კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იქცევიან მდიდარი სპორტსმენები


ორიოდე წლის წინ იყო, ქართული პოლიტიკის მძიმეწონოსანმა წარმომადგენელმა, კახა ბენდუქიძემ, რომ თქვა, დიდი ფულის დახარჯვას დიდი ჭკუა არ სჭირდებაო, მაგრამ ეჭვი გვაქვს, ეს ყველაზე არ ვრცელდება. არცთუ იშვიათად, სპორტის სხვადასხვა სახეობების წარმომადგენლები დიდი ფულის მიღების შემდეგ, უბრალოდ, იბნევიან და ისეთ რამეებს სჩადიან, მერე თავადაც რომ უკვირთ. ასეთი რამ ყველაზე იშვიათად ჩოგბურთელებს ემართებათ, რადგან ჩოგბურთი სპორტის საკმაოდ ძვირი სახეობაა და მასში წარმატებებს ისეთები აღწევენ, რომელთა მშობლებს ფული არ უჭირთ და შესაბამისად, ჩოგბურთელებმაც იციან, მიღებული მილიონები როგორ დახარჯონ.

სანამ უცხოელებზე გადავალთ, საქართველოზე გეტყვით: ერთ-ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც მერე უკრაინაში გაიყიდა, თბილისში დაბრუნების შემდეგ პირველი, რაც გააკეთა, უკრაინიდან „ალფა რომეოს“ საბურავები და „დისკები“ ჩამოიტანა, საკუთარ „09-ს“ მოარგო, აქაოდა, ნახეთ, რა „ნავაროჩენი“ მანქანა მყავსო და მხოლოდ აქ მიახვედრეს, რომ ერთი თვის უკრაინული ხელფასით თავისუფლად შეეძლო, „ალფა რომეო“ ეყიდა. ეს წლების წინ იყო და ახლა ქართველებს ანალოგიური იაღლიშები იშვიათად მოსდით.

რაც შეეხება უცხოელებს: როცა ყველასთვის ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო სამშობლოდან წამოვიდა, კონტრაქტი ფრანგულ „პარი სენ ჟერმენთან“ გააფორმა და დიდი ხელფასი არც ჰქონია. ამ ფულით რონალდინიოს თავიც უნდა ერჩინა და ბრაზილიაში დარჩენილი ნათესავებიც. მერე იყო, ის „ბარსელონამ“ იყიდა და რონალდინიოს კოლოსალური თანხები მოულოდნელად დაატყდა თავს. მანაც საკუთარი ოცნების ასრულება გადაწყვიტა და ცნობილი ფრანგი მოდელი და სტრიპტიზის მოცეკვავე ალესანდრა პარესანი უფრო ახლოს გაიცნო, არდადეგებზე კი ბრაზილიაში წაიყვანა. სავარაუდოდ, სწორედ იქ მიხვდა ალესანდრა, რომ რონალდინიოს ფულს იოლად დაახარჯვინებდა და ჯერ „ფერარი“ აყიდვინა (თან ისე, რომ წყვილი ბრაზილიაში იყო, ალესანდრას კი ახალთახალი მანქანა პარიზულ სახლში მიუყვანეს), მერე კი წუწუნი დაიწყო, პარიზში დაბრუნება მინდა, რადგან ჩემი ძაღლის გარეშე გაძლება მიჭირსო. ალესანდრას ჩიხუახუას ჯიშის პატარა ძაღლი ჰყავდა და იმის შიშით, რომ ქალი გაექცეოდა, რონალდინიომ ჩარტერი იქირავა და პარიზიდან რიოში ძაღლი სპეცრეისით გადააფრინეს. მოკლედ, ბრაზილიელს პარესანთან ორთვიანი რომანი მილიონზე მეტი დაუჯდა.

ლისაბონის „სპორტინგში“ თამაშის დროს კრიშტიანუ რონალდუს წლიურ ანაზღაურებად ორასი ათასი დოლარიც კი არ ჰქონდა, მაგრამ პორტუგალიელი 17 წლის ასაკში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ იყიდა და ფეხბურთელს კვირაში 50 ათასი გირვანქა დაუნიშნა. ეს მაშინ რონალდუსთვის კოლოსალური თანხა იყო და შეიძლება ითქვას, რომ ის უბრალოდ, გადაირია. მან ლონდონის გარეუბანში ერთ-ერთი საროსკიპო შეარჩია და კვირაში ორჯერ მისი სტუმარი იყო. თავიდან რონალდუ ორასფუნტიან ქალებთან ერთობოდა, მერე თანხა ორი ათასამდე გაიზარდა და როცა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ პორტუგალიელს მხოლოდ ქალებში ასი ათასზე მეტი ჰქონდა დახარჯული, რონალდუმ უკან დაიხია, მაგრამ თანაგუნდელთა დაცინვას ვერ გადაურჩა. გვიან მიხვდა რონალდუ, რომ საკმარისი იყო, გამოეცხადებინა, ქალს ვეძებო და რიგი დაუდგებოდა, რადგან „მანჩესტერის“ ფეხბურთელს ხელიდან არავინ გაუშვებდა.

მილანის „ინტერში“ გადასულმა ადრიანომ კლუბის პრეზიდენტს, მასიმო მორატის, სთხოვა, იქნებ, პატარა რესტორნის შეძენაში დამეხმაროო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ადრიანოს სურდა საკუთარი რესტორანი იმიტომ ჰქონოდა, რომ ბრაზილიიდან ჩამოსული ნათესავები და საკუთარი თავიც იაფად გამოეკვება. მერე კი, როცა ის ათამაშდა და წლიურად ათ მილიონზე მეტს იღებდა, ფრთები გაშალა და... გაგიჟდა. რამდენიმე დღით ადრიანო დაკარგულადაც კი ითვლებოდა, თუმცა მოგვიანებით იპოვეს. ის სახლში იაფფასიან კახპასთან ერთად იყო გამოკეტილი, საკვებსა და სასმელს უკვეთავდა და ოთახიდან არ გამოდიოდა. ორი თვე ფსიქიატრიულში მკურნალობის შემდეგ ის გუნდიდანაც გაუშვეს და ადრიანო სამშობლოში დაბრუნდა. თანაც „ინტერისთვის“ კომპენსაცია არ მოუთხოვია, არადა, შეეძლო, დაახლოებით, ათი მილიონი წაერთმია. ნელ-ნელა ფეხბურთელი ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება და ბრაზილიაში ორიოდე კვირის წინ დასრულებული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს, თუმცა ადრიანო ევროპაში დაბრუნებას არ აპირებს. აქაოდა, იქ ბევრი ფული და გასართობია და ტვინი მერევაო.

საინტერესო ისტორია შეემთხვა ჯოვანი ელბერსაც. როცა ის მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა, ბრაზილიაში დიდი სახლის აშენება გადაწყვიტა, რადგან ბავშვობაში ოჯახში მუდმივად ფართის პრობლემა ჰქონდა და... საკუთარ სახლში ორჯერ დაიკარგა და ორივეჯერ სამაშველო სამსახურს გამოუძახა.

ახლა სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლებზეც ვთქვათ: იტალიელმა მოტომრბოლელმა ვალენტინო როსიმ პირველი მილიონებით სახლში... ოქროს უნიტაზი გაიკეთა, თუმცა მას მხოლოდ თავად ხმარობდა და სტუმრებს ჩვეულებრივ საპირფარეშოში უშვებდა. ეს ისტორია იმით დასრულდა, რომ როსის უნიტაზის გასაწმენდად მისული ქალბატონი ოქროს ქმნილებას პატარა ნაწილებს აფხეკდა და ამ გზით ქალმა როსის თითქმის ნახევარი კილო ოქრო ასწაპნა.

ოქროს უნიტაზი არაბმა შეიხებმა მარია შარაპოვასაც აჩუქეს, თუმცა მაშამ ჭკუა იხმარა და უნიტაზი გაყიდა. სამაგიეროდ, მას იმის ჭკუა არ ეყო, ნაშოვნი მილიონები როგორ განეკარგა და მათზე ზრუნვა მამას, იური შარაპოვს, მიანდო. იურამ ფული ნავთობის ბიზნესში ჩადო, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად ლოთობდა, სერიოზული ზარალი ნახა. იურამ ერთ-ერთი ღრეობის შემდეგ რაღაც ხელშეკრულებაზე მოაწერა ხელი და ათი მილიონი იზარალა. ამან ჩოგბურთელი საგონებელში ჩააგდო და ახლა ის თავად ცდილობს ბიზნესის აწყობას, თუმცა ჯერჯერობით სერიოზულ წარმატებებს ვერ აღწევს.

არ გეგონოთ, რომ ყველა სპორტსმენი ფულს უყაირათოდ ხარჯავს. მაგალითად, კახა კალაძის თანაგუნდელი კლარენს ზეედორფი ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენია. მას მადრიდსა და მილანში სასტუმროებისა და რესტორნების ქსელი აქვს და ახლა ამერიკის დაპყრობას აპირებს. მისი ქონება თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარით ფასდება, თუმცა ისეთებიც არიან, კარიერის განმავლობაში ას მილიონზე მეტი რომ აქვთ ნაშოვნი და დღეს პურის ფული ენატრებათ.


скачать dle 11.3