეგნობაში რამე შევცვალო და თმას ძირითადად ჩემით ვიჭრი ხოლმე, – განაცხადა ბექჰემმა.

ხორხემ არ დაუჯერა და უთხრა, თუ ასეთი მაგარი ხარ, მაშინ თმა მეც შემჭერიო. დევიდმაც მაკრატელი მოიმარჯვა და ერთი საათის განმავლობაში წამყვანის თავს დასტრიალებდა. შედეგად, ყველა დარწმუნდა, რომ ბექჰემს თავის რჩენა პარიკმახერობითაც შეუძლია, რამეთუ ლოპესს თმა პროფესიულ დონეზე შეაჭრა.


скачать dle 11.3