კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სადღესასწაულო დიეტა


ვინაიდან ახალი წლის დღეები გაძლიერებულ ჭამა-სმასთან არის ასოცირებული, განსაკუთრებით კი – საქართველოში, უნდა შევეცადოთ და გადატვირთული ორგანიზმი მაქსიმალურად განვტვირთოთ და ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას შევუშალოთ ხელი. სწორედ ამ მიზნით გთავაზობთ სადღესასწაულო დიეტას.

ცხადია, ილუზია იქნება იმის თეორიული იმედიც კი, რომ ახალი წლის დღეებში ვინმე თუნდაც გაიფიქრებს დიეტის დაცვაზე, მაგრამ, ასეა თუ ისე, ჩვენი ჯანმრთელობისა და გარეგნობის წინაშე ვალდებული ვართ, გავაკონტროლოთ ჩვენი კვება და თუ არ გავხდებით, შევინარჩუნოთ წინა ან, უკიდურეს შემთხვევაში, მაქსიმალურად ცოტა მოვიმატოთ, რომ მალე ადვილად დავიკლოთ:

ახალ წელს სულ რამდენიმე დღე გვაშორებს და, სასურველი იქნება, თუ საკუთარ თავს განტვირთვის დღეებს მოვუწყობთ. ერთი დღე, ვთქვათ, მთელი დღის განმავლობაში მიირთვით 4 ჩაის ჭიქა უცხიმო მაწონი და გამოხდილი ან გაზგასული მინერალური წყალი – ნებისმიერი რაოდენობით; მეორე დღე დაუთმეთ სახამებელგამოცლილ მოხარშულ ბრინჯს. 3 სადილის კოვზი გარეცხილი ბრინჯი წინა ღამეს ჩაალბეთ მდუღარე წყალში. დილას კარგად გარეცხეთ, დაასხით ცივი წყალი და წამოადუღეთ. 2 წუთის დუღილის შემდეგ ისევ გარეცხეთ, დაასხით ცივი წყალი და კიდევ წამოადუღეთ. ასე გაიმეორეთ სამჯერ. ბოლო წამოდუღების შემდეგ 5 წუთით გააჩერეთ გამდინარე ცივ წყალში და აცადეთ, მაქსიმალურად დაიწუროს. ამის შემდეგ შეგიძლიათ, მიირთვათ: რამდენჯერაც მოგშივდებათ, იმდენჯერ. სითხე – ისევე, როგორც წინა დღეს.

მესამე დღეს, სასურველია, თუ მხოლოდ ვაშლს მიირთმევთ 1-დან 1,5 კილოგრამამდე.

თუ ამ სამდღიან განტვირთვას გაუძლებთ, თქვენი ორგანიზმი მზად შეხვდება ახალი წლის სავსე სუფრას, მაგრამ დღესასწაულის დღეებშიც გმართებთ თავის შეკავება: ეცადეთ, შეზღუდოთ პური. ტკბილეული მიირთვით ზომიერად და ყოველი კვების შემდეგ აუცილებლად დალიეთ 1 ან 2 აბი ფესტალი და გაზგასული მინერალური წყალი; ან 1 ჩაის ჭიქა მაწონი 1 ჩაის ჭიქა „ბორჯომში“ გახსენით და მიირთვით.

თუ მარხვას იცავთ, თავის შეკავება ნაკლებად გაგიჭირდებათ, მაგრამ მაინც, ძალიან ნუ გაგიტაცებთ ნამცხვრები და ნიგვზიანი კერძები.

თუ შეატყვეთ, რომ ზომაზე მეტი მიირთვით, გულს ნუ გაიტეხთ: არ დაიზაროთ და 15 წუთის განმავლობაში იარეთ ფეხით – სულაც თქვენს ეზოში ან თქვენს უბანში გაისეირნეთ. სირბილი და მძიმე ვარჯიშები აუცილებელი არ არის, მთავარია, საკვებით მიღებული ზედმეტი კალორიები, მაქსიმალურად მალე დაწვათ, რათა ყოველი გემრიელი ლუკმა, რომელიც ცოტა ხნის წინ მიირთვით, ქონებად არ გექცეთ და სიამოვნება არ ჩაგიმწარდეთ.


скачать dle 11.3