კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნაღვლის ბუშტის ტკივილისას თბილი და გაზგასული მინერალური წყალი დაგეხმარებათ


სანაღვლე გზების დისკინეზია საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა. დისკინეზია ნაღვლის ბუშტის მუშაობის დარღვევაა, რომელიც თანდათან დაავადებად ყალიბდება. ფუნქციური მოშლა არის არაორგანული დარღვევა, რომელსაც თან არ სდევს არც ანთება და არც ქვების წარმოქმნა, მაგრამ დროთა განმავლობაში მან შეიძლება, სანაღვლე გზების საგრძნობი ცვლილებები გამოიწვიოს.

ნაღველი ღვიძლში წარმოიქმნება, შემდეგ ნაღვლის ბუშტში ჩაედინება, იქიდან კი თორმეტგოჯა ნაწლავში გადადის, სადაც საჭმლის მონელებაში იღებს მონაწილეობას. ჯანმრთელ ორგანიზმში ეს სისტემა შეუფერხებლად მუშაობს. დისკინეზიის დროს კი, ნაღვლის ბუშტი და სფინქტერები არათანმიმდევრობით იკუმშება, კერძოდ, ან ძლიერად, ან პირიქით, სუსტად. უსიამოვნო შეგრძნებებს კი თავისთავად ესეც იწვევს.

გამოყოფენ დისკინეზიის ორ ჯგუფს: ჰიპომოტორულს და ჰიპერმოტორულს.

ჰიპომოტორული ტიპის დისკინეზიის დროს ნაღვლის ბუშტი ცუდად იკუმშება და ნაღველიც ნაწლავებში არასაკმარისი რაოდენობით გადადის. ასეთ დროს აღინიშნება სიმძიმის შეგრძნება, ყრუ ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ. ტკივილი შეიძლება გადაეცეს გულმკერდის მარჯვენა არეს.

ჰიპერმოტორული ტიპის დისკინეზიის დროს ნაღვლის ბუშტი მეტისმეტად დიდი ინტენსივობით იკუმშება. კლინიკურად ეს მწვავე, მჩხვლეტავი ტკივილის სინდრომით გამოვლინდება.

დისკინეზიის ხელისშემწყობი ფაქტორებია ფსიქოემოციური მდგომარეობა, ჰორმონების გამომუშავება, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ახლომდებარე ორგანოების პათოლოგიები, მაგალითად, გასტრიტი, გასტროდუოდენიტი, დუოდენიტი ან მემკვიდრეობითი ფაქტორი.

თუ დისკინეზია ჰიპომოტორული ტიპისაა, მკურნალობის მიზანი ნაღვლის ბუშტის შეკუმშვათა ინტენსივობის გაზრდა უნდა იყოს. ამიტომ მისაღებია ნაღველმდენი საშუალებების და სპაზმოლიტიკების კომბინაცია.

არსებობს ნაღველმდენი საშუალებების ორი სახეობა. ერთი ღვიძლის ნაღველწარმომქმნელ ფუნქციას აძლიერებს, მეორე კი ხელს უწყობს ნაღვლის თავისუფლად გადადინებას სანაღვლე გზებში და ნაწლავების გავლით ორგანიზმიდან მის გამოდევნას.

რაც შეეხება დიეტას, ეს ის შემთხვევა არ არის, როცა მკაცრად განსაზღვრული დიეტაა საჭირო, მაგრამ ზომიერების დაცვა მაინც საჭიროა. ცხიმის, შებოლილი საკვების, ძმრიანი, მჟავე, მწარე და ცხარე კერძების დიდი რაოდენობით მიღება უსიამოვნო შედეგამდე მიგიყვანთ.

რა სახისაც უნდა იყოს დისკინეზია, საკვები, რომელიც ღვიძლს აღიზიანებს, რეკომენდებული არ არის. ასეთებია ხორცის ნახარში, ცხოველური ცხიმი, მწარე საკაზმი. არ შეიძლება ლუდი და ალკოჰოლური სასმელები.

დისკინეზიის დროს აუცილებელია. მინერალური წყალი. ის დიდი რაოდენობით შეიცავს მაგნიუმს. აჯობებს, მინერალური წყალი თბილი და გაზგასული მიიღოთ, ვინაიდან სითბო ხელს უწყობს სპაზმების მოხსნას, ხოლო წყალში შემავალი მიკროელემენტები კი – შეკუმშვას.


скачать dle 11.3