კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი შედეგით გამოირჩევა სიმსივნით დაავადებულთა მკურნალობისას „კამელინი“ და შეიძლება თუ არა მისი გამოყენება გრიპის სამკურნალოდ


თბილისში, კერძოდ კი ქინძმარაულის ქუჩაზე, ფუნქციონირებს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფარმაცევტული საწარმო, სადაც ნატურალური თაფლისგან მზადდება ქართული პრეპარატი „კამელინი“ ამპულების, კაფსულების, მალამოსა და სანთლების სახით. თუმცა ამ პრეპარატის შექმნის ისტორია უფრო ადრე, დაახლოებით 60 წლის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში, და, როგორც ცნობილია, ცნობილმა ქირურგმა და მეცნიერმა, ბენედიქტე (ძაგული) მაღლაკელიძემ ის შექმნა, სწორედ იმ დროს, როდესაც არ არსებობდა ეფექტური საშუალებები სხვადასხვა ბაქტერიული და სიმსივნური დაავადების სამკურნალოდ. ამ დროიდან დაიწყო პრეპარატის ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევების ხანგრძლივი გზა. დღეს კი მიმდინარეობს „კამელინის“ თვისებების ახლებური კვლევა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს საუკეთესო სამეცნიერო და კლინიკურ ცენტრებში. აი, რა თქვა ამ პრეპარატის შესახებ ერთი წლის წინ (მას შემდეგ კიდევ ბევრი რამ ჩატარდა ამ პრეპარატთთან დაკავშირებით), ამერიკაში დაფუძნებული შვილობილი კომპანია „U.S.A. INCORPORATION“-ის პრეზიდენტმა, ბატონმა კრისტოფერ სმიტმა:

„მე დიდი ხნის განმავლობაში ვეცნობოდი ფაგოთერაპიის ცენტრში „კამელინზე“ ჩატარებულ ექსპერიმენტულ და სამეცნიერო კვლევებს. ამ კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ „კამელინს“, ანტიკანცეროგენული (ანტისიმსივნური), ანტიბაქტერიული, ანტივირუსული თვისებების გარდა, აქვს იმუნომოდულატორული თვისებები, ეს კი ხელს უწყობს დასუსტებული ორგანიზმის იმუნიტეტის გაძლიერებას. არსებული შედეგები კარგად შევისწავლე და გადავწყვიტე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი კალიფორნიის შტატში, დამეარსებინა „კამელინის“ შვილობილი კომპანია. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ „კამელინს“ აქვს ძალიან ბევრი სამკურნალო თვისება. შესაბამისად, ჩვენი კომპანია აპირებს ამ პრეპარატის მრავალმხრივ გამოყენებას. თუმცა ჩვენ ასევე გვსურს, „კამელინი“ გამოვიყენოთ სხვადასხვა საკვებ პროდუქტში, როგორც შესანიშნავი ბიოდანამატი ყოველდღიური მოხმარებისთვის. მანამდე კი მინდა ვთქვა, რომ „კამელინის“ გამოყენება ძალიან კარგია პროფილაქტიკის მიზნითაც, ის ძალიან ბევრ დაავადებას ააცილებს ადამიანს. მიხარია, რომ დღეს საქართველოში იწარმოება ასეთი უნიკალური პრეპარატი“.

რადგან ჩვენს ჟურნალში ხშირად რეკავენ ადამიანები და კითხვებს გვისვამენ „კამელინის“ სამკურნალო თვისებების შესახებ, ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე პაციენტის ისტორიას, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს ამ პრეპარატის სამკურნალო თვისებები.

ერთ-ერთი არის 43 წლის პაცინეტი, რომელსაც 33 წლის ასაკში აღმოაჩნდა თავის ქალის სიმსივნე, რაც არ ექვემდებარებოდა მკურნალობას. პაციენტს გაუკეთეს ოპერაცია, მაგრამ ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს, მკურნალობის სხვა გზები და საშუალებებიც ეცადათ. რადგან მათ გაგონილი ჰქონდათ „კამელინის“ სამკურნალო თვისებების შესახებ, ამიტომ დაიწყეს მისი გამოყენება. იმ დროს პაციენტი საკმაოდ ცუდად გრძნობდა თავს. ყელის ქვემოთ გათიშული ჰქონდა ყველაფერი – ხელები, ფეხები, საერთოდ ვერ მოძრაობდა. „კამელინის“ გაკეთებისთანავე ორგანიზმმა მუშაობა დაიწყო, შემდეგში ჩატარებული ანალიზების პასუხებიც უკეთესი იყო. სიმსივნე დაძლეულ იქნა, პაციენტმა უფლისა და „კამელინის“ დახმარებით სიარულიც შეძლო, ის ამჟამად თავს კარგად გრძნობს. მისი ოჯახის წევრები და თავად პაციენტი „კამელინს“ უკვე პროფილაქტიკისთვის იყენებენ.

ასევე, ერთ-ერთ პაციენტს ჰქონდა სიმსივნე ყელზე, მეოთხე სტადია. მან რამდენიმე წლის წინ გაიკეთა ოპერაცია, მაგრამ მეტასტაზები წავიდა მარჯვენა ფილტვზე. როდესაც სურათი გადაუღეს, აღმოჩნდა, რომ ის მთლიანად თეთრი იყო. ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს, მისთვის „კამელინი“ გაეკეთებინათ. პირველი ნემსის გაკეთებისთანავე, პაციენტმა იგრძნო შვება, სუნთქვა გაუუმჯობესდა. ორი კურსის ჩატარების შემდეგ კი გადაიღო რენტგენი და აღმოჩნდა, რომ ჯანმრთელი იყო, რამაც ექიმების გაკვირვება გამოიწვია. მკურნალობის ხუთი კურსის ჩატარების შედეგ პაციენტი სრულიად განიკურნა, თავს მშვენივრად გრძნობდა და „კამელინის“ გამოყენებას უკვე სხვებსაც ურჩევდა.

21 წლის ახალგაზრდას აღმოაჩნდა თავის ტვინის სიმსივნე, ძალიან ცუდად იყო, ჰქონდა ეპილეფსიური კრუნჩხვები, ოპერაციის გაკეთებაზეც უარი უთხრეს. მშობლებმა დაუწყეს „კამელინით“ მკურნალობა, თვე-ნახევრის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ეპილეფსიური შეტევები შეუწყდა.

კობა გურიელიძე (კომპანია „კამელინის“ აღმასრულებელი დირექტორი და სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი):

– ადრეული კვლევები, რომლის საფუძველზეც მტკიცდება „კამელინის“ შესანიშნავი ანტისიმსივნური თვისებები, მოიცავს 1945-1975 წლებს. ამ პერიოდის განმავლობაში „კამელინი“ მოიხმარა ათიათასობით ონკოდაავადებულმა და მათ შორის უამრავი შემთხვევაა, როდესაც უმძიმეს სტადიაზე მყოფი ავადმყოფისთვის „კამელინი“ იყო ის უკანასკნელი იმედი და სასწაული, რომელიც რეალურად გამოჩნდა მათ ცხოვრებაში. ეს დოკუმენტური მასალები ეყრდნობა იმ ავადმყოფების ისტორიებს, რომელთა გაყალბების თუნდაც მცირე მცდელობა საბჭოთა სისტემის დროს, უბრალოდ, თვითმკვლელობას ნიშნავდა, უმკაცრესად და დაუნდობლად ძირშივე იძირკვებოდა.

„ავადმყოფობის ისტორია ¹1785. ავადმყოფი გ. ტ. მდედრობითი სქესის, 17 წლის, 3 თვის განმავლობაში მარცხენა თეძოს ქვედა მესამედის არეში ჰქონდა მზარდი სიმსივნე, რომელიც 12.II.63 წელს ამოკვეთილ იქნა თბილისის რესპუბლიკურ ონკოლოგიურ დისპანსერში. ჰისტომორფოლოგიური დიაგნოზი: ფიბროსარკომა. ოპერაციიდან 2 თვის შემდეგ სიმსივნე რეციდირებს, რის გამოც ავადმყოფი დაწვენილ იქნა ლენინგრადის ონკოლოგიურ ინსტიტუტში, სადაც დიაგნოზი დადასტურდა. იქ შეთავაზებულ თეძოს ამპუტაციაზე მშობლებმა უარი განაცხადეს და ავადმყოფი დააბრუნეს თბილისში. პირველად მოგვმართა 14.V.63 წელს: მარცხენა თეძოს უკანა ნაწილში ოპერაციის შემდგომი ნაწიბურის ადგილას ისინჯებოდა საკმაოდ დიდი, მკვრივი, უმოძრაო, მტკივნეული სიმსივნე. 14. V-შივე დანიშნულ იქნა მკურნალობა „კამელინით“, 25 დღის შემდეგ სიმსივნე დაპატარავდა, საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი გახდა, ერთი წლის შემდეგ სიმსივნემ კვლავ დაიწყო გაზრდა. 23.I.67წ. ავადმყოფი მიღებულ იქნა III საქალაქო საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში და სიმსივნე შეძლებისდაგვარად ამოღებულ იქნა. სიმსივნის პათომორფოლოგიური დიაგნოზი: 1. მიქსოფიბროსარკომა (აკად. ვ. კ. ჟღენტი) 2. ანგიოსარკომა (პროფ. ლ. კ. შარაშიძე); 3. მიქსოიდური ფიბრომა რეციდივისა და სწრაფი ზრდისადმი მიდრეკილებით (პროფ. გელბერტი, მოსკოვი). სიმსივნის დარჩენილ ნაწილში შეყვანილია „კამელინის“ ხსნარი. იმპრეგნაციიდან გარკვეული დროის შემდეგ სიმსივნე მთლიანად იქნა სეკვესტრირებული და პინცეტით ადვილად მოცილებული.“

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კვებეკის, მონრეალის, ბერნის, ილინიოსის, ბრაზილიის სამეცნიერო და კლინიკურ ცენტრებში დადგინდა, რომ „კამელინი“ შესანიშნავი ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და იმუნური სისტემის გამაძლიერებელი ბუნებრივი წარმოშობის პრეპარატია და მისი გამოყენება გრიპოზული დაავადებისა და პროფილაქტიკის მიზნით, იდეალური საშუალებაა. მას არ აქვს გვერდითი მოვლენები, აძლიერებს ადამიანის იმუნიტეტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის დაავადებების სამკურნალოდ, როგორიც არის გრიპი და მასთან დაკავშირებული გართულებები.

P.S. სანამ „კამელინის“ შესახებ მოგაწვდით დამატებით ინფორმაციებს, დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე: 899 67-77-43; 899 33-10-89; 899 58-09-07; 877 73-56-61; 899 23-03-33; 98-57-78; 71-04-80; 22-26-68; 93-20-87.


скачать dle 11.3