კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღირსეულად ცხოვრების სირთულე


პატივმოყვარეობა

რამდენადაც ჭკვიანად წარმოაჩენ საკუთარ თავს ადამიანების წინაშე, იმდენად უგუნური ხდები საკუთარი თავის წინაშე. რაც მეტად ამაყობ შენი მოჩვენებითი ღირსებებით სხვების წინაშე, მით მეტად ჩანს შენი უმწეობა და ნაკლოვანება.

ერთი ჯარისკაცი უამბობდა მეგობარს, რომ, ყოველთვის, როცა იგი თავის ქებით აღწერდა საკუთარ საბოლოო გამარჯვებებს, და გმირობებს, მის წარმოდგენაში მეყსეულად ცოცხლდებოდა ყველა მისი დამარცხების სურათი და სიმხდალის გამოვლინების ყველა შემთხვევა.

ქება და ძაგება

ჩვენ ყველა, ამქვეყნად თითქოსდა ბაზარზე გამოფენილი საქონელი ვართ. ერთნი ჩვენს ფასს ზეცამდე აღამაღლებენ, მეორენი კი გროშის ფასად მიიჩნევენ.

ქება და ძაგება, რომლებსაც ჩვენ ადამიანებისგან ვიღებთ, ჩვენს სულს ყოველთვის აორებენ: სულის ერთ ნახევარს უხარია ქება, ხოლო მეორე წუხს ძაგების გამო, რადგან საკუთარი შემეცნების საიდუმლო სიღრმეში ვგრძნობთ, რომ არც ქებითა და არც ძაგებით ჩვენ შესახებ სრულყოფილად არაფერია ნათქვამი. ფხიზლად უყურე გადამეტებულ ქებასაც და ძაგებასაც, რამეთუ შენ არც ერთს არ იმსახურებ, რათა ფრთების გარეშე არ აფრინდე, ანდა სასოწარკვეთილების უფსკრულში არ ჩავარდე.

მზერა

„თვალები სულების შეხვედრის წერტილია“, – თქვა ერთმა ბრძენმა. სულის თვალი სულში აღწევს: იგი სანთელს ჰგავს, რომლის საშუალებითაც მეორე სულს ვუახლოვდებით, რათა გამოვცადოთ და შევიცნოთ იგი.

როდესაც ბრმას ვუყურებთ თვალებში, საპასუხო გამოხედვის ამაო მოლოდინში, რაღაც იდუმალ, შემაშფოთებელ გრძნობას განვიცდით, ისევე, როგორც გვაშინებს სიბნელეში წყლის ყურება, ანდა უფანჯრებო სახლი.

მზერა საიმედო ჯაჭვია, რომლითაც ბუნება ადამიანს საკუთარ თავზე მიაჯაჭვავს. მგრძნობიარე ადამიანი ბუნებას ხილული სახეებით აღიქვამს, ისინი ანცვიფრებენ და აღაფრთოვანებენ მას. სულიერი ადამიანი თავისი სულის ცეცხლით ყველა სახეს რაღაც პირველქმნილ ელემენტს აძლევს და თვითონვე აღფრთოვანებულია ამ ერთადერთი ელემენტით. მაგრამ ეს მხოლოდ სულიერების დასაწყისია.

სიცარიელე და სიღატაკე

რაც მეტია უღმერთო სიმდიდრე, მით მეტია სიღატაკე. რაც მეტია უღმერთო ცოდნა, მით მეტია სიცარიელე.

მხოლოდ ღმერთი აძლევს ადამიანს სიმდიდრესა და სიბრძნეს. უღმერთო სამყარო ღატაკებსა და სულელებს შობს.

ჰორიზონტი

რაც უფრო ვიწროა ჰორიზონტი, მით მეტია მღელვარება.

რაც უფრო ფართოა ჰორიზონტი, მით ნაკლებია მღელვარება.

რაც უფრო ვიწროა ჰორიზონტი, მით მეტია წარმოდგენა საკუთარ თავზე.

რაც უფრო ფართოა ჰორიზონტი, მით უფრო ნაკლებია წარმოდგენა საკუთარ თავზე.

თუკი ჭის ქედმაღალი გომბეშო ოკეანის ნაპირას აღმოჩნდებოდა, იგი თავისი ქედმაღლობისაგან განიკურნებოდა.

დღე და ღამე

თუკი დღისით მოვქსოვთ და ღამით დავარღვევთ, ვერასოდეს მოვქსოვთ.

თუკი დღისით ავაშენებთ, ხოლო ღამით დავარღვევთ, ვერასოდეს ავაშენებთ.

თუკი ღვთის წინაშე ვილოცებთ, მის წინაშე კი ბოროოტებას ჩავიდენთ, ვერასოდეს ვერც მოვქსოვთ და ვერც ავაშენებთ საკუთარი სულის სახლს.

ნუ ენდობი ბედნიერებას

თუ მდიდარი ხარ, იფიქრე იმაზე, შეძლებ თუ არა სიღარიბის ღირსეულად გადატანას.

თუ ბედნიერი ხარ, წარმოიდგინე, როგორ შეხვდე ღირსეულად უბედურებას.

როდესაც ადამიანები გაქებენ, იფიქრე, შეძლებ თუ არა, ღირსეულად გადაიტანო ძაგება.

და მთელი ცხოვრების განმავლობაში იფიქრე, როგორ შეხვდე ღირსეულად სიკვდილს.

უმწეობა

ზოგჯერ ადამიანი თავის უბედურებას ფარავს მათგან, ვისაც იგი უყვარს, რათა მათ არ ითაკილონ. ფარავს მათგანაც, ვინც მას აქებს, რათა მათ არ აძაგონ იგი.

იგი ორგზის ცდება: ჯერ ერთი, არ ესმის, რომ, თუკი თვითონ გაამხელს საკუთარ სისუსტეებს, მათ ნაკლებად არ ეყვარებათ და ნაკლებად არ შეაქებენ. როდესაც სხვა ადამიანები მის სისუსტეებს თვითონ აღმოაჩენენ, მაშინ აუცილებლად ითაკილებენ და აძაგებენ მას. მეორეც, მას ავიწყდება, რომ არსებობს თვალი, რომელმაც მის შესახებ ყველაფერი იცის და ყველაფერს ხედავს.

ამიტომ, უკეთესია, ნაკლოვანებები მანამდე გავამხილოთ, სანამ ისინი ჩვენზე სრულ ძალაუფლებას მოიპოვებენ და სხვებისთვისაც შესამჩნევნი ხდებიან, რამეთუ ახალგაზრდობაში ძაგების გადატანა უფრო ადვილია, ვიდრე სიბერეში.


скачать dle 11.3