კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ დაავადებებს ამწვავებს სადღესასწაულო საკვები და როგორ დავიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა ახალი წლის დღეებში


ყველა ადამიანი ცდილობს, დაივიწყოს ცუდი და კარგი განწყობით, მაგიდასთან მრავალფეროვანი კერძებით და ტრადიციული სასმელით შეეგებოს ახალ წელს. ამ დროს არც დაავადებებზე ფიქრობს კაცი და თამამადაც მიირთმევს სადღესასწაულო სუფრაზე უხვად დალაგებულ საჭმელ-სასმელს. სამწუხაროდ, ამის შემდეგ, თავის განებივრების შედეგები ძალიან ძვირად გვიჯდება ხოლმე. როგორც იტყვიან „პროცესი კარგია და სასიამოვნო, შედეგები კი – არასასურველი. კერძოდ, სადღესასწაულო კერძების მიღების შემდეგ ბევრი ქრონიკული დაავადება მწვავდება, თავს გვახსენებს ორგანიზმში ფარულად მიმდინარე პროცესები, მაგალითად: პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი, გასტრიტი, შაქრიანი დიაბეტი და სხვა. სტატისტიკურად, ამ დროს იმატებს ასევე, ინფარქტებისა და ინსულტების რიცხვიც. ასე რომ, ზედმეტმა საკვებმა შესაძლოა, საახალწლო დღეები ჩაგიმწაროთ.

თუ გსურთ, დაეხმაროთ ახალი წლის დღეებში საკუთარ ორგანიზმს, არ ჩაიშხამოთ სადღესასწაულო განწყობა და თავი დაიზღვიოთ არასასურველი შედეგებისგან, მაშინ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ენდოკრინოლოგ მაკა კორინთელის რჩევები, რაც ნამდვილად წაგადგებათ და უსაფრთხო და ჯანმრთელ საახალწლო განწყობას შეგიქმნით.



– სადღესასწაულო სუფრაზე უხვადაა წარმოდგენილი ცხიმიანი, ნიგვზიანი, ცხარე და მწარე კერძები. მათი მიღებისას კი კუჭი საგრძნობლად იტვირთება. რა უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს, რათა არასასურველ შედეგებს ავარიდოთ თავი და განწყობა არ გავიფუჭოთ დაავადებების გამწვავების ფონზე?

– კუჭი რომ არ გადაიტვირთოს, სასურველია, საკვები დოზირებულად მიირთვათ. სულაც არ არის აუცილებელი და საჭირო ყველაფერი დააგემოვნოთ, რაც სუფრაზე დევს და მადისაღმძვრელად გამოიყურება. რასაკვირველია, საახალწლო სუფრა სადღესასწაულო და მრავალფეროვანი უნდა იყოს, მაგრამ პრობლემა ის არის რომ, ამ დროს განსაკუთრებით ზედმეტ საკვებს ვიღებთ და თან არასასურველ დროს, ანუ გვიან საღამოს. ეს ყოველივე კი არასასურველ შედეგებს იძლევა. თუ გადააჭარბებთ იმ რაოდენობის საკვების მიღებას, რაც დღე-ღამის განმავლობაში უნდა ჭამოთ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ცხიმიანი იქნება, თევზეული, ტკბილეული თუ სხვა, ეს გამოიწვევს ლიპიდური, ცხიმოვანი ცვლის დარღვევას, რაც გამოიხატება საერთო ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების დონის მატებით სისხლში და სხვა გართულებებით.

– კონკრეტულად, ეს ყოველივე რა გართულებებს იწვევს?

– თავის მხრივ, ლიპიდური ცვლის დარღვევა იწვევს სისხლძარღვოვან გართულებებს, რაც განაპირობებს არტერიული წნევის მომატებას, ინფარქტს და ინსულტს. მინდა გითხრათ, რომ სწორედ იანვარში, კერძოდ, ახალი წლის დღეების შემდგომ პერიოდში მიმართავს ბევრი ადამიანი ენდოკრინოლოგიურ და კარდიოლოგიურ სტაციონარებს. ასე რომ, ამ დროს მათი რიცხვი საკმაოდ დიდია, ვიდრე სხვა პერიოდებში და ამიტომ გირჩევთ ამ დღეებში განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენას საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. ასევე, არტერიული წნევის მატებას, ლიპიდური ცვლის დარღვევის გარდა, იწვევს დიდი რაოდენობით სითხის მიღებაც. აქვე იმასაც გეტყვით, რომ საახალწლო დღეებში ადამიანი ბევრ მარილიან კერძს მიირთმევს, მამაკაცები კი, დიდი რაოდენობით ალკოჰოლურ სასმელს იღებენ. ეს ყოველივე იწვევს სისხლძარღვების გადატვირთვას. იწყება ჰიპერვოლემია. ეს უკანასკნელი კი იწვევს არტერიული წნევის მკვეთრ მატებას.

– რამდენად საშიში პერიოდია შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის?

– იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი და იმყოფებიან ინსულინოთერაპიაზე, იტარებენ სხვადასხვა მედიკამენტური მკურნალობის კურსს ან იცავენ ამ დაავადებისთვის საჭირო და შესაბამის დიეტას, თუ ისინი დიდი რაოდენობით მიირთმევენ ტკბილეულს – გოზინაყს, ნამცხვარს, შოკოლადს, ჩურჩხელას და სხვა, ანუ რაც კატეგორიულად ეკრძალებათ დაავადების გამო, ახალი წლის შემდგომ შესაძლოა, პრობლემებს ვერ აარიდონ თავი. კერძოდ, ამ დროს ხშირია პრეკომატოზური და კომატოზური მდგომარეობა. ეს გამოიხატება სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მატებით, რაც თავის მხრივ იწვევს წყურვილის შეგრძნებას, ღამის საათებში შარდვის გახშირებას, იწყება კანის სიმშრალე, შესაძლებელია გონების დაბინდვა. ამ სიმპტომებს კი, სამწუხაროდ, ადამიანი, საბოლოო ჯამში, მიჰყავს პრეკომატოზურ და კომატოზურ მდგომარეობამდე.

– დიდი რაოდენობით ნიგვზიანი კერძების მიღება რომელ დაავადებას ამწვავებს და როგორ დავიცვათ თავი მისგან გამოწვეული არასასურველი შედეგებისგან?

– დიდი რაოდენობით ნიგვზიანი კერძების ჭამა, ძირითადად, იწვევს ქრონიკული ქოლეცისტიტისა და გასტრიტის გამწვავებას. ამ დროს იწყება კუჭის და მარჯვენა ფერდქვეშ არეში სიმძიმის შეგრძნება, ბოყინი, გულძმარვა, ტკივილი. საერთოდ, მონელების თვალსაზრისით, მძიმე საკვებად მიიჩნევა ნიგვზიანი კერძები, ცომეული და ტკბილეული. ამიტომ, ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები აქვს, სასურველია, მიირთვან ახალი წლის დღეებში მოხარშული ხორცი, თევზეული, სალათები. აქვე იმასაც გეტყვით, რომ სასურველია ეს სალათები მომზადებული იყოს მცენარეული ზეთით და არა მაიონეზით. ასევე, არ არის კარგი ამ დაავადებების მქონე ადამიანებისთვის ცხარე, მწარე, მჟავე, ტომატიანი კერძების ჭამა. თუ ზედმეტად გადატვირთეთ კუჭი ახალი წლის დღეებში, მაშინ აუცილებელია საკუთარ ორგანიზმს ერთი დღით განტვირთვის დღე მოუწყოთ და მიირთვათ მთელი დღის განმავლობაში, მაგალითად, ერთი კილოგრამი ხილი, 500 გრამი ხაჭო ან მოხარშული ხორცი, ჩაი და ყავა უშაქროდ, და ორი ლიტრი მინერალური და ონკანის წყალი, ამას კი დააყოლოთ ერთი აბი პოლივიტამინი. ეს განტვირთვის დღე სასურველია მოუწყონ საკუთარ თავს ახალი წლის დღეებში იმ ადამიანებმა, ვისაც ჭარბი წონის პრობლემა აქვთ. მაგრამ აქვე გაფრთხილებთ, რომ ეს განტვირთვის დღე არ უნდა გააკეთონ დიაბეტით დაავადებულმა ადამიანებმა. თუ ადამიანი წნევიანია, განტვირთვის დღეს უნდა ჭამოს უმარილო საკვები. როცა უმარილო საჭმელს ჭამთ და აყოლებთ სითხეს, ეს მოქმედებს როგორც შარდმდენი საშუალება და იწყება ამ დროს ორგანიზმიდან წიდების გამოდევნა. მაგრამ, თუ ადამიანი მარილიან საკვებს იღებს და თან სითხესაც აყოლებს, ამ დროს ორგანიზმში სითხე შეკავდება და იწყება სისხლძარღვების გადატვირთვა, შეშუპება და წნევის მომატება. ამიტომ, არ შეიძლება ინფარქტიანმა, ინსულტიანმა და წნევიანმა ადამიანმა მიიღოს დიდი რაოდენობით მარილიანი საკვები და საფრთხე შეუქმნას საკუთარ ჯანმრთელობას. ხოლო, როცა უმარილო საჭმელს ჭამთ და თან სითხეს აყოლებთ, ამას დადებითი ეფექტი აქვს და ძალიან სასარგებლოცაა. რაც შეეხება დიდი რაოდენობით საჭმლის მიღების შემდეგ მის უკეთ მონელებას, შეგიძლიათ, მიიღოთ ფერმენტები, მაგალითად, ისეთები როგორიცაა: „ფესტალი“, „მეზიმფორტე“, „პანზინორმი“, „პანკრეატინი“. გართულებების დროს კი აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა მისი რეკომენდაციით დაინიშნოს მკურნალობის კურსი, შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად.

– დამეთანხმებით, ძნელია სუფრასთან თავი შეიკავო, არადა, დაავადების გამწვავებაც საკმაოდ ცუდია, მით უმეტეს, საახალწლო დღეებში. კერძოდ, რომელ დაავადებას რომელი კერძი ამწვავებს?

– დიახ, საკმაოდ რთულია ახალი წლის დღეებში თავი შეიკავოს ადამიანმა შემწვარ-მოხრაკული და ნიგვზიანი კერძების ჭამისგან, მაგრამ, თუ იცი, რომ შენს დაავადებას ეს გაამწვავებს და საახალწლო დღეებს ჩაგიშხამებს, მაშინ თავი უნდა მოთოკო, სხვა გზა არ არის. თუ გაწუხებთ თორმეტგოჯა ნაწლავი ან ნაღვლის ბუშტი, და მინდა გითხრათ აქვე, რომ ეს დაავადებები საკმაოდ გახშირდა, მაშინ ნიგვზიან კერძებს, ცხიმიან ხორცს, მჟავეს, ცხარეს, მლაშეს და ალკოჰოლს უნდა მოერიდოთ. თუ ზომას არ გადახვალთ, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემებიც არ შეგექმნებათ.


скачать dle 11.3